პროგესტანი 50მგ/მლ #5ა(თურქ)

პროგესტანი 50მგ/მლ #5ა(თურქ)

21.87 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: კოსაკ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პროგესტერონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 130755
გააზიარე:

პაციენტის საინფორმაციო ბროშურა

პროგესტანი 50 მგ/მლ კუნთშიდა საინექციო ხსნარი. იგი განკუთვნილია მხოლოდ კუნთშიდა შეყვანისთვის.

სტერილურობა

  • · აქტიური ნივთიერება: 1 მლ ზეთოვანი ხსნარის შემცველი თითოეული ამპულა შეიცავს 50 მგ პროგესტერონს (სოიოს სტეროლების წარმოშობა).
  • · შემავსებლები: ბენზილის სპირტი და საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი.

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით მთელ ბროშურას, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • · შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა გაცნობა.
  • · რაიმე დამატებითი კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · ეს წამალი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ იგი სხვებს.
  • · თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას ექიმს მიმართავთ, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · გთხოვთ, დაიცვათ ბროშურა. არ გამოიყენოთ არც უფრო მაღალი და არც უფრო დაბალი დოზა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ამ ბროშურაში:

1) რა არის პროგესტანი და რისთვის გამოიყენება იგი?

2) პროგესტანის გამოყენებამდე?

3) როგორ გამოიყენოთ პროგესტანი?

4) შესაძლო გვერდითი მოვლენები?

5) როგორ შეინახოთ და გადააგდოთ პროგესტანი?

სათაურები თანდართულია.

1) რა არის პროგესტანი და რისთვის გამოიყენება იგი?

თითოეული კოლოფი შეიცავს აქტიური ინგრედიენტის სახით 50 მგ პროგესტერონის შემცველ 5 და 30 ცალ 1 მლ-იან ამპულას, რომლებიც შეჰყავთ კუნთში.

პროგესტანი გამოიყენება ქალებში შემდეგ პირობებში:

- მენსტრალური წყვეტის სისხლდენის არარსებობისას,

- საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენისას ციკლის წესრიგის შესანარჩუნებლად,

- ადრეული ორსულობის შენარჩუნებაში დასახმარებლად, როდესაც საკმარისი რაოდენობის პროგესტერონი არ გამოიყოფა და 3 ან მეტი აუხსნელი მუცლის მოშლა მოხდა,

- ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, უნაყოფობის მკურნალობის ტექნიკის მხარდასაჭერად გამოიყენება ინ-ვიტრო განაყოფიერება (ინ ვიტრო განაყოფიერება) ან გამეტების ინტრაფალოპიური გადატანა (დამხმარე რეპროდუქციული ტექნიკა, რომელიც მიზნად ისახავს განაყოფიერების შანსების გაზრდას სპერმატოზოიდების მილებში მოხვედრით, სადაც კვერცხუჯრედი განაყოფიერების ბუნებრივი ადგილია).

2) პროგესტანის გამოყენებამდე?

არ გამოიყენოთ პროგესტანი შემდეგ შემთხვევებში:

თუ;

  • · ალერგიული ხართ პროგესტერონის ან მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ,
  • · მკერდის ან რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეები,
  • · პათოლოგიური და აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა,
  • · თრომბების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შემთხვევებში,
  • · ღვიძლის მწვავე უკმარისობისას,
  • · მძიმე დეპრესიისას,
  • · გაჩერებული ორსულობის (მკვდრადშობილობის) შემთხვევებში

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პროგესტანის გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

თუ:

  • · გაქვთ დეპრესიის ისტორია,
  • · გაქვთ ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
  • · გაქვთ მაღალი არტერიული წნევა,
  • · გაქვთ დიაბეტი,
  • · ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
  • · გაქვთ ფოტომგრძნობელობა,
  • · რეგულარულად გიკეთებიათ სისხლის ანალიზები ღვიძლისა და ჰორმონების შესამოწმებლად.

მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აღენიშნებათ მხედველობის დაკარგვის, პროპტოზის (თვალის წინ გადახრა თვალის ღრუში არსებული ნებისმიერი წარმონაქმნის გამო), დიპლოპიის (გაორებული მხედველობა), შაკიკის და სისხლძარღვოვანი ოკლუზიის ნიშნები და სიმპტომები.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენთვის აქტუალურია, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში მომხდარიდან გამომდინარე.

პროგესტანის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებაზე შეზღუდვები არ არსებობს, რეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს პროგესტანი მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, როცა შესაძლო სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პროგესტანი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი მკვებავ დედებში არ არის რეკომენდირებული.

მანქანების მართვა და გამოყენება

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მათთან მუშაობის დროს. ამრიგად, რეკომენდებულია მისი მიღება ღამით, ძილის წინ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროგესტანში შემავალი შემავსებლების შესახებ

პროგესტანი შეიცავს 100 მგ ბენზილის სპირტს ყოველ 1 მლ-ზე.

იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში.

შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ბრომოკრიპტინი (გამოიყენება სისხლში პროლაქტინის ჰორმონის სიჭარბის გამომწვევი ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა პარკინსონის დაავადება) არ არის რეკომენდებული, რადგან მას შეუძლია დაარღციოს ბრომოკრიპტინის მოქმედება.

კეტოკონაზოლის (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი) თანადროული გამოყენება ზრდის სისხლის ნაკადში მოხვედრილი პროგესტერონის რაოდენობას.

ამინოგლუტამინმა (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), კარბამაზეპინმა (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ), ფენიტოინმა (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) და რიფამპინმა (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი) შესაძლოა შეამცირონ სისხლის ნაკადში მოხვედრილი პროგესტერონის რაოდენობა.

პროგესტერონი ზრდის პლაზმაში ციკლოსპორინის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად ორგანოების ტრანსპლანტაციებისა და იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს) რაოდენობას და შესაძლოა შეცვალოს ღვიძლის ლაბორატორიული ანალიზების შედეგები, ღვიძლის ან/და შინაგანი ჯირკვლების ფუნქცია.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად გამოიყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

3) როგორ გამოიყენოთ პროგესტანი?

სათანადო შეყვანისა და დოზის/შეყვანის სიხშირის ინსტრუქციები:

გამოყენება ზრდასრულებსა და მოზარდებში:

მენსტრუალური წყვეტის სისხლდენის არარსებობისას: 5-10 მგ/დღეში ზედიზედ 6-10 დღის განმავლობაში ან ხდება 100-150 მგ-ის კუნთში შეყვანა ერთჯერადად.

შენიშვნა: მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს მენსტრუაცია დაეწყება. პროგესტერონის მიღება უნდა შეწყდეს, თუ შეყვანის დროს სისხლდენა განვითარდება.

საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენის ციკლის რეგულირებისთვის: მისი შეყვანა ხდება ზედიზედ 5-10 დღის განმავლობაში 5-10 მგ/დღეში დოზით კუნთში.

შენიშვნა: სისხლდენა წყდება მე-6 დღეს. ესტროგენის დანიშვნისას პროგესტერონის მიღება უნდა დაიწყოს ესტროგენით მკურნალობის მე-2 კვირის შემდეგ. პროგესტერონის შეყვანისას სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პროგესტერონის მიღება უნდა შეწყდეს.

ორსულობის შენარჩუნების პერიოდში: ემბრიონის ან გამეტების გადატანიდან მე-15 დღიდან, ორსულობის 8-16 კვირამდე, როდესაც საჭიროა პროგესტერონის სეკრეცია პლაცენტიდან, ხდება 25-100 მგ-ის შეყვანა კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად (მაქსიმუმ ყოველდღიურად).

ექიმის შეხედულებისამებრ, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 200 მგ-მდე.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ხდება ამპულის შიგთავსის გადატანა შპრიცში და კუნთში ბროშურაში მითითებული რეკომენდებული სათანადო დოზის შეყვანა..

მოსახლეობის განსაკუთრებული ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

პროგესტანის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული უსაფრთხოების ან/და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება ხანდაზმულებში:

პროგესტანის გამოყენება ხანდაზმულებში არ არის რეკომენდებული უსაფრთხოების ან/და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმლის უკმარისობა:

რამდენადაც პროგესტანი იწვევს სითხის შეკავებას, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჩივილები შესაძლოა გაძლიერდეს და იგი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული.

ღვიძლის უკმარისობა:

აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ანალიზების (ბიოქიმიური ტესტების ჯგუფი ღვიძლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად) მონიტორინგი. პროგესტანი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ პროგესტანის მოქმედება ძალზედ ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ პროგესტანის საჭიროზე მეტი ოდენობა:

თუ გამოყენებული გაქვთ პროგესტანის საჭიროზე მეტი ოდენობა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობა ტარდება დაკვირვების შედეგად და პაციენტმა, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მიიღოს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ პროგესტანის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირებისთვის.

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას პროგესტანით მკურნალობის შეწყვეტისას:

ხელმიუწვდომელია.

4) შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პროგესტანის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ განგივითარდებათ რომელიმე შემდგომი, შეწყვიტეთ პროგესტანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • · პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა
  • · სუნთქვის უეცარი შენელება; ან სისხლიანი ხველა, რაც მიუთითებს ხელებში, ფეხებში, გულში ან ფილტვებში სისხლის შედედების შესაძლო წარმოქმნაზე
  • · ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის ან მეტყველების ცვლილებები; ხელებში ან ფეხებში დაბუჟება ან სისუსტე, რაც მიუთითებს ტვინში ან თვალში სისხლის შედედების შესაძლო წარმოქმნაზე
  • · ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების, ან განსაკუთრებით პირის ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.

„ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენაა.“ თუ რომელიმე მათგანი განგივითარდებათ, შესაძლოა დაგჭირდეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ეს ყველა ძალზედ სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზედ იშვიათია.

ქვემოთ ჩემოთვლილთაგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • · მხედველობის პრობლემები (მაგალითად, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითება, მხედველობის უეცარი დროებითი ან სრული დაკარგვა)
  • · ნებისმიერი შეშუპება თვალში
  • · ქოლესტაზური სიყვითლე (სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში გამომუშავებული ნივთიერების) მომატებული დონის შედეგად გამოწვეული სიყვითლე, რაც იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას)

ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალზედ იშვიათია.

თუ განგივითარდებათ რომელიმე შემდგომი გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს:

  • · ტკივილი და შეშუპება შეყვანის ადგილას
  • · თავბრუსხვევა, ძილიანობა, თვლემა
  • · მენსტრუალური ციკლის შემცირება ან პერიოდული სისხლდენა
  • · მკერდის ცვლილებები
  • · თავის ტკივილი და მუცლის ტკივილი
  • · დაღლილობა, ძვლების ტკივილი
  • · აღგზნებადობა
  • · პირის სიმშრალე
  • · უძილობა
  • · ცნობიერების დაბინდვა
  • · ძილიანობა
  • · ორსულობის ლაქა
  • · შეშუპება სითხის შეკავების გამო
  • · წონის მატება, წონის კლება
  • · სიყვითლე (თვალის ან კანის ყვითელი შეფერილობა)
  • · სახის კანის გამუქება
  • · დეპრესია (უხალისობა, ცხოვრებით ტკბობის უუნარობა, ინტერესის დაკარგვა, დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა და ა.შ.)
  • · ცხელება
  • · გულისრევა
  • · სხეულზე ან სახეზე თმის სიჭარბე
  • · თმის ცვენა

ეს პროგესტანის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

თუ განგივითარდებათ ამ ბროშურაში მიუთითებელი რაიმე გვერდით მოვლენები, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ამ ბროშურაში მიუთითებელ რაიმე შესაძლო გვერდით მოვლენებს.

5) როგორ შეინახოთ პროგესტანი

პროგესტანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ამყოფეთ საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

გთხოვთ, გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ პროგესტანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ/გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

არ გამოიყენოთ პროგესტანი, თუ პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე შეამჩნევთ რაიმე დეფექტებს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების პუნქტს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

KOÇAK FARMA İlaç ve Kimya San.A.Ş.

მაჰმუთბეის რაიონი, 2477-ე ქუჩა N: 23, ბაღჯილარი / სტამბოლი / თურქეთი

მწარმოებელი:

KOÇAK FARMA İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.

ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ყარააღაჩის რაიონი, მე-11 ქუჩა N: 5, ქაფაქლი / თექირდაღი / თურქეთი

პაციენტის აღნიშნული საინფორმაციო ბროშურა დამტკიცებულია 02/11/2017 წელს.