ენტერო ბენე #10კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ენტერო ბენე კაფსულა N10
ენტერო ბენე წარმოადგენს ორი პრობიოტიკული შტამის კომბინაციას.
თითოეული კაფსულა შეიცავს 4 მილიარდ კოლონიის წარმომქმნელ ერთეულ Saccharomyces boulardii, Lactobacillus acidophilus-ს. შტამების სინერგიული კომბინაცია არეგულირებს და აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას.
ჩვენებები
– მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;
– მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი;
– ანტიბიოტიკებით, ონკოსტატიკებით, ქიმიოთერაპით და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
– Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი;
– შიდს-თან ასოცირებული დიარეა;
– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
– ზონდით ხანგრძლივი კვებით გამოწვეული დიარეა.
დოზირება და მიღების წესი
3-დან 10 წლამდე: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წელის ზემოთ: 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა მიიღება წყალთან ერთად. შესაძლებელია კაფსულის შიგთავსის გახსნა საკვებში, წყალში ან რძეში. არ უნდა მოხდეს ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ენტერო ბენეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განკუთვნილი არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და გრილ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი
Made in European Union,
ACTIMEDIX s.r.o. Nádražní 509, 693 01 Hustopeče, Czechia,
For BENE Pharm Beedstraße 54 ,40468 Düsseldorf, Germany.