ფლუკონაზოლი(ფლუკაზ)150მგ#1კაფს
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ფლუკაზი კაფსულა 150 მგ
ფლუკონაზოლის კაფსულები BP 150 მგ
შემადგენლობა
თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ფლუკონაზოლი USP 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები qs
კაფსულის კორპუსის დამტკიცებული ფერი
ფარმაცევტული ფორმა
მყარი კაფსულები
კლინიკური დეტალები
თერაპიული ჩვენებები
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• კრიპტოკოკული მენინგიტი, კოქციდიოიდომიკოზი, ინვაზიური კანდიდოზი, ლორწოვანის კანდიდოზი ოროფარინგეალური, საყლაპავის კანდიდოზის ჩათვლით, კანდიდურია და ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი.
• პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (პირის პროთეზის ტკივილი) თუ სტომატოლოგიური მოვლა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია.
• ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე; როდესაც ადგილობრივი მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.
• კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.
• დერმატომიკოზი, მათ შორის ტერფის მიკოზი (tinea pedis), სადა კანის მიკოზი (tinea corporis), საზარდულის მიკოზი (tinea cruris), ნაირფერი პიტირიაზი (tinea versicolor).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია ახალშობილებში, ჩვილებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ბავშვებში და 0-დან 17 წლამდე მოზარდებში:
ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანის კანდიდოზის (ოროფარინგეალური, საყლაპავის), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შემანარჩუნებელი თერაპია, რათა თავიდან იქნას აცილებული კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი, რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზა უნდა ეფუძნებოდეს სოკოვანი ინფექციის სახეს და სიმძიმეს.
|
ჩვენება |
დოზირება |
მკურნალობის ხანგრძლივობა |
|
|
კრიპტოკოკოზი |
-კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა. |
შემდგომი დოზა: 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ |
ჩვეულებრივ მინიმუმ 6-დან 8 კვირამდე.სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე. |
|
კოქციდიოიდომიკოზი |
200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ |
11 თვიდან 24 თვემდე ან მეტი, პაციენტის მიხედვით. 800 მგ დღეში შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი ინფექციისთვის და განსაკუთრებით მენინგეალური დაავადების დროს |
|
|
ინვაზიური კანდიდოზი |
დატვირთვის დოზა: 800 მგ პირველ დღეს შემდგომი დოზა: 400 მგ დღეში ერთჯერ |
ზოგადად, კანდიდემიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 2 კვირა სისხლის კულტურის პირველი უარყოფითი შედეგიდან და კანდიდემიასთან დაკავშირებული ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან. |
|
|
ლორწოვანის კანდიდოზის მკურნალობა |
- ოროფარინგეალური კანდიდოზი |
დატვირთვის დოზა: 200 მგ-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს შემდგომი დოზა: 100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ |
7-დან 21 დღემდე (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიამდე). უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამოყენება შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაქვეითებული იმუნური ფუნქცია |
|
-საყლაპავის კანდიდოზი |
დატვირთვის დოზა: 200 მგ-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს შემდგომი დოზა: 100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ |
14-დან 30 დღემდე (საყლაპავის კანდიდოზის რემისიამდე). უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამოყენება შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაქვეითებული იმუნური ფუნქცია |
|
|
- კანდიდურია |
200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ |
7-დან 21 დღემდე. უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამოყენება შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაქვეითებული იმუნური ფუნქცია. |
|
|
- ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი |
50 მგ-დან 100 მგ-მდე დღეში ერთჯერ |
28 დღემდე. უფრო გრძელი პერიოდები დამოკიდებულია როგორც ინფექციის სიმძიმეზე, ასევე იმუნური სისტემის დაქვეითებასა და ინფექციაზე |
|
|
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რეციდივის მაღალი რისკი |
- ოროფარინგეალური კანდიდოზი |
100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში |
განუსაზღვრელი პერიოდი ქრონიკული იმუნოსუპრესიული პაციენტებისთვის |
|
- საყლაპავის კანდიდოზი |
100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში |
განუსაზღვრელი პერიოდი ქრონიკული იმუნოსუპრესიული პაციენტებისთვის |
|
|
გენიტალური კანდიდოზი |
- მწვავე ვაგინალური კანდიდოზი - კანდიდოზური ბალანიტი |
150 მგ |
ერთჯერადი დოზა |
|
დერმატომიკოზი |
150 მგ კვირაში ერთხელ ან 50 მგ ერთჯერ დღეში |
2-დან 4 კვირამდე, ტერფის მიკოზს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა 6 კვირამდე |
|
|
- ტერფის მიკოზი - სადა კანის მიკოზი , - საზარდულის მიკოზი, - კანდიდოზური ინფექციები - ნაირფერი პიტირიაზი |
300 მგ-დან 400 მგ-მდე კვირაში ერთხელ |
1 - 3 კვირა |
|
|
50 მგ დღეში ერთჯერ |
2 - 4 კვირა |
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები
დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
თირკმელების უკმარისობა
ფლუკონაზოლი უპირატესად გამოიყოფა შარდით უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია შეზღუდული მონაცემები, ამიტომ ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ დღეში.
ჩვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე):
|
ჩვენება |
დოზირება |
რეკომენდაცია |
|
- ლორწოვანის კანდიდოზი |
საწყისი დოზა: 6 მგ/კგ შემდგომი დოზა: 3 მგ/კგ დღეში ერთხელ |
საწყისი დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველ დღეს, რათა მიაღწეული იყოს წონასწორობის დონეს უფრო სწრაფად |
|
- ინვაზიური კანდიდოზი - კრიპტოკოკული მენინგიტი |
დოზა: 6-დან 12 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ |
დაავადების სიმძიმის მიხედვით |
|
- კანდიდოზის პროფილაქტიკა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში |
დოზა: 3-დან 12 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ |
დამოკიდებულია ნეიტროპენიის მასშტაბზე და ხანგრძლივობაზე (იხ. დოზირება მოზრდილებისთვის) |
ასაკობრივი ჯგუფის დოზირების რეკომენდაციები
ვადამდელი ახალშობილები (0-დან 14 დღემდე) იგივე მგ/კგ დოზა უნდა მიეცეს ყოველ 72 საათში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს12 მგ/კგ ყოველ 72 საათში
ვადამდელი ახალშობილები (15-დან 27 დღე) იგივე მგ/კგ დოზა, რაც ჩვილებში, მცირეწლოვან ბავშვებში და ბავშვებში უნდა მიეცეს ყოველ 48 საათში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ/კგ ყოველ 48 საათში
მიღების მეთოდი
ფლუკონაზოლის მიღება შესაძლებელია პერორალურად (კაფსულები და ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის) ან ინტრავენური ინფუზიით (საინფუზიო ხსნარი), მიღების გზა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს სრულად და საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, დაკავშირებული აზოლური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
• ტერფენადინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს 400 მგ დღეში ან უფრო მაღალი დოზებით მრავალჯერადი დოზის ურთიერთქმედების კვლევის შედეგების საფუძველზე.
• სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ის მეშვეობით, როგორიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი ქინიდინი და ერითრომიცინი, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
კანდიდოზი:
კვლევებმა აჩვენა ინფექციების მზარდი გავრცელება Candida სხვა სახეობებით, გარდა C. albicans. ასეთ ინფექციებს შეიძლება დასჭირდეს ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია მკურნალობის წარუმატებლობის გამო. ამიტომ, მედიკამენტების გამომწერებს ურჩევენ, გაითვალისწინონ ფლუკონაზოლის მიმართ Candida-ს სხვადასხვა სახეობებში რეზისტენტობის გავრცელება.
თირკმლის სისტემა
ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ცნობილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას და აღნიშნული შეიძლება განვითარდეს ფლუკონაზოლის მიმართ , თუმცა იშვიათად.
ჰეპატობილიარული სისტემა
ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
კარდიოვასკულარული სისტემა
ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი, დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან.
უკუნაჩვენებია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს გახანგრძლივებისთვის და რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ით.
ჰალოფანტრინი
ნაჩვენებია, რომ ჰალოფანტრინი ახანგრძლივებს QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზით და წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს. ამიტომ ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
ჰიპერმგრძნობელობა
იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ანაფილაქსია
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლით ნამკურნალები პაციენტები, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე მედიკამენტებით, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 მეშვეობით, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ.
ტერფენადინი
ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება 400 მგ-ზე ნაკლები დოზით დღეში ტერფენადინთან ერთად უნდა მოხდეს ყურადღებით მონიტორინგის პირობებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უკუნაჩვენებია შემდეგი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება :
ციზაპრიდი: ფლუკონაზოლთან და ციზაპრიდთან ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია.
ტერფენადინი: ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება 400 მგ-ზე ნაკლები დოზით დღეში ტერფენადინთან ერთად უნდა იყოს მოხდეს ყურადღებით მონიტორინგის პირობებში.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
პიმოზიდი: ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ქინიდინი: ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კარდიოტოქსიკურობის რისკი.
შემდეგი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სიფრთხილის ზომებს და დოზის კორექციას:
სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ფლუკონაზოლზე
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია AUC-ის 25%-ით შემცირება და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის 20%-ით ხანმოკლე პერიოდი.
ჰიდროქლორთიაზიდი: ჰიდროქლორთიაზიდის მრავალჯერადი დოზის ერთდროულმა მიღებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, გაზარდა ფლუკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია 40%-ით.
ალფენტანილი: ფლუკონაზოლით (400 მგ) და ალფენტანილით ინტრავენურად (20 მკგ/კგ) ერთდროული მკურნალობის დროს ჯანმრთელ მოხალისეებში ალფენტანილის AUC 10 გაიზარდა 2-ჯერ.
ამიტრიპტილინ ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის ეფექტს.
ანტიკოაგულანტები: ფლუკონაზოლთან და ვარფარინთან ერთდროული მკურნალობის დროს პროთრომბინის დრო გახანგრძლივდა 2-ჯერ, სავარაუდოდ, ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო CYP2C9-ით.
ბენზოდიაზეპინები (მოკლე მოქმედების), ფლუკონაზოლის 200 მგ და მიდაზოლამის 7.5 მგ პერორალურად ერთდროულმა მიღებამ გაზარდა მიდაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ, შესაბამისად.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და აღინიშნა შრატში კარბამაზეპინის 30%-ით მატება.
კალციუმის არხის ბლოკატორები: ფლუკონაზოლს აქვს პოტენციალი გაზარდოს კალციუმის არხის ანტაგონისტების სისტემური ექსპოზიცია.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბით (200 მგ) ერთდროული მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 68%-ით და 134%-ით.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდთან და ფლუკონაზოლთან კომბინირებული თერაპია იწვევს შრატის ბილირუბინისა და შრატის კრეატინინის მატებას.
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები: მიოპათიის და რაბდომიოლიზის რისკი იზრდება ფლუკონაზოლის HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას.
იბრუტინიბი: ფლუკონაზოლი ზრდის იბრუტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი.
ოლაპარიბი: ფლუკონაზოლი ზრდის ოლაპარიბის კონცენტრაციას პლაზმაში.
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს.
სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის კონცენტრაციას პლაზმაში
ლოზარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე. პაციენტებს მუდმივად უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ფლურბიპროფენის Cmax და AUC გაიზარდა 23%-ით და 81%-ით, შესაბამისად, ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, მხოლოდ ფლურბიპროფენის მიღებასთან შედარებით.
ფენიტოინი: 200 მგ ფლუკონაზოლისა და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად განმეორებით მიღებამ გამოიწვია ფენიტოინის AUC24 75%-ით და Cmin 128%-ით ზრდა.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის შრატში კონცენტრაციას, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC 80%-მდე გაზრდას.
საქვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საქვინავირის AUC და Cmax დაახლოებით 50% და 55% შესაბამისად.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: ჯანმრთელ მოხალისეებში ნაჩვენებია ფლუკონაზოლი, რომელიც ახანგრძლივებს პერორალური სულფონილშარდოვანას პრეპარატების (მაგ., ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდს.
თეოფილინი: პლაცებოზე კონტროლირებადი ურთიერთქმედების კვლევაში, ფლუკონაზოლის 200 მგ მიღებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია თეოფილინის პლაზმური კლირენსის საშუალო მაჩვენებლის 18%-ით შემცირება.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება ტოფაციტინიბის ერთდროული გამოყენებისას
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (200% AUC; 80% Cmax-ში), როდესაც ტოლვაპტანი, (CYP3A4 სუბსტრატი) გამოიყენება ფლუკონაზოლთან ერთად.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი): ორალური ვორიკონაზოლის (400 მგ Q12 სთ 1 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ Q12 სთ 2.5 დღის განმავლობაში) და პერორალური ფლუკონაზოლის (400 მგ 1 დღე 1, შემდეგ 4 მგ 2 სთ) ერთდროული მიღება. 8 ჯანსაღი მამრობითი სქესის სუბიექტში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ ზრდა საშუალოდ 57% (90% CI: 20%, 107%) და 79% (90% CI: 40%, 128%), შესაბამისად.
ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Cmax-ს და AUC-ს შესაბამისად 84%-ით და 74%-ით, დაახლოებით. ზიდოვუდინის პერორალური კლირენსის 45%-ით შემცირება.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
სტანდარტული დოზებით და მოკლევადიანი მკურნალობით:
ფლუკონაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თვალნათლივ აუცილებელია. რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაცემები, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციური დოზით ≤ 150 მგ, შეყვანილი პირველ ტრიმესტრში, არ აჩვენებს ნაყოფში მალფორმაციების საერთო რისკის ზრდას.
მაღალი დოზებით და/ან გახანგრძლივებულ სქემებში:
ფლუკონაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისა. იყო შეტყობინებები მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიების შესახებ ახალშობილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ სულ მცირე სამი ან მეტი თვის განმავლობაში ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (400-800 მგ დღეში).
ძუძუთი კვება
ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში პლაზმაში კონცენტრაციის მსგავსი კონცენტრაციით. ძუძუთი კვება შეიძლება შენარჩუნდეს 150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის შემდეგ. ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული განმეორებითი გამოყენების შემდეგ ან ფლუკონაზოლის მაღალი დოზის მიღების შემდეგ.
გვერდითი ეფექტები
ხშირი ან ძალიან ხშირი - ნერვული სისტემის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები.
ნაკლებად ხშირი - სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები, ანაფილაქსია მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები, ფსიქიატრიული დარღვევები, ნერვული სისტემის დარღვევები, ყურის და ლაბირინთის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ჰეპატობილიარული დარღვევები, კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები, ჩონჩხ-კუნთოვანი და ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილისა და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები.
იშვიათი - სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები, იმუნური სისტემის დარღვევები, ანაფილაქსია მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები, ნერვული სისტემის დარღვევები, გულის დარღვევები, ჰეპატობილიარული დარღვევები, კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები.
უცნობია - კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
დოზის გადაჭარბება
იყო შეტყობინებები ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შესახებ, დაფიქსირდა ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა ერთდროულად.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომატური მკურნალობა (შემნარჩუნებელი ზომებით და საჭიროების შემთხვევაში კუჭის ამორეცხვით) შეიძლება იყოს ადეკვატური.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, ტრიაზოლის წარმოებულები;
ათქ კოდი: J02AC01.
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი არის ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. მისი მოქმედების ძირითადი მეთოდია სოკოვანი ციტოქრომ P-450-ის შუამავლობით 14 ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების ინჰიბირება, რაც აუცილებელი ნაბიჯია სოკოვანი ერგოსტეროლის ბიოსინთეზში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია ინტრავენური ან პერორალური მიღების შემდეგ.
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება და პლაზმური დონე (და სისტემური ბიოშეღწევადობა) არის ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიღწეული დონის 90%-ზე მეტი. პერორალური შეწოვა არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღებით. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უზმოზე მიიღწევა მიღებიდან 0,5-დან 1,5 საათამდე.
განაწილება
განაწილების მოცულობა უახლოვდება სხეულის მთლიან წყალის რაოდენობას. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%). ფლუკონაზოლი შეღწევა კარგდ ხდება სხეულის ყველა შესწავლილ სითხეში. ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაცია კანში, შრატში კონცენტრაციაზე მაღალი, მიიღწევა რქოვანას შრეში, ეპიდერმისსა და ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა შრეში. დღეში ერთხელ 50 მგ დოზით, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ იყო 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია კვლავ იყო 5,8 მკგ/გ. 150 მგ კვირაში ერთხელ დოზის დროს, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანას შრეში მე-7 დღეს იყო 23.4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ კვლავ იყო 7.1 მკგ/გ.
ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილებში 4 თვის შემდეგ 150 მგ კვირაში ერთხელ მიღებისას იყო 4.05 მკგ/გ ჯანმრთელ ფრჩხილებში და 1.8 მკგ/გ დაავადებულ ფრჩხილებში; და ფლუკონაზოლი კვლავ გაზომვადი იყო ფრჩხილის ნიმუშებში თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ მცირე რაოდენობით. რადიოაქტიური დოზიდან მხოლოდ 11% გამოიყოფა შეცვლილი სახით შარდში.
გამოყოფა
გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლები, შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% ჩნდება შარდში, როგორც უცვლელი სამკურნალო საშუალება. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. არ არსებობს მტკიცებულება მოცირკულირე მეტაბოლიტების შესახებ.
პლაზმური ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი იძლევა საფუძველს ვაგინალური კანდიდოზის ერთჯერადი დოზით მკურნალობისათვის, დღეში ერთხელ და კვირაში ერთხელ სხვა ჩვენებების შემთხვევაში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.
კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
ერთი სტრიპი შეიცავს ერთ კაფსულას შეფუთვის ჩანართთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
არა აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
აჯიო ფარმაცეუტაკალს ლტდ (AGIO PHARMACEUTICALS LTD)
A-38, ნანდჯიოტ ინდუსტრიალ ისთეით, ანდჰერი კურლა როუდ, სეიფდფული, მუმბაი, 400072, ინდოეთი
At: T- 81, 82, MIDC, ბოშარი, პუნე 411 026.










