თურმანიძე პლუს25გ ანტისეპ.ბალზ

თურმანიძე პლუს25გ ანტისეპ.ბალზ

11.80 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: თურმანიძე +
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თურმანიძე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130520
გააზიარე:

„თურმანიძე + ბალზამი ანტისეპტიკური“

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა : ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, შემდეგი დაავადებებისას: რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პრო­ცე­სები, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიული წყლული, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული, დაჩირქებული ჭრილობები. სუფთა ჭრილობები, ზერელე ექსკორიაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.

მეანობაში – კერტების ნახეთქი.

გამოყენების წესი – დაზიანებულ ზედაპირზე აფარებენ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული ბალზამით. საჭიროებისას ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.

უკუჩვენება : არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები : ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ბალზამი მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში.

ვარგისიანობის ვადა : 5 წელი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +250C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი : შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’.

www.turmanidzeplus.ge