პიკო პიკოჯესტი 1

პიკო პიკოჯესტი 1

76.95 ლარი
კატეგორია: რძის ნაზავი
კოდი: 130494
გააზიარე:

პიკო პიკოჯესტი 1 - სამკურნალო-პროფილაქტიკური ნარევი დაბადებიდან 6 თვემდე. 800გ
საჭმლის მონელების პრობლემების დროს, სახამებლით შესქელებული ფორმულა
არ შეიცავს პალმის ზეთს შეიცავს :DHA - ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას GOS&FOS - გალაქტო-ოლიგოსაქარიდები და ფრუქტო-ოლოგოსაქარიდები, რძის ლიპიდებს - კალციუმის უკეთესი შეთვისებისთვისა და რბილი განავლის ფორმირებისთვის, ლაქტოზის შემცირებულ რაოდენობას, სახამებელს შემასქელებლად, მინერალებსა და ვიტამინებს.

შემადგენლობა : ლაქტოზა (რძე), ნაღები (რძე), სახამებელი, მცენარეული ცხიმები (მაღალოლეინური მზესუმზირა, რაფსი, მზესუმზირა), დემინერალიზებული შრატი (რძე), ბოჭკო (გალაქტო-ოლიგოსაქარიდები, ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები)(რძე), ხსნადი რძის ცილები, მინერალები (ტრისოდიუმ ციტრატი, ტრიკალციუმ ფოსფატი, კალციუმ ქლორიდი, კალიუმ ქლორიდი, ტრიკალიუმ ფოსფატი, მაგნიუმ ფოსფატი, კალიუმ ჰიდროქსიდი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, კალციუმ კარბონატი, ნატირუმ სელენიტი, კალიუმ იოდიდი, სპილენძი, მანგანუმ სულფატი), მალტოდექსტრინი, თევზის ცხიმი( DHA-ს წყარო) (რძე, სოიო), ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ქოლინის ქლორიდი, L-ფენილალანინი, ვიტამინები (C,E,PP,B5,A,K,B1,B2,B6,B12,D,B9,H), ანტიოქსიდანტები (ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლი) ინოზიტოლი, L-ტრიფტოფანი, L- კარნიტინი, პრობიოტიკი (bifidobacterium lactis).

მომზადების წესი: ბოთლში ჩაასხით ადუღებული და 40C-მდე გაგრილებული წყლის რეკომენდირებული რაოდენობა (იხ. კვების ცხრილი). დაამატეთ საზ.კოვზით საჭირო რაოდენობის ფხვნილი ბავშვის ასაკის შესაბამისად. გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული საზომი კოვზი. მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. შეამოწმეთ რძის ტემპერატურა ხელის მაჯაზე დაწვეთებით. რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37ºC-ს. ერთი საზომი კოვზი = 4,5 გ ფხვნილს. 100 მლ. მზა საკვები = 13,5 გ (3 საზ. კოვზი) + 90 მლ. წყალი. მნიშვნელოვანი მითითებები: ყურადღებით დაიცავით ინსტრუქცია. მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ. არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ნარევის ნარჩენი შემდგომი კვებისათვის. გახსნილი კოლოფი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. გამოიყენეთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.