პიკო 3 - შერეული და ხელოვნურ კვების დროს, 10 თვიდან 3 წლამდე , 800გ . არ შეიცავს პალმის ზეთს შეიცავს: პროლაქტას - ოპტიმიზირებულ ცილას შეუცვლელი ამინომჟავების დაბალანსებულ შემადგენლობას DHA - ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, ესენციალურ ცხიმოვან მჟავებს LA/ALA (შეფარდება 8/1) , პრობიოტიკს - Bifidobacterium Lactis, კაზეინ/ალბუმინის შეფარდება - 40/60, ძროხის რძის ნაღებს - დედის რძესთან მაქსიმალურად მიახლოებული ლიპიდურ პროფილის მისაღებად, კაპსულირებული რკინა - უკეთესი შეთვისებისა და ანემიის პრევენცია , კალციუმი და D ვიტამინი - ზრდისთვის და ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებისთვის, A და C ვიტამინები ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შემადგენლობა: ლაქტოზა (რძე), ნაღები (რძე), მცენარეული ცხიმები (მაღალოლეინური მზესუმზირა, რაფსი, მზესუმზირა), ცხიმმოხდილი რძე, ხსნადი რძის ცილები, მინერალები (ტრიკალციუმ ფოსფატი, მაგნიუმის სულფატი, რკინის სულფატი, ტრიკალიუმ ციტრატი,
კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ტრინატრიუმ ციტრატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ტრიკალციუმ ციტრატი, სპილენძის სულფატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, ნატრიუმის იოდიდი, კალიუმი, მანგანუმის სულფატი), თევზის ცხიმი (DHA-ს წყარო) (რძე, სოიო), ქოლინის ქლორიდი, L- ფენილალანინი, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ინოზიტოლი, ვიტამინები (C, E,PP,A,K, B1, B5, B12, B2, B6, B9,D,H), ანტიოქსიდანტები (ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლი)(სოიო), L- ტრიფტოფანი, L- კარნიტინი, პრობიოტიკი (bifidobacterium lactis ).
მომზადების წესი: ბოთლში ჩაასხით ადუღებული და 40C-მდე გაგრილებული წყლის რეკომენდირებული რაოდენობა (იხ. კვების ცხრილი). დაამატეთ საზ.კოვზით საჭირო რაოდენობის ფხვნილი ბავშვის ასაკის შესაბამისად. გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული საზომი კოვზი. მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. შეამოწმეთ რძის ტემპერატურა ხელის მაჯაზე დაწვეთებით. რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37ºC-ს.
ერთი საზომი კოვზი = 4,5 გ ფხვნილს. 100 მლ. მზა საკვები = 13,5 გ (3 საზ. კოვზი) + 90 მლ. წყალი. მნიშვნელოვანი მითითებები: ყურადღებით დაიცავით ინსტრუქცია. მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ. არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ნარევის ნარჩენი შემდგომი კვებისათვის. გახსნილი კოლოფი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. გამოიყენეთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.










