რკინა ამვილაბი #60ტ
გააზიარე:
რკინა 60 ტაბლეტი
ამვილაბის რკინა შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის რკინის გლიცინის ამინომჟავა ხელატს, რომელიც ეფექტურად ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს.
ამვილაბის რკინა, რკინის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ელექტრონულად ნეიტრალურია, არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით და უცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც განაპირობებს ორგანიზმის მიერ რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას, არ აღიზიანებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები (დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი ), არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ასკორბინის მჟავა, კალციუმი), უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
რკინისთან ერთად შეიცავს C ვიტამინს და B ჯგუფის ვიტამინებს :
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) მონაწილეობს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების რეგულაციის პროცესებში, ახდენს ანტიანემიურ მოქმედებას მაკროციტული ანემიის დროს, აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისთვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების ცვლაში. ფოლის მჟავა მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში, არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, ახდენს თრომბობლასტური აქტივობისა და პროთრომბინის აქტივობის მატებას. ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სპილენძი შეუცვლელი მიკროელემენტია ჰემოგლობინის სინთეზში, მონაწილეობს ერითროპოეზსა და გრანულოციტოპოეზში.
გამოყენების რეკომენდაციები ( კომპლექსურ თერაპიაში ):
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები
· ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
მომატებული მოთხოვნა რკინაზე:
· არასრულფასოვანი კვება
· ვეგეტარიანობა
· დიეტა
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
· ხანდაზმული ასაკი
· ორსულობა და ლაქტაცია
· ინტენსიური ზრდის პერიოდი
შემადგენლობა
· რკინა (გლიცინის ამინომჟავა ხელატი) - 25 მგ
· ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 30 მგ
· ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 15 მგ
· ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 9 მკგ
· ფოლატი - 670 მკგ (ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ)
· სპილენძი - 2 მგ
დოზირება
1-2 ტაბლეტი დღეში კვების შემდეგ, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება : არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გამოშვების ფორმა : N60 ტაბლეტი.
მწარმოებელი : ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.










