თუთია D3 ამვილაბი 15მგ#60ტ.საღ

თუთია D3 ამვილაბი 15მგ#60ტ.საღ

38.14 ლარი 33.70 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამვილაბ ამერიკა.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: Zn, ვიტ.D3
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130432
გააზიარე:

თუთია D3 15 მგ საღეჭი 60 ტაბლეტი

საუკეთესო კომბინაცია ძლიერი იმუნიტეტისთვის

D3 ვიტამინი ( ქოლეკალციფეროლი ) ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ- ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: უჯრედების დაყოფა, შენება, აღდგენა და დაცვა, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ჰორმონების, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან.

თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას.

თუთია აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ფორმირებაში.

თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან.

თუთია მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას, ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას. იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.

თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.

თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება და მისი მიღება აუცილებელია საკვების ან საკვები დანამატის სახით, მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.

თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).

თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვისა და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება - განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება და სხ.

გამოყენების რეკომენდაციები ( კომპლექსურ თერაპიაში ):

  • თუთიის და ვიტამინი D3-ის დეფიციტი
  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ავადობა
  • მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები)
  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
  • მოტეხილობები, ჭრილობები
  • სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების შეფერხება პუბერტულ პერიოდში)
  • აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდეგ
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • კანის დაავადებები

შემადგენლობა

თუთია (ოქსიდი/გლუკონატი) - 15მგ. ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 10მკგ (400სე).

დამატებითი ინგრედიენტები : დექსტროზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება : შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა : N60 საღეჭი ტაბლეტი ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი.

მწარმოებელი : ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.