თეიმუროვის პასტა ნეო 35გ*

თეიმუროვის პასტა ნეო 35გ*

4.50 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბორის მჟავა+ნატრ.ტეტრაბორატი+სალიცილის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130350
გააზიარე:

თეიმუროვის პასტა ნეო 35გ*

შემადგენლობა

ბორის მჟავა – 0,9%; ნატრიუმის ტეტრაბორატი – 2,5%; სალიცილის მჟავა – 1,48%; თუთიის ჟანგი – 17%; ასკანის თიხა – 17,4%; ან ტალკი 26,7%; ჰექსამეთილენტეტრამინი – 2,9%; ფორმალდეჰიდის ხსნარი – 2,5%; ტყვიის აცეტატი – 0,3%; გლიცერინი – 4,64%; პიტნის ან ლიმონის ზეთი – 0,6%; კარბოქსიმეთილცელულოზა - 0,1%; გამოხდილი წყალი – 49,68%.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიურ ეფექტს განსაზღვრავს შემადგენელი კომპონენტების კომპლექსური მოქმედება: ბორის მჟავა და ნატრიუმის ტეტრაბორატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, სალიცილის მჟავა – ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო და კერატოპლასტურ მოქმედებას, თუთიის ჟანგი, ტყვიის აცეტატი და ასკანის თიხა – ადსორბციულ, გამომშრობ მოქმედებას, ჰექსამეთილენტეტრამინი და ფორმალდეჰიდის ხსნარი – მადეზინფიცირებელ მოქმედებას.

 

ჩვენებები
ოფლიანობა, კანის ზოგიერთი სოკოვანი დაავადება.

 

მიღებისწესებიდადოზები
გარეგანი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. პასტას შეიზელენ კანზე 1-3 წუთის განმავლობაში დაბანისა და გამშრალების შემდეგ 1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად 3-4 დღის განმავლობაში.

 

გვერდითიმოვლენები
იშვიათად – ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• თირკმელების ქრონიკული დაავადებები;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი;
• ტერფის მწვავე ანთებითი დაავადებები.

 

ორსულობადალაქტაცია
არ გამოიყენება.

 

განსაკუთრებულიმითითებები
ზემოქმედებაავტომობილისმძღოლებზედაპოტენციურადსაშიშმანქანა-დანადგარებთანმომუშავეპერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას. 

სიფრთხილე: არ არის რეკომენდებული თეიმუროვის პასტის გამოყენება ზედაპირის დიდ ფართობზე, ასევე კანის ანთებითი დაავადების დროს.

 

ჭარბიდოზირება
ხანგრძლივი გამოყენებისას ზედაპირის დიდ ფართობზე შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა, დიარეა, კანის ქავილი. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს.

 

სხვაწამლებთანურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

 

შენახვისპირობებიდავადები
ინახება გრილ პირობებში (8-15°C ტემპერატურაზე), სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: ერთი წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

 

აფთიაქშიგაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.