თიორეტინი A 10მლ.თვ.წვეთი

თიორეტინი A 10მლ.თვ.წვეთი

46.63 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: სოფთ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თიოქტის მჟ+ლ-პროლინი+გლიცინი+ლიზინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130281
გააზიარე:

თიორეტინი A 10მლთვალის წვეთ

შემადგენლობა

ლიპოლის მჟავა

L-პროლინი

L-გლიცინი

L-ლიზინი

L-ლეიცინი

ჰიპრომელოზა.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიოქსიდანტი, მეტაბოლური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლიპოლისმჟავა ძირითად ანტიოქსიდანტის და ხელატოწარმომქმნელის როლს ასრულებს. უშულოდ მისი მოქმედება ახდენს თავისუფალი რადიკალების ინაქტივირებას, ამცირებს უჯრედის მემბრანის ლიპიდების ჟანგვას, განსაკუთრებით, რქოვანას ნერვულ უჯრედებში, რაც უზრუნველყოფს მისი მგრძნობელობის შენარჩუნებას; ზრდის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ პოტენციალს, აუმჯობესებს ენდოთელიარულ ფუნქციას.

ამინომჟავები, რომლებიც შედის თიორეტინ A-ს შემადგენლობაში, უზრუნველყოფს თვალის  ქსოვილების მეტაბოლური  აქტივობის შენარჩუნებას, რომელიც ჩვეულებრივ დარღვეულია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ამინომჟავები ახდენენ უჯრედული მემბრანის ფუნქციის ნორმალიზებას, ააქტიურებენ ენერგეტიკულ და მეტაბოლურ პროცესებს.

L-პროლინი - წარმოადგენს კოლაგენური ცილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კოპონენტს, რომელიც არის ორგანიზმის ქსოვილის საფუძველი და შემაერთებელ ქსოვილს ინარჩუნებს (სკლერას,სისხლძარღვებს) ნორმალურ მდგომარეობაში.

L-გლიცინი - წარმოადგენს დამამუხრუჭებელი ტიპის  ცენტრალურ ნეირომედიატორს, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს,.გააჩნია პოზიტიური გავლენა კუნთოვანი დისტროფიების დროს.

L-ლიზინს - გააჩნია  შეშუპების, ანთების საწიინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი; ზრდის სისხლძარღვების კედლების ტონუსს, აქვს ზომიერი იმუნომაკორეგირებელი  და ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

L-ლეიცინი - მონაწილეობს ცილოვან  ცვლაში, ააქტიურებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს, აძლიერებს ფაგოციტურ აქტივობას; ააქტიურებს ამინომჟავების, მათი წინამორბედების, მეტაბოლიტების  სინთეზის პროცესს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას სტრესის  პირობებში.

ჰიპრომელოზა - არის მაღალი სიბლანტის პოლიმერი, რომელიც განაპირობებს საცრემლე აპკის აღდგენას და ოპტიკური მაჩვეენებლების სტაბილიზაციას. იგი წარმოადგენს რქოვანას ეპითელიუმის პროტექტორს, აქვს დამცველობითი მოქმედება თვალის სითხის შემცირებული სეკრეციის პირობებში.

 

ჩვენებები

რქოვანას დისტროფიები, დიაბეტური რეტინოპათია, კატარაქტა.

რეფრაქციული ოპერაციები, საცრემლე აპკის ჰისტოლოგიური ცვლილებები.

 

გამოყენების წესი და დოზირება

მოზრდილები: 2 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები: 1 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.

 

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტისადმი.

 

გვერდითი ეფექტები

პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ შესაძლოა მხედველობის უმნიშვნელო და დროებითი  დაბინდვა.

 

უსაფრთხოების  ზომები

არ გამოიყენოთ ფლაკონის დაზიანების შემთხვევაში.

არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

კონტაქტური ლინზების ხმარების შემთხვევაში, პრეპარატის აპლიკაციამდე მოიხსენით ლინზები.

არ გამოიყენოთ თვალის ინფექციის შემთხვევაში.

არ გამოიყენოთ  ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეახოთ ფლაკონის წვერი თვალის ზედაპირს.

სხვა თვალის წვეთების  გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატი გაოყენებულიუნდაიქნასგახსნიდან 90 დღისმანძილზე.

არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

იხმარებამხოლოდგარეგანიგამოყენებისათვის

პრეპარატი უნდა შეინახოს 25°C -ზე  დაბალ ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა

 8 მლ-იანი ფლაკონი.

 

მწარმოებელი

SOOFT იტალია.