დიკლობრიუ რეტარდი 100მგ #20ტ

დიკლობრიუ რეტარდი 100მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13025
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დიკლობრიუ 100 მგ
(Diclofenac)

 


პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი!
ნუ გადააგდებთ ჩანართ ფურცელს. შესაძლოა მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.
თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
ეს პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის და მისი სხვებისათვის მიცემა არაა მიზანშეწონილი. ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, როცა მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს;
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ცეტილის სპირტი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, ვარდისფერი ოპადრა – OY-L-34980.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიკლობრიუ - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ფენილძმარმჟავას წარმოებულების ჯგუფიდან. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედება, რომელიც გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში. ინტენსიურად აღწევს ანთებით კერებსა და სახსრის ღრუებში, ამცირებს ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობასა და მოძრაობისას, ზრდის მოძრაობის ამპლიტუდას, ამცირებს დილის შებოჭილობასა და სახსრების შეშუპებას.

ჩვენება:
სახსრის სინდრომი (ოსტეოართრიტი, რევმატოიდული, პოდაგრული ართრიტები, ოსტეოართროზი, სინოვიტები, ბურსოპათიები). რევმატიზმი. ხერხემლისა და რბილი ქსოვილების დაავადებები (ბეხტერევის დაავადება, სპონდილოზი, ოსტეოქონდროზი, მიალგიები, მიოზიტები). ტრავმები (მოტეხილობა, დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა). ნერვული სისტემის დაავადებები: (ნევრიტი, ნევრალგია, ლუმბაგო, იშიასი, რადიკულიტი, შაკიკის შეტევები). გინეკოლოგიური დაავადებები (მტკივნეული მენსტრუაცია (ალგოდისმენორეა), საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშოს ანთებითი პროცესები). ტკივილის სინდრომის მკურნალობა პროქტიტის, კოლიკის (ნაღვლისა და თირკმლის) დროს, სტომატოლოგიური, ორთოპედული, გინეკოლოგიური და სხვა ქირურგიული ჩარევის შემდგომ, პათოგენეზური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზებისა და LOR-ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ბრონქული ასთმა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, პორფირია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 14 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები: თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ ან კვებავთ ძუძუთი, პრეპარატის გამოყენებამდე მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პერიფერიული სისხლის შემადგენლობის კონტროლი. მკურნალობის პროცესში საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება. მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები, უთხარით ამის შესახებ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. შესაძლებელია ლითიუმისა და დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ ამ ნივთიერებებს. დიკლოფენაკისა და კალიუმდამზოგველი დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის აწევა. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობის შემცირება. დიკლოფენაკის გამოყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებთან ან გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ანტიკოაგულანტებსა და დიაბეტის სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება. დოზასა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. უმეტესად ინიშნება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 200მგ. ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

დოზის გადაჭარბება. სიმპტომები:
  ძლიერი თავის ტკივილი, მოძრაობითი აგზნებადობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: დიკლოფენაკით მწვავე მოწამვლისას საჭიროა კუჭის გამორეცხვა ზონდით და გააქტივებული ნახშირის დანიშვნა. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი ეფექტები. გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, მეტეორიზმი, შეკრულობა. ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი სისხლდენის(მელენა) ნიშნებით, იშვიათად –წყლულოვანი კოლიტის გამწვავება, ნაწლავის პერფორაცია, აგრეთვე დეპრესია, კრუნჩხვები, მგრძნობელობის მოშლა, მხედველობის დარღვევა(დიპლოპია), ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გონების დაკარგვა, ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი; ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია, ანემია(შინაგანი სისხლდენის შედეგად), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებულებში) – გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი. ძალიან იშვიათად გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული შეშუპებისა და ჰიპერტონული კრიზის სახით.
აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

შენახვის ვადა 3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პრეპარატს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას. 15 - 25°C-ზე.

შეფუთვა: ტაბლეტები #10 ბლისტერზე; 2 ბლისტერი კოლოფში.  

გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ბრიუფარმექსპორტი. რიუ დე ლა გროტი 14, 1020 ბრიუსელი, ბელგია.