ესკუს-ვიტალი 100მლ ნაყენი

ესკუს-ვიტალი 100მლ ნაყენი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექსტ.პიტნის+კუნელის+ცხენისწაბლას
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13013
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარასამკურნალო საშუალება
ესკუს ვიტალი ნაყენი 100მლ
ESCUSVITALI TINCTURA  100 მლ



შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
პიტნის ნაყენი Tinctura Menthae piperitae - 10 მლ
კუნელის ნაყენი Tincturae Crataegi - 20 მლ
ცხენის წაბლას ნაყენი Tincturae frucus Hypocastani - 30 მლ
თავშავას ნაყენი Tinctura Origani - 20 მლ

დამხმარე ნივთიერებები:
ღვინო წითელი (საფერავი) Red wine (Saperavi) - 20მლ.

სამკურნალო ფორმა: ნაყენი, პერორალური მიღებისათვის.
ფარამაკოთერაპიული ჯგუფი: პარასამკურნალო საშულება.
დამხმარე საშუალება ვენების ანთებითი დაავადებების დროს
ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება ძირითადი მედიკამენტოზური მკურნალობის დროს კომპლექსურ თერაპიაში .
ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმტომები: შეშუპება, ტკვილი ქვედა კიდურებში, სიმძიმის შეგრძნება, თრომბოზის შემდგომი სინდრომი, პარესთეზიები და დაბუჟების შეგრძნნება, ტკივილი მოსვენების დროს, პოსტრავმული და პოსტ ოპერაციული შეშუპებები.
უკუჩვენებები: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატი შეიცავს 25% ეთანოლს, კუჭის გაღიზიანების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების მეთოდები და დოზები: პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში და დიდებში.
დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ ,ყოველი მიღების წინ ერთი სუფრის კოვზი ესკუს ვიტალი ერთი სუფრის წყალი განაზავეთ ერთმანეთში.

გვერდითი მოვლენა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.

ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა
100 მლ ნაყენი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში მოთავსებული ინსტრუქციასთან ერთად .
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

შ.პ.ს. სამედიცინო სამკურნალო ფირმა "ესკულაპი" ჭიაურელის ქ. #2. თბილისი, საქართველო

ტელ: 2 540 454