ესკუს სომნი ფორტე 100მლ სიროფი

ესკუს სომნი ფორტე 100მლ სიროფი

24.14 ლარი 19.23 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის ლაბორატ.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა+მელისა+კრაზანა+პასიფლორა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130118
გააზიარე:

ესკუსსომნი ფორტე            

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები

ვალერიანას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

ბარამბოს სქელი ექსტრაქტი 0.01გ

კრაზანას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

ცაცხვის ყვავილების სქელი  ექსტრაქტი 0.01გ

პასიფლორას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

კამის თესლის სქელი ექსტრაქი 0.01გ

დამხმარე ნივთიერებები:შაქარი 64 გ, გამოხდილი  წყალი საჭირო რაოდენობით  100 მლ  სიროფის მისაღებად.

ჩვენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

პატარებში: აფექტო-რესპირატული სინდრომი (ჩაბჟირება), დაყვირება და ტირილი ძილში, შფოთვა, ოფლიანობა, ძილის რიტმის დარღვევა-უძილობა, ღამის კოშმარი.

პუბერტატული (გარდატეხის პერიოდი) 12-15 წლამდე: ადვილად აღზგნებადობა, შიში, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა, გახშირებული გულისცემა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ძილის რიტმის დარღვევა.

ზრდასრულებში: დოქტორ ღლონტის ესკუსსომნის სშემადგენლობაში შემავალი მცენარეთა  ექსტრაქტები ხსნის ნერვული სისტემის სპაზმს, ამცირებს დაძაბულობას და  გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ  გადაღლილობას და ნევრასთენიას, ხელს  უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის  გაუმჯობესაბას, გააჩნია სედატიური, სპამოლიზური და ნაწლავებში აირწარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება. 

უკუჩვენება: არ გააჩნია. 

უსაფრთხოების ზომები:  გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. 

ორსულობა ლაქტაცია:  გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

უპირატესობები: არ შეიცავს საღებავს და გლუტენს.

გამოყენების მეთოდები და დოზები

პატარებში 0-თვის ასაკიდან 6 თვემდე ნახევარი ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში,

6 თვიდან 1 წლამდე 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში,

1 წლიდან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში,

6-წლიდან -16 წლამდე 1 დესერტის კოვზი 3-ჯერ დღეში,

16 წლის ზემოთ 1 სუფრის  კოვზი 3-ჯერ დღეში.

მიღების ხანგრძლივობა 3 კვირიდან 6 კვირამდე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის  ტემპერატურაზე.

ვარგისობა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ პოლიეთილენის  ბოთლში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი 

დოქტორ  ღლონტის  სამეცნიერო  ლაბორატორია.