ვალერიანი პიტნით #40ტ (ნეოფ)*

ვალერიანი პიტნით #40ტ (ნეოფ)*

3.30 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვალერიანის ექსტ.+მენთოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130100
გააზიარე:

 

კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით
Extractum Valerianae cum Menthae

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი -0 ,02გ;

პიტნის ზეთი 0.000289-0.000206გ;
დამხმარე ნივთიერებები - 0,18გ მასის ტაბლეტების მიღებამდე.



ფარმაკოლოგიური მოქმედება

კატაბალახას ფესურა ფესვებით შეიცავს ვალერიანას და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს: ვალერიანს, ხოტინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს - ვალოპოტრიატებს.

პრეპარატი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, დამამშვიდებელი საშუალებაა.
 
ჩვენება

ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
                
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს.
             
შეფუთვა

#20 ტაბლეტი ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
 
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვა
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.