მუკოლინი 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

მუკოლინი 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამბროქსოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13006
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მუკოლინი
(MUKOLIN)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მუკოლიზური და მუკოკინეტიკური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 მზომი კოვზი შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მუკოლინი აუმჯობესებს ბრონქის სანათურიდან სეროზული სეკრეტის, ჰიდროლიზური ფერმენტების და ლიზოსომების გამოთავისუფლებას, რის შედეგადაც ხორციელდება მუკოლიზური ეფექტი. ასტიმულირებს ალვეოლურ პნევმოციტებში სურფაქტანტის სინთეზს და ხელს უშლის პნევმონიის განვითარებას. ამცირებს
ბრონქების ჰიპერაქტივობას. აუმჯობესებს წამწამოვანი ეპითელიუმის ფუნქციას. ზრდის ანტიბიოტიკების შეღწევადობას ანთების კერაში. აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3 სთ-ში, მიღებული დოზის 92% გამოიყოფა
თირკმლებით.

ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, მწვავე და ქრონიკული პნევმონია, სინუსიტი, რინიტი, ოტიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება, ფილტვის ტუბერკულოზი, მუკოვისციდოზის ფილტვის ფორმა.

დოზირება:
2 წლამდე _ 7,5 მგ (1/2 მზომი კოვზი) 2-ჯერ დღეში;
2დან 5 წლამდე _ 7,5 მგ (1/2 მზომი კოვზი) 3-ჯერ დღეში;
5 დან 12 წლამდე _ 15მგ (1 მზომი კოვზი) 2-3 ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.
12 წლის ზემოთ და მოზრდილები _ 30 მგ (2 მზომი კოვზი) 3-ჯერ დღეში 3 დღის შემდეგ - 30 მგ (2 მზომი კოვზი) 2-ჯერ დღეში 7 დღე.

უკუჩვენებები:
ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნებისმიერი ეტიოლოგიის კრუნჩხვა, ორსულობის 1 ტრიმესტრი.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, გულისრევა.

გამოშვების ფორმა:
მუკოლინი 100 მლ პედიატრიული სიროფი (15მგ/5მლ) შუშის ფლაკონში მზომი კოვზით.

მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.