ალეროლი 10მგ #10ტ

ალეროლი 10მგ #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეტირიზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 13005
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ალეროლი
(ALLEROL)


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სელექტიური ანტიჰისტამინური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 აბი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალეროლი წარმოადგენს H1-რეცეპტორების სელექტიურ ბლოკატორს. გააჩნია პოხიერი  ჯრედის მემბრანის სტაბილიზაციის უნარი, შესაბამისად ხელს უშლის მის რღვევას და  ნთებითი მედიატორების გამოთავისუფლებას. ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციას.
არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, არ გააჩნია სედაციური ეფექტი. მისი მოქმედება იწყება 20 წუთში და გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში. მისი ნახევარდაშლის პერიოდია 11 სთ. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 სთ-ის შემდეგ.
შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობა დოზის გაზრდის გარეშე. არაა კარდიოტოქსიური. პრეპარატის უმეტესი ნაწილი შეუცვლელი  სახით გამოიყოფა თირკმლების გზით. მისი დანიშვნა შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად.

ჩვენებები:
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი, თივის ცხელება, ალერგიული კონიუნქტივიტი, რინოკონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება (ქრონიკული, იდიოპათიური, სიცივით პროვოცირებული) ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, დერმატოზები, ალიმენტური ალერგია, მედიკამენტოზური ალერგია, მწერების ნაკბენი.

დოზირება:
6 თვიდან 2 წლამდე _ 2,5 მგ (1/4 აბი) ერთხელ დღეში;
2-დან 6 წლამდე _ 5 მგ (1/2 აბი) ერთხელ დღეში;
6-დან 12 წლამდე _ 5-10 მგ (1/2 ან 1 აბი) ერთხელ დღეში;
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში _ 10 მგ (1 აბი) ერთხელ დღეში;
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია 20 მგ-ის (2 აბის) დანიშვნა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. 6 თვემდე ასაკის ბავშვები. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:
ალეროლით გამოწვეული გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა. იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე, ძილიანობა,
თავის ტკივილი, მოთენთილობა.

გამოშვების ფორმა:
ალეროლი 10 მგ აბები #10.

მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.