ციპრო 500მგ #14ტ

ციპრო 500მგ #14ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციპროფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 13004
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ციპრო
Cipro


საერთაშორისო დასახელება
- ciprofloxacin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

500მგ 14ც ტაბლეტი

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინს - 500 მგ (583 ციპროფლოქსაცინის მონოჰიდრატის ნიტრო-ლურჯ ტეტრაზოლიუმს).
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს სინთეზურ ფტორქინოლონს, გააჩნია ბაქტერიციდული თვისებები. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია უმეტესი ბაქტერიებისათვის მერყეობს 0,005 - 2,0 მკგ/მლ. ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა Escherichia coli, Salmonella spp, Shigella spp, Enterobacter spp, Citrobacter spp, Proteus spp, Providencia spp, Morganella morganii, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoinae, Yersenia enterocolitica, Campylobacter jejuni, Aeromonas hydrophilia, Elkenella corrodens, Neiseria gonorhoea, Vibrio spp, Neiseria meningitis, Branhamalla cataralis, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp, Staphylococcus aureus (მგრძნობიარე ან მდგრადი მეტიცილინის მიმართ), Staphylococcus epidermidis, Streptococcus epidermidis, Streptococcus pyogenes, Enterococcus, Streptococcus viridans, Listeria monocytogenes, Chlamydia trachomatis, Corinebacterium spp, Peptostreptococcus spp, Gardnerella vaginalis, Mycobacterium spp, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium avium-intracelulare, Mycobacterium kansasii.
ციპროფლოქსაცინის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა Pseudomonas maltophilia, Streptococcus pneumoniae da Streptococcus faecalis.
პრაპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება ვლინდება სწრაფად და ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოქმედების მექანიზმი მოიცავს ბაქტერიის დნმ-ის ზედაპირზე მდებარე დნმ-ჰირაზის (ტოპოიზომერაზა II) ინჰიბირებას. რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ გამომუშავდება იშვიათად. ციპროფლოქსაცინი არ ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას ამინოგლიკოზიდებთან, β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ტეტრაციკლინთან და ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი კარგად იწოვება პერორალური მიღებისას და 1,5 საათის განმავლობაში აღწევს თავის მაქსიმალურ კონცენტრაციას. მიღებული დოზის 55% გამოიყოფა შარდთან ერთად. მათი უმეტესობის ელიმინირება ხდება პირველი 24 საათის განმავლობაში. თირკმლის მიერ ელიმინაცია წარმოებს გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით. ციპროფლოქსაცინის 80% გამოიყოფა უცვლელი სახით. ციპროფლოქსაცინის უჯრედშიდა შეღწევის უნარის გამო, იგი დადებითად მოქმედებს ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია უჯრედშიდა პათოგენების მიერ, როგორიცაა Brucella melitentis, Legionella spp. da Mikoplasma hominis.

ჩვენებები

ციპროფლოქსაცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები: შუა ყურის იტიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი.
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, სემინალური ვეზიკულიტი, გონორეა, ურეთრიტი, პელვიოპერიტონიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი.
ინტრააბდომინალური ინფექციები: ქოლეცისტიტი, პერიტონიტი, ქოლანგიტი, აპენდიციტი, გამჭოლი ჭრილობები, ინტრააბდომინალური აბსცესი.
გასტროინტესტინური ინფექციები: ენტერიტი, ენტეროკოლიტი, დიარეა.
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: დერმატიტი, ინფიცირებული ჭრილობები, ლიმფანგიტი, აბსცესი, ფლეგმონა, ცელულიტი.
ძვლების და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი.
ზოგადი ინფექციები: სეპტიცემია და ბაქტერიემია.

მიღების წესები და დოზები

საშარდე სისტემის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა მოზრდილთათვის – 250 მგ ყოველ 12 საათში (1/2 ტაბლეტი), ინფექციების მძიმე და კომბინირებული ფორმის დროს, დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 500 მგ ყოველ 12 საათში. სასუნთქი გზების, კანის და რბილი ქსოვილების, სახსრების მწვავე ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა – 500 მგ ყოველ 12 საათში. მწვავე ინფექციების უკიდურესად მძიმე ფორმების დროს, რეკომენდებულია მიიღოთ 2-ჯერ დღეში 750 მგ. დოზები განისაზრვრება ინდივიდუალურად, მხედველობაში მიიღება ინფექციური პროცესის სიმძიმე, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა. ციპროფლოქსაცინის რეკომენდებული დოზა სეპტიცემიის ტიპის მწვავე ინფექციის, აბსცესის, პნევმონიის, ენდოკარდიტის და ოსტეომიელიტის დროს – 750 მგ ყოველ 12 საათში. გონორეის დროს რეკომენდებული ერთჯერადი დოზა – 250 მგ (1/2½ტაბლეტი). კლინიკური და ბაქტერიოლოგიური სინჯების გაუმჯობესების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-3 დღის განმავლობაში.
ქვემოთ მოყვანილი დოზირების სქემა

 ინფექციები ფორმები/სტადიები დოზა/12 საათი მკურნალობის ვადა
 შაქრდ-სასქესო სისტემა ა) მწვავე 100 მგ 3 დღე
  ბ) მსუბუქი 250 მგ 7 - 14 დღე
  გ) მძიმე, გართულებებით 500 მგ 7 - 14 დღე
 სასუნთქი გზები
კანი და სხვა რბილი ქსოვილები
 ა) მსუბუქი/
საშუალო სიმძიმის
 500 მგ 7 - 14 დღე
  ბ) მძიმე, გართულებებით 750 მგ 7 - 14 დღე
 სახსრები და
ძვლები
 ა) მსუბუქი/
საშუალო სიმძიმის
 500 მგ 4 – 6 კვირა
  ბ) მძიმე, გართულებებით 750 მგ 4 – 6 კვირა
 დიზენტერია მსუბუქი/ საშუალო სიმძიმის/მძიმე 500 მგ 5 – 7 დღე
 ურო-ცერვიკალური გონოკოკური ინფექციები გართულებების გარეშე 250 მგ
ერთჯერადად
 1 დღე


თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები:
ციპროფლოქსაცინის დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში უნდა შეირჩეს ქვემოთ მოყვანილი ცხრილის თანახმად.

კრეატინინის კლირენსი ( მლ/ წთ) დოზა
> 50
 გამოიყენება
 ჩვეულებრივი დოზით 250—500 მგ
 30 – 50 
 ყოველ 12 საათში
5 – 29
 250—500 მგ
 ყოველ 18 საათში
ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი
ყოველ 24 საათში
 250—500 მგ
 დიალიზის შემდეგ ყოველი


გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ ციპროფლოქსაცინი ხასიათდება კარგი ამტანობით. დღეისათვის სერიოზული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევები არ აღინიშნება. იშვიათად ვლინდება შემდეგი გვერდითი მოქმედება:
კუჭ - ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ანორექსია, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავი ტკივილი, შფოთვა, დაღლილობა, შაკიკი, მხედველობის დაქვეითება, ქალასშიდა წნევის შექცევადი მომატება ბავშვებში.
სისხლის მიმოქცევის მხრივ: ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა.
ალერგია: ერითემა, ქავილი, შეშუპება.
სხვა: სახსრების ტკივილი, სისუსტე, ტენდინიტი, მსუბუქი ფოტომგრძნობელობა, თიკმელების ფუნქციის დროებითი დაქვეითება ან თირკმლის უკმარისობა, სმენის დაქვეითება, ღვიძლის ნეკროზი. თუმცა ასეთი გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნებოდა.
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის დროს შესაძლებელია ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ყველა ასეთი მოვლენა დროებითია და შექცევად ხასიათს ატარებს. აღინიშნებოდა კრეატინინის, ბილირუბინის, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, თრომბოციტების, ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა) დონის აწევა, შარდში სისხლის და მონოციტოზის არსებობა.
მოულოდნელი ეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება

ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება), ბავშვთა ასაკი 15 წლამდე. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
1. რადგან ციპროფლოქსაცინი პირველ რიგში, თირკმელებში ხვდება, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან დიალიზზე მყოფმა ავადმყოფებმა უნდა შეამცირონ დოზა 1/3 – 1/2 -ით. შეძლებისდაგვარად, საჭიროა განისაზღვროს კონცენტრაციის მრუდი.
2. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ავადმყოფთა რეაქციების სისწრაფეზე. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ციპროს, უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტომობილის მართვის დროს ან იმ საქმიანობის დროს, რომელიც მომატებულ ყურადღებას მოითხოვს.
3. ციპროფლოქსაცინის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სუპერინფექციები. ენტეროკოლიტით დაავადებულ ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე და განავლის ანალიზი. უკუნაჩვენებია დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
4. გერიატრიაში საჭიროა ზედმიწევნით შეირჩეს დოზა, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
5. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროსაც, საჭიროა ზედმიწევნით შეირჩეს დოზა, საჭიროების შემთხვევაში დოზა უნდა გადაიხედოს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის და სისხლის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლის ჩატარება. ფოტოსენსიბილიზაციის გამოვლენის დროს, საჭიროა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
6. ანტაციდები აქვეითებენ ციპროფლოქსაცინის ბიოლოგიურ აქტივობას, თუმცა აბსორბციის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენენ. ანტაციდების და ციპროფლოქსაცინის მიღებებს შორის საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.
7. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კრუნჩხვები, ფტორქინოლონებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან დარღვევებით არის განპირობებული, როგორიცაა: კანკალი, შფოთვა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, მაშასადამე, ეპილეფსიით და ცერებრალური ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის პრეპარატის დანიშვნა ხდება სიფრთხილით.
8. კრისტალიზაციის რისკის არსებობისას, არ დაიშვება შარდის ზედმეტად გატუტიანება, რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებას.
9. აღინიშნა ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის გამოვლინება, რომელიც დამახასიათებელია ანტიბიოტიკების ოჯახის ყველა პრეპარატისათვის. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის დროს აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ ამ შემთხვევებში, ნაჩვენებია ვანკომიცინის გამოყენება პერორალურად ან ინტრავენური სითხეების და ელექტროლიტების გამოყენება.
10. უკუნაჩვენებია პრეპარატის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ბავშვებში და მოზარდებში.
11. ცალკეულ შემთხვევებში, პრეპარატის პირველი დოზის მიღების დროს აღინიშნება ანაფილაქსიური რეაქციები. ამ შემთხვევაში, საჭიროა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მივიღოთ საჭირო ზომები.

ჭარბი დოზირება

დღეისათვის ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, რის შემდეგ საჭიროა მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატის მხოლოდ 10% შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზის და პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

1. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის კონცენტრაციის მომატება შრატში და შეაფერხებს მისი გამოყოფას ორგანიზმიდან. ამ მიზეზის გამო შესაძლებელია თეოფილინის ტოქსიკურობის მომატება, რის გამოც რეკომენდებული არ არის მათი ერთდროული გამოყენება.
2. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს კლირენსის დაქვეითება და გაზარდოს მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი.
3. ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შესაძლებელია კრეატინინის შემცველობის დროებითი მომატება სისხლის პლაზმაში.
4. რადგან ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, საჭიროა პროთრომბინის დროის გაკონტროლება.
5. პრობენიციდმა, რომელიც ციპროფლოქსაცინის რენულ - ტუბულარული სეკრეციის ინჰიბირებას ახდენს, შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის დონის მომატება პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები

შეინახება შეფუთვაში 30ºC ქვემოთ ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
თურქეთი