სეპტოლეტე #30დრ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
SEPTOLETE
პირისა და ყელის ანტისეპტიკი
შემცველობა
1 პასტილი შეიცავს:
ბენზალკონიუმის ქლორიდი 1.0 მგ
მენთოლი 1.2 მგ
მწარე პიტნის ეთერზეთი 1.0 მგ
ევკალიპტის ეთერზეთი 0.6 მგ
თიმოლი 0.6 მგ
ასევე შეიცავს: საღებავი ნივთიერებები E 104 და E 132, შაქარსა და ლაქტოზას.
თვისებები და მოქმედება
პასტილები წარმოადგენს ამონიუმის მეოთხეული ნაერთების ჯგუფის ანტისეპტიკის – ბენზალკონიუმის ქლორიდისა და ბუნებრივი აქტიური ნივთიერებების – მენთოლის, მწარე პიტნის ეთერზეთის, ევკალიპტის ეთერზეთის და თიმოლის კომბინაციას, რომლებიც აძლიერებენ ანტისეპტიკის აქტივობასა და აუმჯობესებენ მის გემოს.
ანტისეპტიკური საშუალება – ბენზალკონიუმის ქლორიდი – ეფექტურია უპირველეს ყოვლისა გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. ასევე ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას ჩანდიდა ალბიცანს და ზოგიერთი ლიპოფილური ვირუსის მიმართ.
მაღალი აქტივობის წყალობით ბენზალკონიუმის ქლორიდი აღწევს ლორწოვანის მიუწვდომელ ადგილებში, მაგალითად, ნუშისებრი ჯირკვლების ხორკლიან ზედაპირში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობისას და მეორადი ინფექციების პროფილაქტიკისათვის.
მენთოლი და მწარე მენთოლის ეთერზეთი ამსუბუქებენ ტკივილს და დისკომფორტის სუბიექტურ შეგრძნებებს, როგორიცაა წვის და ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს. პასტილებს სასიამოვნო გამაგრილებელი გემო აქვთ. თიმოლი ისეთივე მოქმედებას ახდენს, როგორსაც ახდენს ბენზალკონიუმის ქლორიდი. მას ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია, რომელიც პრეპარატის ეფექტურობას აძლიერებს. ევკალიპტის ეთერზეთი სასუნთქი გზების ზედა ნაწილებში ამცირებს ლორწოს სეკრეციას და აადვილებს სუნთქვას.
ჩვენებები
სეპტოლეტეს პასტილები რეკომენდებულია:
- პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი ინფექციების (ფარინგიტების, ლარინგიტების, არასტრეპტოკოკური ბუნების ანგინის) დროს;
- დაცვის მიზნით გრიპისა და გაცივების პერიოდებში;
- ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთების დროს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
სეპტოლეტეს პასტილების გამოყენება არ შეიძლება პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) დროს.
ბავშვები: რეკომენდებული არ არის 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სეპტოლეტეს პასტილების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები: მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული პასტილი 0.64 გ შაქარს შეიცავს.
ჭარბი დოზა
რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღება არ შეიძლება. ხანგრძლივად დიდი დოზების მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ფაღარათი, ღებინება და გულისრევა.
დოზირება
სეპტოლეტეს პასტილები ნელა გაიწოვება პირის ღრუში.
მიიღება 1 პასტილი ყოველ 2-3 საათში.
- მოზრდილებში არაუმეტეს 6-8 პასტილი დღეში,
- 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არაუმეტეს 4 პასტილი დღეში,
- 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არაუმეტეს 6 პასტილი დღეში.
გვერდითი მოქმედება
პასტილების ინსტრუქციის თანახმად მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ადამიანებში ჰიპერმგრძნობელობით, რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევები. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
KRKA, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.