კამელინი F-M1 2მლ პერორ#10ა
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
კამელინ-F-M1ხსნარი
Camelyn-F-M1 liquid
საკვებიდანამატიშაქარ-მოცილებული თაფლით
შემადგენლობა:
პერორალულად მისაღები 2.0 მლ ხსნარი ამპულებში. 1 ამპულა შეიცავს 0.111 გ. შაქარ-მოცილებული თაფლის ლიოფილიზატს.
შემავსებელინივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.
მიღების წესი და დოზირება:
ამპულის შიგთავსი ზავდება 50–70 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში. მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, დღეში ორჯერ.
|
დღიური დოზა (2 ამპულის მიღების შემთხვევაში)
|
შაქარ-მოცილებული თაფლის ლიოფილიზატი |
222 მგ |
გამოყენების ჩვენებები:
შაქარ-მოცილებული თაფლი აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირების უნარს სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დროს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა.
გამოყენების რეკომენდაციები:
ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა მიმართეთ ექიმს ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე.
საკვები დანამატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიული ან ასთმისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.
რაიმე გვერდითი რეაქციის დაფიქსირების შემთხვევაში შეწყვიტეთ საკვები დანამატის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
რაოდენობა შეფუთვაში: 2 მლ მუქი ფერის მინის ამპულა. 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს “კამელინი”,
მისამართი: ზურაბ იარაჯულის I ჩიხი, N10, სამგორის რაიონი, თბილისი, 0145, საქართველო.
ელ.ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: +995322986225
ვებ-გვერდი : www.camelyn.ge