მაკროსტიპ ფსილიუმი 9გ#14პაკ
გააზიარე:
მაკროსტიპ ფსილიუმი
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
შემადგენლობა
ყოველი 9 გ-იანი საშეს შემადგენლობაა: მაკროგოლ 4000 5გ და პსილიუმის ბოჭკო 3გ.
დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი, სუკრალოზა.
კონსერვანტების გარეშე. გლუტენის გარეშე.
მოქმედების მექანიზმი
მაკროსტიპ®ფსილიუმი ოსმოსური საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ოსმოსური ზემოქმედებით არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას. იგი არ განიცდის ფერმენტაციას, არ შეწოვება, არ აღიზიანებს ლორწოვანს და გამოიყოფა უცვლელი სახით.
მაკროგოლი ოსმოსური მექანიზმით იკავშირებს დიდი რაოდენობის სითხეს ნაწლავებში, რის შედეგადაც ადგილი აქვს ფეკალური მასების ჰიდრაციას და ნაწლავის პერისტალტიკის გააქტიურებას.
ფსილიუმის ბოჭკოში შემავალი ფსილო მუცილი იწოვს მაკროგოლის მიერ სანათურში შეკავებულ წყალს, შედეგად ნაწლავის შიგთავსის მოცულობა 30-40-ჯერ მატულობს, რაც განაპირობებს ფეკალური მასების მოცულობის ზრდას და დარბილებას.
მაკროსტიპ®ფსილიუმი ხელს უწყობს ფეკალური მასების დარბილებას და აიოლებს ევაკუაციას.
ჩვენებები
მაკროსტიპ®ფსილიუმი გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ;
- ნაწლავის გაუვალობა;
- კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანის დაზიანება;
- ნაწლავების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი;
- კრონის დაავადება;
- ტოქსიური მეგაკოლონი.
გამოყენების წესი
საშეს შიგთავსი გახსენით 200 მლ წყალში, კარგად მოურიეთ 10 წამის განმავლობაში და გახსნისთანავე დალიეთ. ხსნარის კონსისტენციის თანდათანობითი მატება პრუდუქტის მთავარი მახასიათებელია. ოპტიმალური შედეგისთვის სასურველია დამატებით 1-2 ჭიქა წყლის მიღება.
მაკროსტიპ®ფსილიუმის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, დაძინებამდე არაუგვიანეს ნახევარი საათისა. საკვების მიღებასთან მიმართებაში რეკომენდებულია ინტერვალის დაცვა.
მიღების დრო და დოზირება
მოზრდილებში: 2 საშე დღეში, უმჯობესია დილით და საღამოს მიღება.
6 დან 14 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში: 1 საშე დღეში.
12 წლამდე ბავშვებში მიღება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობით.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 2 კვირა. ხანგრძლივი გამოყენებისას მიიღება 1 საშე დღეში.
მაკროსტიპ®ფსილიუმი მიღების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობაა 30 დღე. სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან მიმართებაში, რეკომენდებულია 2 საათიანი იტერვალის დაცვა, ვინაიდან მაკროგოლი ოსმოსური მოქმედებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დაჩქარებით შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა სხვა წამლების მოქმედებაზე. ამასთანვე ფსილიუმმა შესაძლოა გააძლიეროს ქოლესტერინის დამწევი და ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტურობა. სხვა წამლებით, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები ან ლითიუმის პრეპარატები, მკურნალობის შემთხვევაში, მაკროსტიპ® ფსილიუმის გამოყენების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
მაკროსტიპ® ფსილიუმის მოქმედება ფიზიკურ/მექანიკურია და დამოკიდებული არ არის მის შეწოვაზე, ამიტომ კარგი ამტანობა ახასიათებს. არასასურველი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა მის გამოყენებას ახლდეს, შემდეგია: საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭის წვა, ბუყბუყი, მუცლის შებერილობა, გაძლიერებული აირწარმოქმნა, გულისრევა, ღებინება, ანუსის გაღიზიანება, მსუბუქი დიარეა. დოზის შემცირებისას ეს ეფექტები კლებულობს.
ალერგიის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია, შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს. არასასურველი მოვლენების შემთხვევაში მოახდინეთ ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.
შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფის და თითოეული საშეს შეფუთვაზე და ძალაშია შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან საშეს მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. შეინახეთ კარგად დახურული, გრილ, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
გამოშვების ფორმა
9 გ ერთჯერადი საშეები №14 შეფუთვაში.
9 გ ერთჯერადი საშეები №20 შეფუთვაში.
9 გ ერთჯერადი საშეები №30 შეფუთვაში.
მწარმოებელი
Pharma Line S.r.l
Via Bertani, Milan, Italy