ტაიდო გელი 50გ ტუბ
გააზიარე:
ტაიდო გელი
Taïdo Gel
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ზღვის ხსნადი კოლაგენი, გლიცერინი, ასტრაგალუსი.
სხვა ინგრედიენტები: წყალი, კარბომერი, თაფლი, სპირტი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ჰიდროქსიპროპილ გუარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ფენოქსიეთანოლი, პარფიუმი, ნატრიუმის პროპილპარაბენი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ქსოვილების ტროფიკის და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი საშუალებები.
ათქ კოდი: G02CX.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტაიდო გელი ღრმა დატენიანების, არაჰორმონული, წყალში ხსნადი ბუნებრივი გელია. იგი გამოიყენება ვულვო-ვაგინალური სიმშრალის სამკურნალოდ.
ტაიდო გელი იცავს და ატენიანებს ლორწოვანს და შემაერთებელ ქსოვილს ვულვო-ვაგინალური სიმშრალის დროს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს მშობიარობის, რადიოთერაპიის და ადგილობრივი ქირურგიული ჩარევის შემდგომ.
ტაიდო გელი გამოიყენება ვულვო-ვაგინალური სიმშრალით გამოწვეული დისკომფორტის, დაჭიმულობის და დისპარეუნიის სამკურნალოდ; ამცირებს ქავილს, წვას, ტკივილს, შარდ-სასქესო ინფექციების განვითარების რისკს, აღადგენს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას. ვულვო-ვაგინალურ ატროფიას განაპირობებს ესტროგენების დეფიციტი, რომელიც ვითარდება მენოპაუზის დროს, ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციის (ოვარექტომია, ჰისტერექტომია) ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, კონტრაცეპტივების გამოყენებისას. ვულვო-ვაგინალური სიმშრალე ასევე, შეიძლება განვითარდეს ქიმიო/რადიაციული თერაპიის შემდეგ, მეტაბოლური დაავადებების (დიაბეტი) და სტრესის დროს.
ტაიდო გელის ინოვაციური ფორმულა ეფექტურად ატენიანებს და ამცირებს დეჰიდრატაციას ვულვო-ვაგინალურ არეში, აღადგენს ფიზიოლოგიურ pH-ის დონეს ინტიმურ არეში, ქსოვილებს უბრუნებს ელასტიურობას და სიმტკიცეს.
ზღვის კოლაგენი - იკავებს წყალს და იცავს გენიტალურ არეს დეჰიდრატაციისგან, აღადგენს კოლაგენურ ბოჭკოებს, აძლიერებს საშოს კედლის სიმტკიცეს და ელასტიურობას, მაღალი ბიოშეღწევადობის შედეგად ღრმად ატენიანებს ქსოვილებს.
ასტრაგალუსი - ადჰეზიური თვისების შედეგად ადგილობრივად ქმნის დამცავ ფირფიტას, რაც ხელს უწყობს ეპითელიუმის სწრაფ რეგენერაციას, რევასკულარიზაციას, ასტიმულირებს კოლაგენის პროდუქციას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ახასიათებს ანთების და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
გლიცერინი - ძლიერი ჰიგროსკოპული თვისების შედეგად იკავშირებს წყალს, ატენიანებს და იცავს ვულვო-ვაგინალურ არეს.
ჩვენებები
- ვულვო-ვაგინალური სიმშრალით განპირობებული დისკომფორტი, წვა, ქავილი, დიზურია;
- ვულვო-ვაგინალური ატროფია;
- ვულვო-ვაგინალური სიმშრალე ორალური კონტრაცეფციის გამოყენების შედეგად ან მენსტრუალური ციკლის გარკვეულ პერიოდში;
- მშობიარობის შემდგომი ან პოსტოპერაციული პერიოდი (ოოფორექტომია, ჰისტერექტომია);
- ეპიზიოტომიის შემდგომ შორისის მოვლა (ჭრილობის სწრაფი შეხორცება, რეგენერაცია, ეპითელიზაცია);
- დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს);
- ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის უკუჩვენება;
- ინტიმური გაახალგაზრდავების კომპლექსურ თერაპიაში გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები
ტაიდო ვულვო-ვაგინალური გელი არ საჭიროებს აპლიკატორს, ახასიათებს დაბალი ოსმოლარობა (ვაგინალური სეკრეტის შესაბამისი) და ხავერდოვანი კონსისტენცია, წყალში ხსნადია, უფეროა, გააჩნია ვულვო-ვაგინალური არის შესაბამისი pH, არ ტოვებს ლაქებს და არ ეწებება საცვლებს, თავსებადია კონდომთან, არ გააჩნია სპერმიციდული ეფექტი, არ შეიცავს ჰორმონს, უსაფრთხოა ონკოლოგიურ პაციენტებში, არ აქვს გვერდითი ეფექტები და შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება.
ტაიდო გელი შესაძლებელია დაინიშნოს ანამნეზში ესტროგენ-დამოკიდებული ძუძუს და ენდომეტრიუმის კიბოს ისტორიის მქონე პაციენტებში და ლაქტაციის პერიოდში.
ტაიდო გელი ტესტირებულია გინეკოლოგების მიერ.
გამოყენების წესი
ტაიდო გელი დაიტანეთ ვულვო-ვაგინალურ არეში ყოველდღიურად. გამოყენების შემდეგ ტუბს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.გამოყენება შესაძლებელია განმეორებით, ხანგრძლივად და ყოველდღიურად.
გვერდითი მოვლენები: გვერდითი ეფექტების გარეშე.
გამოშვების ფორმა:ვაგინალური გელი 50გრ, #1 ტუბი.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Laboratories ELERTE, საფრანგეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ჯორჯიან რემედი ლიმიტედ.