ტონზილინი 50მლ ფლ

ტონზილინი 50მლ ფლ

27.69 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის ლაბორატ.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექინაცეა,გუაიაკუმი,ჭიაფერა,ტუია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129650
გააზიარე:

ტონზილინი

ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება

შემადგენლობა: მლ/100მლ.

აქტიური სუბსტანცია:

ექინაცეა (Echinacea angustifolia) D6 20 მლ

გუაიკი (Guaiacum) D6 10 მლ

ჭიაფერა (Phitolacca americana) D6 10 მლ

ტუია  (Thuja occidentalis) D6 20 მლ

არააქტიური სუბსტანცია:  ეთილის სპირტი 43%  საჭირო რაოდენობით 100 მლ-მდე.

აღწერილობა: დამახასიათებელი სუნის მქონე, უფერო, გამჭირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიურიჯგუფი:ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.

ფარმაკოლოგიურითვისებები

ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.

ჩვენებები

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

- ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება;

- ქრონიკული და ქრონიკულად მორეციდივე ტონზილარული ანგინა;

- ნუშურა ჯირკვლების მკურნალობა: ოპერაციულად მოშორების შემდეგ.

მიღებისწესიდადოზირება

ტონზილინი მიიღება პერორალურად.

მწვავეშემთხვევებში: 5 წვეთი გახსენტ 1 ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ პერორალურად ყოველ 30წთ-ში, მდგომარეობის გაუჯობესებამდე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3სთ-ში სიმპტომების სრულ მოხსნამდე.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.

საპროფილიქტიკო მიზნით: 4-5 წვეთი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ პერორალურად 2-ჯერ დღეში.

მიღებისწინ  შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:არ არის გამოვლენილი.

გვერდითიმოვლენები: არ არის გამოვლენილი.

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების

ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობადალაქტაცია

ორსულებსა და მეძუძურებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბიდოზირება:ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

ავტომობილებისმძღოლებზედაპოტენციურადსაშიშმანქანა-დანადგარებთან

მომუშავეპერსონალზე გავლენა:არ ახდენს ზეგავლენას.

განსაკუთრებული მითითება

ვინაიდან ტონზილინი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც მის  ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა

50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები

ინახება მშრალ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვისმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობისვადა:3 წელი.

დაუშვებელია  გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდანგაცემისწესი:გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

საქართველო, დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

დამკვეთი: შპს „ლაზიკა ფარმა“.