მამოსილი ფორტე 20გ გრანულები

მამოსილი ფორტე 20გ გრანულები

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129647
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მამოსილი ფორტე

ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება

1 გრანულის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

არნიკა (Arnica montana)  D6 1 წილი

სპირტიანი ექსტრაქტი განზავებით 1:10

კალციუმის ფტორიდი (Calcarea fluorica) D30 1 წილი

სპირტიანი ხსნარი განზავებით 1:10

ჭიაფერა (Phytolacca americana) D12 1 წილი

სპირტიანი ექსპტრაქტი განზავებით 1:10

აბრაამის ხე   (Agnus cactus) D6  1 წილი

ლაქტოზის სტანდარტული გრანულა 0,032გ+10%.

აღწერილობა:თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ფორმის გრანულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, ჰორმონების ცვლის მარეგულირებელი ჰომეოპათიური საშუალება.

ჩვენებები

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

- კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია;

- დეგენერაციული დარღვევები ქალთა სასქესო ორგანოებში: ფიბრომიომები, ადნექსიტები.

მიღების წესი და დოზირება

5-7 გრანულა 2-3-ჯერ დღეში. ყოველი თვის ბოლოს შესვენება 1 კვირით.

მკურნალობის კურსი 6 თვიდან 1 წლამდე.

საპროფილაქტიკო მიზნით: 5 გრანულა 1-ჯერ დღეში.

გრანულა იდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის გამოვლენილი.

მამოსილი ფორტეს გამოყენების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებსა და მეძუძურებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:შეზღუდვები არ გააჩნია.

ჰიპერდოზირება:ჰიპერდოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე გავლენა:  არ ახდენს გავლენას.

გამოყენების თავისებურებები

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

20 გრ ჰომეოპათიური გრანულები თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:3 წელი.

დაუშვებელია პრეპატატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდანგაცემისწესი:გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

საქართველო, დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

დამკვეთი: შპს „ლაზიკა ფარმა“.