ლაქტიდინი 30მლ წვეთები
გააზიარე:
ლაქტიდინი
საკვები დანამატი
შემადგენლობა:
ყოველი 1 მლ შეიცავს ლაქტაზას - 3750 მლნ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, კალიუმის ქლორიდი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს სათანადო ოდენობის ლაქტაზას, რომელიც რძის შაქარს გლუკოზად და გალაქტოზად შლის, აღნიშნული ნივთიერებები კი წვრილ ნაწლავში შეიწოვება. ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობა რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობას იწვევს. საღი რძის და რძის პროდუქტების მიღებისას, ლაქტაზის დეფიციტის შემთხვევაში ლაქტოზა უცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც მის მონელებას ნაწლავის მიკროორგანიზმები იწყებენ, ამას კი დიდი ოდენობით აირების წარმოქმნა, დიარეა და შებერილობა სდევს თან.
ლაქტიდინი ხელს უწყობს ლაქტაზას დეფიციტის სიმპტომების სწრაფ ბლოკირებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების ხარისხს. ჩვილებში ლაქტიდინი კარგად გამოიყენება რძის მონელებისთვის, მუცლის ტკივილის სიმძიმის შესამცირებლად და კოლიკის მოხსნისთვის.
ლაქტიდინის წვეთები შეიცავს ლაქტაზას ფერმენტს, მიიღებულს Aspergillus Oryzae-დან, რომელიც მეცნიერული მონაცემების მიხედვით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო წყაროდ ადამიანის მოხმარებისთვის.
გამოყენება:
- ლაქტაზას დეფიციტი
- ლაქტოზას აუტანლობა
- მუცლის კოლიკა, შებერილობა, დიარეა
- რძის და რძის პროდუქტების მონელების დარღვევა
გაფრთხილება:
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ინგრედიენტების მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
მიღების წესი და დოზირება: *
ასაკი |
რძის რაოდენობა ერთ მიღებაზე |
წვეთებისრაოდენობა ერთ მიღებაზე |
ლაქტაზის რაოდენობა ერთ მიღებაზე |
0 – 1 თვე |
100 მლ |
5 წვეთი |
750 მლნ |
2 – 6 თვე |
150 მლ |
8 წვეთი |
1200 მლნ |
7 – 12 თვე |
200 მლ |
10 წვეთი |
1500 მლნ |
1 წლის ზემოთ |
250 მლ |
12 წვეთი |
1800 მლნ |
- მიიღება 30 წუთით ადრე საკვების, რძის ან რძის პროდუქტების მიღებამდე.
- 1 წვეთი შეიცავს 150 მლნ ლაქტაზას.
* ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოშვების ფორმა:
წვეთები 30 მლ.
ვარგისობის ვადა:
2 წელი წარმოების დღიდან. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
BION CORPORATION LTD.,
167-169 დიდი პორტლენდის ქუჩა,
ლონდონი, ინგლისი, W1W 5PF.
www.eubion.eu
ექსკლუზიური იმპორტიორი:
შპს ნუვეა ფარმაცევტიკალსი
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი N6/96,
თბილისი 0179, საქართველო.