ვიტადექსი 5გ თვ/მალ

ვიტადექსი 5გ თვ/მალ

38.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: უნიფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსპანთენოლი,ვიტ.ა ე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129486
გააზიარე:

ვიტადექსი

ოფთალმოლოგიურიმალამო 

შემადგენლობა: დექსპანთენოლი, ვიტამინი A, ვიტამინი E.  არ შეიცავს ქიმიურ კონსერვანტებს.

აღწერილობა

ვიტადექსი წარმოადგენს თვალის მალამოს ქიმიური კონსერვანტების გარეშე, რომელიც ერთდროულად შეიცავს დექსპანთენოლს, ვიტამინ A-ს, ვიტამინ E-ს,  ვაზელინს, მაღალი სიბლანტის პარაფინს, ლანოლინს, კეტოსტეარილის სპირტს და გამოხდილ წყალს.

გამოყენება

ვიტადექსი  გამოიყენება ცრემლის აპკის გასაუმჯობესებლად  და თვალის ზედაპირის  დასაცავად. მისი უჯრედული დამცავი თვისებები თვალის სიმშრალის დროს ხელს უწყობს ნორმალურ რეეპითელიზაციას.

ვიტადექსის რბილი და ერთგვაროვანი ტექსტურა კარგად ნაწილდება თვალის ზედაპირზე. მალამო ხასიათდება კარგი ამტანობით, ძირითადად A ვიტამინის შემცველობის გამო, რომელიც ცრემლის აპკის ბუნებრივი კომპონენტია. ვიტადექსი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე ან თვალის დაძაბვა. შედეგად, ქუთუთოები თავისუფლად სრიალებს რქოვანასა და კონიუნქტივაზე.

დექსპანთენოლი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. დექსპანთენოლი ზრდის წყლის შეკავშირების უნარს, ძალიან კარგად შეიწოვება და დამცავი თვისებები გააჩნია.

ვიტადექსი ხსნის თვალის სიმშრალის,  გაღიზიანებისა და დაბინდვის  შეგრძნება, განსაკუთრებით თუ:

- თვალი განიცდის სტრესს გარემო ფაქტორებისგან მაგალითად, კონდიციონერი, მოწევა;

- თვალი გადაღლილია ინტენსიური მხედველობითი მოქმედების გამო, მაგალითად,  კომპიუტერის მონიტორებთან და მიკროსკოპებთან მუშაობა ან ხანგრძლივად ავტომობილის მართვა;

- თვალზე მოქმედებს მექანიკური ფაქტორები (მყარი ან რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება, ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურები).

გამოყენების წესი

ვიტადექსი გამოიყენება 3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია გამოიყენოთ ღამით, ძილის წინ.

მოხსენით დამცავი ქუდი, თავი გადაწიეთ ოდნავ უკან, ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და ტუბზე მსუბუქად დაჭერით მოათავსეთ მალამოს 0,5 სმ სიგრძის ფენა კონიუნქტივალურ პარკში. ნელა დახუჭეთ თვალები.

მკურნალობა გრძელდება 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უწყვეტლივ.

შეფუთვა: 5გ თვალის მალამო.

სიფრთხილისზომებიდაგაფრთხილებები

გამოყენების შემდეგ შესაძლებელია მცირე ხნით მხედველობის დაბინდვა. ამ შემთხვევაში ნორმალური მხედველობის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის ავტომობილის  მართვა.

თვალის გაღიზიანების ან სხვა ნებისმიერი არასასურველი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით  ოფთალმოლოგს.

ვიტადექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის კონტაქტური ლინზებზე.

სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების ჩაწვეთებისას, ვიტადექსის გამოყენების შემდეგ დაიცავით 30 წუთიანი ინტერვალი ან გამოიყენეთ ვიტადექსი სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების ჩაწვეთების შემდეგ.

არ შეახოთ ტუბის წვერი თვალს ან სახის კანს, რათა თავიდან აიცილოთ თვალის დაზიანება და ინფიცირება.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ:

- თვალის ინფექციების შემთხვევაში;

- შემადგენელ ინგრედიენტებზე ჰიპერმგრძნობელობის დროს.  

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

ვიტადექსის მალამო შეიძლება გამოყენებულ იქნას გახსნიდან 3 თვე.

მწარმოებელი

Omnivision GmbH

ლინდბერგსტრას 9

82178 Puchheim,  გერმანია.

Zwitter Pharmaceuticals Ltd

პენტელის გამზირი 34-36

15234 Chalandri,  საბერძნეთი.

 

თბილისი (30 აფთიაქი)

რეგიონი (32 აფთიაქი)