დოლოტრენი 100მგ #12სუპოზ

დოლოტრენი 100მგ #12სუპოზ

22.00 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: Laboratorios VITORIA
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129469
გააზიარე:

დოლოტრენი 100 მგ სანთლები

მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

1.    დოლოტრენი 100 მგ სანთლები და გამოყენება

მედიკამენტის აქტიური ნივთიერება - დიკლოფენაკის ნატრიუმი,  მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ.

პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგი მდგომარეობისას:

  • • რევმატოიდული ართრიტი;
  • • მაანკილოზებელი სპონდილიტი;
  • • ართროზი;
  • • თირკმლის კოლიკა;
  • • რბილი ქსოვილების რევმატიზმი;
  • • პოდაგრის მწვავე შეტევა;
  • • კუნთოვანი ტკივილი;
  • • პოსტ-ტრავმული ანთებები;
  • • მენსტრუალური ტკივილები.

2.    დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ დოლოტრენის უმცირესი დოზა, რომელიც ხსნის ან აკონტროლებს ტკივილს და არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი იმაზე მეტ ხანს, ვიდრე საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

არ მიიღოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები შემდეგ შემთხვევებში:

-         თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

-         თუ ხართ ალერგიული ან გქონიათ ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავაზე ან სხვა მსგავს ანალგეტიკებზე (ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები). რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას (სუნთქვის გაძნელებას), ჭინჭრის ციებას (ალერგიული რეაქცია კანის ქავილით), მწვავე რინიტს (ცხვირის ლორწოვანის ანთება) ან სახის შეშუპებას. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული იყოთ მიმართეთ ექიმს.

-         თუ ადრე გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენა ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის მიღების ფონზე ორჯერ ან მეტჯერ დაგიზიანდათ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

-         თუ ამჟამად გაქვთ ან ერთზე მეტჯერ გქონიათ წყლული ან სისხლდენა კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში.

-         თუ გაქვთ აქტიური კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (დაავადებები, რომლებიც იწვევს დიარეას სისხლით ან მის გარეშე და მუცლის ტკივილს).

-         თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.

-         თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

-         თუ  დადგენილი გაქვთ გულის დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება, მაგალითად, თუ გქონიათ გულის შეტევა, ინსულტი, მინი ინსულტი (TIA) ან გულის ან ტვინის სისხლძარღვების დახშობა, ან რაიმე სახის ობსტრუქციის ოპერაცია. ან გაკეთებული გაქვთ კორონარული შუნტირება.

-         თუ აღგენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევა და მკურნალობთ ამის გამო.

-         თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის მიმოქცევის პრობლემები პერიფერიული არტერიების დაავადება.

-         თუ გაწუხებთ პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს, სისხლდენას და ზოგჯერ ლორწოვან ან ჩირქოვან გამონადენს) ან რექტალური სისხლდენა (სისხლდენა სწორი ნაწლავიდან).

-         თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

დიკლოფენაკის მიღებამდე დარწმუნდით, რომ ექიმს აცნობეთ:

-         თუ ეწევით.

-         თუ გაქვთ დიაბეტი.

-         თუ გაქვთ ანგინა, სისხლის შედედების პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა,  ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე.

გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებით შეძლებისდაგვარად მცირე ხნის მანძილზე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დოლოტრენი 100 მგ სანთლებთან.

დოლოტრენის სანთლების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

-         თუ გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლენილი იქნას მუცლის ძლიერი ან მუდმივი ტკივილით და/ან შავი განავალით, ან თუნდაც რაიმე საყურადღებო სიმპტომების გარეშე.

-         ეს რისკი გაცილებით დიდია დიდი დოზების და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში, პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში. ასეთ შემთხვევაში, ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი მედიკამენტების ჩართვის შესაძლებლობას.

-         თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებს, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას/ასპირინს, კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს ან ანტიდეპრესანტებს, რადგან ისინი ზრდის წყლულის და/ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს (იხილეთ პუნქტი „სხვა მედიკამენტების მიღება“).

-         თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება: ასთმა,  გულის მსუბუქი დაავადება, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ჰემორაგიული დარღვევები ან სისხლთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მათ შორის ღვიძლის პორფირია.

-         თუ იღებთ არტერიული წნევის წამლებს ან ციკლოსპორინს, რადგანაც ისინი ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს (იხილეთ პუნქტი „სხვა მედიკამენტების მიღება“).

-         ზოგიერთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს დოლოტრენი. მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგია გქონდეთ ნატრიუმის დიკლოფენაკის, აცეტილსალიცილის მჟავას, იბუპროფენის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების ან დოლოტრენის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. (ჩამოთვლილია ანოტაციის ბოლოს.) ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნებია სახის და პირის შეშუპება (ანგიოდემა), სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, გამონაყარი კანზე ან სხვა ალერგიული რეაქცია.

აცნობეთ ექიმს

-         თუ თქვენ იმავდროულად იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე ან ზრდის წყლულების რისკს, როგორიცაა პერორალური ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი ანტითრომბოციტების აგენტები. ასევე უნდა აცნობოთ სხვა მედიკამენტების მიღებისას, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდოს ხსენებული სისხლდენის რისკები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები.

-         თუ გაწუხებთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, რადგანაც დოლოტრენის ტიპის მედიკამენტებმა შესაძლებელია გააუარესოს ეს პათოლოგიები.

-         თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა ან სისხლის დარღვევები, მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის ანალიზების ხშირად გაკეთება. რაც შესაძლებლობას მოგცემთ აკონტროლოთ ღვიძლი (ტრანსამინაზების დონე), თირკმელები (კრეატინინის დონე) ან სისხლი (ლიმფოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების დონეები). ანალიზების მიხედვით ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოლოტრენის დოზის შეწყვეტის ან შეცვლის შესახებ.

-         თუ ახლახან გაიკეთეთ ან აპირებთ გაიკეთოთ კუჭის ან ნაწლავის ოპერაცია,  რადგან დოლოტრენმა ზოგჯერ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის შემდგომ ნაწლავში ჭრილობების შეხორცებას. 

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები

დოლოტრენის მსგავსმა მედიკამენტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის რისკების ზრდა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღების და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ პათოლოგიების განვითარების ალბათობა (მაგალითად გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი),  ამ მკურნალობის  შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ამასთანავე, ამ ტიპის მედიკამენტმა შესაძლებელია გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით გულის დაავადების და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) მქონე პაციენტებში.

დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

შესაძლებელია, ზოგიერთი მედიკამენტის ურთიერთქმედება  დოლოტრენი 100 მგ სანთლებთან; ასეთ შემთხვევებში მოსალოდნელია, საჭირო იყოს დოზის შეცვლა ან რომელიმე მათგანით მკურნალობის შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

-         ლითიუმის ან სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ).

-         მეთოტრექსატის შემცველი მედიკამენტები (რევმატოიდული ართრიტის და სიმსივნის სამკურნალოდ).

-         ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის შემცველი მედიკამენტები (ტრანსპლანტაციის შემდეგ).

-         ტრიმეტოპრიმის შემცველი მედიკამენტები (საშარდე გზების დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის).

-         მედიკამენტები გულის პრობლემების სამკურნალოდ (დიგოქსინი, კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ვერაპამილი ან ისრადიპინი).

-         მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ,  გარდა ინსულინისა.

-         მედიკამენტები არტერიული წნევის გასაკონტროლებლად (შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები და აგფ ინჰიბიტორები).

-         მედიკამენტები სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის.

-         ქინოლონის ან ცეფტრიაქსონის შემცველი მედიკამენტები (ინფექციების სამკურნალოდ).

-         კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ანთებას და იმუნური სისტემის მოქმედებას).

-         დოლოტრენის იგივე ჯგუფის სხვა მედიკამენტები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი.

-         ვორიკონაზოლის შემცველი მედიკამენტები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

-         ფენიტოინის შემცველი მედიკამენტები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ).

-         მიზოპროსტოლის შემცველი მედიკამენტები (კუჭის წყლულის სამკურნალოდ).

-         ქოლესტირამინისა და კოლესტიპოლის შემცველი მედიკამენტები (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად).

-         პენტაზოცინის შემცველი მედიკამენტები (ტკივილების შესამსუბუქებლად).

დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება ალკოჰოლთან ერთად.

დოლოტრენის ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს დოლოტრენის ტოქსიკურობა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები შესაძლებელია სხვა ზრდასრულებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მოქმედების მიმართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

იქიდან გამომდინარე, რომ დოლოტრენის ტიპის პრეპარატების მიღება დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების/სპონტანური აბორტების გაზრდილ რისკთან, მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მკაფიოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში დოზა და ხანგრძლივობა დაყვანილ უნდა იქნას შესაძლო მინიმუმამდე.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში დოლოტრენის მიღება არ შეიძლება.

ლაქტაცია

ნატრიუმის დიკლოფენაკის მცირე რაოდენობა შესაძლებელია აღმოჩნდეს დედის რძეში, ამიტომ დოლოტრენი 100 მგ სანთლები არ უნდა იქნას მიღებული ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ფერტილური ასაკის პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დოლოტრენის ტიპის პრეპარატები იწვევენ დაორსულების უნარის დაქვეითებას.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

დიკლოფენაკი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პაციენტები, რომლებსაც დოლოტრენის მიღებისას აღენიშნებათ მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, უნდა მოერიდონ ავტომობილის  ან მექანიზმების მართვას.

3. დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღების წესი

ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღების ინსტრუქცია. დაეჭვების შემთხვევაში ხელმეორედ  მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 1 სანთელი დღეში, სასურველია ძილის წინ. თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მიიღეთ 50 მგ ტაბლეტები.

მენსტრუალური ტკივილების დროს დღიური დოზა, რომელიც ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს, არის 50-200 მგ (1 ან 2 დოლოტრენის სანთელი). მიიღება საწყისი დოზა 50-100 მგ (დოლოტრენის 1 სანთელი) და საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება მომდევნო მენსტრუალური ციკლის დროს. მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მათი ინტენსივობის გათვალისწინებით მკურნალობა გრძელდება რამდენიმე დღე.

მიღების მეთოდი

მიიღება რექტალური გზით. თუ სანთელი ზედმეტად რბილია, შეფუთვის გახსნამდე შედგით მაცივარში რამდენიმე წუთით ან შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს, არ გაყოთ სანთლები, რადგანაც შენახვის არასწორმა პირობებმა შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების არათანაბარი განაწილება. არასოდეს მიიღოთ სანთლები პერორალურად.

ბავშვები და მოზარდები

დოლოტრენი 100 მგ სანთლები რეკომენდებული არ არის  ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები შესაძლებელია სხვა ზრდასრულებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მოქმედების მიმართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი  დოლოტრენი 100 მგ სანთლები

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის სამსახურის  საინფორმაციო განყოფილებას, ნომერზე: 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდებულია მედიკამენტის შეფუთვის და ანოტაციის მედპერსონალისთვის ჩვენება.

თუ დაგავიწყდათ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება

თუ დაგავიწყდათ სანთლის მიღება, დაუყოვნებლივ მიიღეთ ის,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ უკვე თითქმის შემდეგი სანთლის მიღების დროა. შემდგომ გააგრძელეთ დოზირების ჩვეულებრივი გრაფიკი. თუ გამოტოვებთ რამდენიმე დოზას, მიმართეთ ექიმს.

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს მძიმე.

დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებისას გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

ნერვული სისტემის დარღვევები:

-         თავის ტკივილი;.

-         დაღლილობა

 ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

-         თავბრუსხვევა.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

-         გულისრევა;

-         ღებინება;

-         დიარეა;

-         გულძმარვა;

-         მუცლის ტკივილი;

-         გაზები;

-         უმადობა.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

-         ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური ტესტებში (შრატის ტრანსამინაზების მატება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება:

-         გამონაყარი კანზე.

 ზოგადი დარღვევები და დაზიანებები შეყვანის ადგილას:

-         შეყვანის ადგილის გაღიზიანება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)

იმუნური სისტემის დარღვევები:

-         სახის, თვალების ან ენის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ქოშინი, წვა და ქავილი, გამონაყარი კანზე, ცხელება, მუცლის სპაზმები, დისკომფორტი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვა (სერიოზული ალერგიული რეაქცია).

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ნერვული სისტემის დარღვევები:

-         ძილიანობა.

 რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:

-         ასთმა.

გასტროენტეროლოგიური  დარღვევები:

-         კუჭის ტკივილი;

-         რეფლუქსი;

-         სისხლიანი დიარეა;

-         კუჭის ან ნაწლავის წყლული სისხლდენით ან პერფორაციით ან მის გარეშე (სისხლის ღებინება და სისხლიანი განავალი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

-         სწორი ნაწლავის ტკივილი, სისხლდენა და ზოგჯერ ლორწო ან ჩირქი.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

-         ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

-         ჰეპატიტი გაყვითლებით ან მის გარეშე. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

-         ჭინჭრის ციება.

ზოგადი დარღვევები და დაზიანებები შეყვანის ადგილას:

-         სითხის შეკავება, შეშუპებით (ედემა).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენტში)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

-         სისხლის უჯრედების ნაკლებობის ნიშნები, რომლებიც იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილს, ჰაერის ნაკლებობას, თავბრუსხვევას, სიფერმკრთალეს (ანემია), ხშირ ინფექციებს ცხელებით, შემცივნებას, ყელის ტკივილს ან პირის ღრუს წყლულებს (ლეიკოპენია), სისხლდენას ან ნორმაზე მეტ სისხლჩაქცევებს (თრომბოციტოპენია). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმუნური სისტემის დარღვევები:

-         სახის შეშუპება.

ფსიქიკური დარღვევები:

-         ორიენტაციის დაკარგვა;

-          დეპრესია;

-         უძილობა;

-         კოშმარები;

-          გაღიზიანება;

-          ფსიქოზური რეაქციები.

ნერვული სისტემის დარღვევები:

-         ჩხვლეტის შეგრძნება;

-         მეხსიერების დარღვევები;

-         გულყრები;

-         შფოთვა;

-         კანკალი;

-         მენინგიტი (თავის ტვინის მიმდებარე გარსების ანთება) სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის გამკვრივება ან ძლიერი მგრძნობელობა კაშკაშა სინათლის მიმართ. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

-         გემოს დაკარგვა;

-          ცერებრალური ინსულტი.

თვალის დარღვევები:

-         მხედველობის დაბინდვა;

-         მხედველობის გაორება.

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

-         ხმაური ყურებში.

კარდიოლოგიური დარღვევები:

-         პალპიტაციები;

-         გულ-მკერდის ტკივილი;

-          გულის უკმარისობა;

-          გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი).

სისხლძარღვთა დარღვევები:

-         ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);

-         ვასკულიტი (სისხლძარღვის კედლების ანთება).

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:

-          სუნთქვის გაძნელება, ქოშინი (პნევმონიტი).

             ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გასტროენტეროლოგიური  დარღვევები:

-         კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის გაუარესება;

-         ყაბზობა;

-         ენის შეშუპება (გლოსიტი);

-         პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);

-         ყლაპვის პრობლემები (საყლაპავის დარღვევა);

-         ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა (პანკრეატიტის ნიშნები).

            ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

-         კანის მძიმე რეაქციები გამონაყარით, სიწითლით, ტუჩებზე, პირზე ან თვალებზე ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, გულისრევა, მადის დაკარგვა, ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, ხველა ან სხეულის ტკივილი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

-         გენერალიზებული გამონაყარი (ეგზემა);

-         სიწითლე (ერითემა და  მულტიფორმული ერითემა);

-         კანის აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი);

-         თმის ცვენა;

-         მზის ალერგია (ფოტოალერგიული რეაქცია);

-         სისხლჩაქცევები (პურპურა);

-         ქავილი.

თირკმელებისა და შარდის დარღვევები:

-         თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც იწვევს ფეხების ან ტერფების შეშუპებას და შარდის რაოდენობის უეცარ შემცირებას (თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი);

-         სისხლი შარდში (ჰემატურია);

-         ქაფი შარდში (ნეფროზული სინდრომი).

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უცნობი სიხშირით

გასტროენტეროლოგიური  დარღვევები:

-         მუცლის ზომიერი სპაზმები და მუცლის ტკივილი პალპაციისას, რომელიც  დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღებიდან მალევე ვლინდება, რასაც მოჰყვება რექტალური სისხლდენა ან სისხლიანი დიარეა, რომელიც ზოგადად ვლინდება მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 ჰეპატობილიარული დარღვევები:

-         ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას, ცხელებას, მუცლის ზედა ტკივილს და სისხლჩაქცევებს (ღვიძლის უკმარისობა, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი).

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კარდიოლოგიური დარღვევები:

-         გულ-მკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პოტენციურად მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება კუნისის სინდრომი.

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითიმოვლენების შესახებ

ნებისმიერი  სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es/.  გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. დოლოტრინი 100 მგ სანთლების შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები შეფუთვაზე მითითებულ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში. დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

დოლოტრენი 100 მგ სანთლების შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის დიკლოფენაკი. თითოეული სანთელი შეიცავს 100 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.
  • სხვა კომპონენტებია: გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები.

პროდუქციის ვიზუალური მხარე  და შეფუთვის შიგთავსი

თითოეული შეფუთვა შეიცავს 12 თეთრ სანთელს.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის  მფლობელი

სააქციო საზოგადოება FAES FARMA

მაქსიმო აგირეს ქუჩა № 14

48940 ლეხონა .

მწარმოებელი

სააქციო საზოგადოება LABORATORIES VITORIA

რუა ელიას გარსიას ქუჩა №28

2700 - 327 ამადორა

პორტუგალია.

მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის სამედიცინო პროდუქციის და წამლის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე: http://www.aemps.gob.es

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2027-09-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-09-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-09-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2027-09-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2027-09-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2028-06-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2027-09-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-09-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2028-06-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2028-06-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2028-06-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2027-09-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2027-09-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2028-06-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2027-09-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2027-09-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2027-09-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2027-09-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2027-09-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2027-09-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2027-09-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2027-09-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2027-09-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2027-09-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-09-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2027-09-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2028-06-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2028-06-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2027-09-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2027-09-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2027-09-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2028-06-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2027-09-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-09-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-09-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2027-09-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2027-09-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-09-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2028-06-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-09-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2027-09-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2027-09-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2027-09-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2027-09-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2027-09-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2028-06-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2028-06-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2028-06-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2027-09-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2027-09-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2027-09-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2028-06-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2027-09-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-09-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2027-09-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2027-09-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-09-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2027-09-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2028-06-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2027-09-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-09-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2027-09-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2027-09-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2028-06-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2027-09-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2028-06-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2028-06-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2027-09-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2027-09-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-09-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2027-09-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-09-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2028-06-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2028-06-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2028-06-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2027-09-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2027-09-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-09-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-09-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-09-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2028-06-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-09-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2028-06-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2028-06-01

რეგიონი (200 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2028-06-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-09-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2028-06-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2027-09-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2028-06-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2028-06-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2028-06-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2028-06-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2028-06-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2028-06-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2028-06-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2028-06-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2027-09-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2028-06-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2028-06-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2028-06-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2028-06-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2027-09-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-09-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2028-06-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-09-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2027-09-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-09-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-09-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2028-06-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-09-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2027-09-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-09-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2027-09-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-09-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-09-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2028-06-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-09-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-09-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-09-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2028-06-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-09-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-09-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2027-09-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-09-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2027-09-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2027-09-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2028-06-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2027-09-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2027-09-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2028-06-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2027-09-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-09-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2027-09-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2028-06-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2027-09-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-09-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2028-06-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2028-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-09-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2028-06-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2028-06-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-09-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2028-06-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2028-06-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2028-06-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2028-06-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2028-06-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2028-06-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2027-09-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2027-09-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2027-09-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2028-06-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2027-09-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2027-09-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2028-06-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2027-09-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2027-09-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-09-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2027-09-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-09-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2027-09-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2028-06-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-09-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-09-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-09-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2027-09-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2027-09-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2027-09-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2028-06-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-09-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2028-06-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2028-06-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2028-06-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-09-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2028-06-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2027-09-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2027-09-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-09-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2028-06-01