ლიპოციდი 600მგ #30ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ლიპოციდი(Lipocid) 600მგ შემოგარსული ტაბლეტები
თიოქტის მჟავა
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
შინაარსი:
- რა არის ლიპოციდი და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლიპოციდის მიღებამდე
- ლიპოციდის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ლიპოციდის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცი
1. რა არის ლიპოციდი და რა დროს გამოიყენება
ლიპოციდი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს თიოქტის მჟავას (ალფა-ლიპოის მჟავა), რომელიც შედის იმ პროდუქტების ჯგუფში, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე.
თიოქტის მჟავა წარმოიქმნება ორგანიზმში, რაც გავლენას ახდენს შაქრის დაშლაზე დიაბეტიან პაციენტებში. თიოქტის მჟავას ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც იცავს ნერვულ უჯრედებს დაშლის პროდუქტებთან რეაქციისგან.
ექიმმა დანიშნა ლიპოციდი დიაბეტურ პოლინეიროპათიასთან დაკავშირებული სენსორული დარღვევების სამკურნალოდ (დიაბეტით გამოწვეული სენსორული ნერვის დაზიანება).
2. რა უნდა იცოდეთ ლიპოციდის მიღებამდე
არ მიიღოთ ლიპოციდი:
- თუ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) თიოქტის მჟავის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 ქვეთავში );
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ლიპოციდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ყოველთვის მიჰყევით ექიმის მითითებებს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლიპოციდის მიღებისას
- აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე, აცნობეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ ღებულობთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
- აცნობეთ ექიმს, თუ იცით, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა ან სიმპტომი, ლიპოციდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
-ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენება ლიპოციდი, ამ ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ლიპოციდი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება.
ლიპოციდმა შეიძლება გაახანგრძლივოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება, ხოლო სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლიპოციდის მოქმედებაზე.
შესაძლებელია, ლიპოციდმა გამოიწვიოს ცისპლატინის (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება) ეფექტის დაქვეითება ერთდროულად მიღებისას.
არ მიიღოთ ლიპოციდი ლითონის ნაერთებთან ერთად (მაგალითად, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები ან რძის პროდუქტები კალციუმის შემცველობის გამო), რადგან მას შეუძლია გაანეიტრალოს მათი მოქმედება. საუზმემდე 30 წუთით ადრე ლიპოციდის მიღების შემთხვევაში, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღება შესაძლებელია შუადღეს ან ნაშუადღევს.
შეიძლება გაძლიერდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტების (ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები) ჰიპოგლიკემიური ეფექტი. შესაბამისად, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლი, განსაკუთრებით ლიპოციდით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება.
ლიპოციდის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ნერვის დაზიანების განვითარებისა და პროგრესირების რისკს და შესაძლოა შეამციროს ლიპოციდით მკურნალობის ეფექტურობა. აქედან გამომდინარე, დიაბეტური პოლინეიროპათიის მქონე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან. ეს რეკომენდაცია ასევე ვრცელდება მკურნალობის კურსებს შორის შესვენების პერიოდებზე.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
ვინაიდან, აღნიშნული პერიოდის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი პაციენტების ამ ჯგუფში, ლიპოციდით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის ყურადღებით შეფასებისა და დაკვირვების შემდეგ.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევების შედეგად არ გამოვლინდა რეპროდუქციული ფუნქციის ან ნაყოფის განვითარების რაიმე დარღვევა.
არ არსებობს ინფორმაცია სამკურნალო საშუალების დედის რძეში გადასვლის შესახებ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
ლიპოციდი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ლიპოციდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. მედიკამენტის მიღებამდე, აცნობეთ ექიმს, თუ იცით, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
3. ლიპოციდის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
ყოველდღიური დოზა - ერთი შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც შეესაბამება 600 მგ თიოქტის მჟავას, მიიღება ყოველდღიურად, ერთჯერადად, დღის პირველ კვებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. ლიპოციდი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
ლიპოციდის ტაბლეტების მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭამამდე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს აბსორბციას (შეწოვა). ამიტომ რეკომენდებულია მთლიანი სადღეღამისო დოზის მიღება საუზმის წინ, განსაკუთრებით უზმოზე მყოფი პაციენტებისთვის.
ლიპოციდით მკურნალობის ხანგრძლივობა
ლიპოციდი გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
უნდა გააგრძელოთ ლიპოციდის მიღება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ მისი მიღება.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლეს საავადმყოფოს. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ღებინება, გულისრევა ან თავის ტკივილი.
ზოგიერთ შემთხვევაში, 10გ თიოქტის მჟავის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ალკოჰოლთან ერთად, დაფიქსირდა სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში მოწამვლის შემთხვევები. საწყისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქომოტორულ აგზნებას ან ცნობიერების დარღვევას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს კრუნჩხვები, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, ლაქტური აციდოზი, სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, შოკი.
თიოქტის მჟავით ინტოქსიკაციის უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი (მაგალითად: თუ მიიღეთ 10-ზე მეტი ტაბლეტი, ან 50 მგ/კგ-ზე მეტი ბავშვების შემთხვევაში) დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს თერაპიული პროცედურების ჩასატარებლად (როგორიცაა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის გამოყენება და ა.შ.).
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გააგრძელეთ ლიპოციდის მიღება ექიმის მიერ დანიშნულ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ლიპოციდის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ლიპოციდის მიღება ექიმთან შეუთანხმებლად, რადგან სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ან გაუარესდეს. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი უნდა დასრულდეს, რათა არ შემცირდეს მისი ეფექტურობა.
აღნიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. აღნიშნული რეაქციები ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და ქრება მოკლე დროში.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში)
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100- დან 1 პაციენტში)
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000- დან 1 პაციენტში)
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000- დან 1 პაციენტში)
უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
სერიოზული ალერგიული რეაქციის რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ლიპოციდის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:
ძალიან იშვიათიგვერდითი მოვლენები:
- კანზე გამონაყარი
- ურტიკარია
- ქავილი
რომელიმე სერიოზული ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ლიპოციდის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:
ძალიან იშვიათიგვერდითი მოვლენები:
- ღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლისა და ნაწლავების არეში და დიარეა.
სხვა გვერდითი მოვლენები:
- გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების გამო, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიური სიმპტომები, მაგ.: თავბრუსხვევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევა.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
5. ლიპოციდის შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლიპოციდი:
- აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 600მგ თიოქტის მჟავა (ალფა-ლიპოის მჟავა).
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმეთიკონი (65%), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ჰიპრომელოზა.
გარსი: ტალკი, მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინი ყვითელი (E104), რკინის ოქსიდი ყვითელი ( E172).
რჩევა დიაბეტით დაავადებულთათვის: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 0,0041-ზე ნაკლებ პურის ერთეულს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიპოციდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლიპოციდი არის ოვალური ფორმის, ღია ყვითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.
ალუმინის და პლასტმასის ბლისტერზე მოთავსებულია 15 შემოგარსული ტაბლეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი X15 შემოგარსული ტაბლეტი, ინსტრუქციასთან ერთად.