ტრიმოლი #10ტ

ტრიმოლი #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პარაცეტამოლი+პროპიფენაზონი+კოფეინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12942
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტრიმოლი
Trimol


ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
პროპიფენაზონი 150 მგ;
პარაცეტამოლი 250 მგ;
კოფეინი (უწყლო) 30 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიპირეტული, ანალგეტიკური საშუალება

ჩვენება:
- თავის ტკივილი, შაკიკი;
- კბილის ტკივილი;
- ნევრალგია;
- დისმენორეა;
- სხეულის მომატებული ტემპერატურა

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში თითო ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში, ყოველ 4-6 საათში. ტაბლეტები მიიღება სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად, სასურველია ჭამის შემდეგ.
6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში 1/2 ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში. ექიმის დანიშნულების გარეშე კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

უკუჩვენება:
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები;
- გლაუკომა;
- თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ანემია გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- ბრონქული ასთმა;
- პოდაგრა;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ავადმყოფებში. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია მოძრაობითი რეაქციის შეზღუდვა.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მომატებული სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კანის ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
4 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: ბლისტერზე 10 ტაბლეტი, შეფუთვაში #100

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)