კორვატონი 4მგ #30ტ

კორვატონი 4მგ #30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მოლსიდომინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1294
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კორვატონი
CORVATON
 
 
საერთაშორისო დასახელება - molsidomine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C01OX12

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიანგინალური საშუალებები; კორონალური სისხლისმიმოქცევაზე მოქმედი პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბ. 4 მგ: 30 ც.
ტაბ. რეტარდი 8 მგ: 30 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს სიდნონიმინების ჯგუფის ანტიანგინალურ პრეპარატს მისი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება აზოტის ოქსიდი (NO), რომელიც ასტიმულირებს ხსნად გუანილატციკლაზას, რომელიც ხელს უწყობს ცგმფ (ციკლური გუანოზინმონოფოსფატის) დაგროვებას და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების რელაქსაციას. პრეპარატი ხელს უწყობს ვენური წნევის დაქვეითებას, ამცირებს ენდოდიასტოლურ წნევას პარკუჭებში და ფილტვის არტერიაში, აქვეითებს მიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადის მიმართ, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას.

ჩვენებები
სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობით; სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში (მხოლოდ სისხლმიმოქცევის სტაბილიზაციის შემდეგ); სტენოკარდიის დროს, როდესაც უკუნაჩვენებია სხვა პრეპარატების გამოყენება, ან მათი აუტანლობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს (გულის კუნთის სისუსტე), იგი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად (გულის გლიკოზიდები და/ან შარდმდენები). ჰიპერტენზია ფილტვის არტეიის წრეში.

მიღების წესები და დოზები

დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.
ჩვეულებრივ ინიშნება კორვატონის და კორვატონ რეტარდის 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია 1 ტაბლეტი კორვატონის დანიშვნა 3-ჯერ დღეში. იოლ შემთხვევებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
კორვატონის ტაბლეტი მიიღება დილას და საღამოთი.

გვერდითი მოვლენები

კორვატონით მკურნალობის დაწყებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება აგრეთვე შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით. მკურნალობის დროს თუ განვითარდა სხვა დარღვევები აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კორვატონით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში არტერიული წნევა მცირდება, პირველ რიგში კი მისი სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება გამოხატულია უფრო მეტად, ვიდრე ნორმოტენზიის პირობებში. გულზე პრედატვირთვის მოხსნისას აღინიშნება გულის წუთმოცულობის შემცირება და აგრეთვე მცირდება გულის ინდექსი. კორვატონი ცვლის კონცენტრაციის უნარს და ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს. აღნიშნული მდგომარეობა უპირატესად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს.
კორვატონით მკურნალობის დროს ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, კოლაფსის და შოკის განვითარებამდე. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა)

უკუჩვენება

კორვატონის გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი) და გამოხატული ჰიპოტონიის შემთხვევაში (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 100 მმ.). ინფარქტის შემდგომ დღეებში კორვატონი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში და სისხლმიმოქცევის სისტემის რეგულარული მონიტორინგის პირობებში. კორვატონი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის მწვავე ფაზაში.
ორსულობის პირველ 3 თვის განმავლობაში კორვატონის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კორვატონის და სისხლძარღვთა გამაფართოვებელი სხვა საშუალებების (ვაზოდილატატორები, კალციუმის ანტაგონისტები) კომბინირებისას შესაძლებელია ვაზოდილატაციური ეფექტის გაძლიერება. აღნიშნული ეფექტის გაძლიერებას ადგილი აქვს აგრეთვე კორვატონის ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან და ალკოჰოლთან კომბინირების დროს.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)