ნეოიმუნი #20კაფს

ნეოიმუნი #20კაფს

35.00 ლარი 29.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129390
გააზიარე:

ნეოიმუნი #20 კაფს

წამლისფორმა: კაფსულები.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ზოგადი მატონიზირებელი საშუალებები.

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: კრაზანას ბალახის (Hypericum perforatum), სინამაქის ფოთლების (Cassia acutifolia),  ასკილის ნაყოფების (Rosa cinnamomea), წითელი ჭარხლის ბოლქვების (Beta Vulgaris) საფუძველზე (3 : 2 : 2 : 3 );
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ფუძეკარბონატი, აეროსილი.
ნეოიმუნის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერიცინი, გლუკო-ალოე-ემოდინი, გლუკორეინი), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი, იზორამნეტინი,  კემპფეროლი), ვიტამინებს (C, B1, B2, P, PP, K, E), კაროტინოიდებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), ცხიმოვან ზეთებს, პექტინურ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიურიმოქმედება: ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს ანტისხეულების გამომმუშავებელი უჯრედების გენერაციის პროცესს და ანტისხეულების პროდუქციას. აქვს იმუნომაკორეგირებელი თვისება იმუნოდეპრესიის სხვადასხვა მოდელების, მათ შორის ე.წ. ეკოლოგიური იმუნოდეფიციტის დროს, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენების მიზანშეწონილობას ჰუმორალური იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას.

გამოიყენებაკომპლექსურთერაპიაში:
•    მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი და სხვ.) დროს;
•    პოსტოპერაციული პერიოდის დროს;
•    ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას;
•    გამოფიტვის დროს უძილობისა და ფსიქო-ემოციური სტრესების ფონზე;
•    არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედების დროს;
•    ზოგადი საერთო სისუსტის დროს.

გვერდითიმოვლენები: ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღებისწესიდადოზირება:
მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 10 წლამდე: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 10-დან 14 წლამდე: 1 კაფსულა 3_ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია  მკურნალობის კურსის გამეორება 2 კვირიანი შესვენების შემდეგ.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

ორსულობისადალაქტაციისპერიოდი: არ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანანსხვასახისურთიერთქმედება: არ ახდენს ზემოქმედებას.

ზემოქმედებაავტომობილისმძღოლებზედაპოტენციურადსაშიშმანქანა-დანადგარებთანმომუშავეპერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას.

დოზისგადაჭარბებადოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გამოშვებისფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე.
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობისვადა:  3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემისწესი:  III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვისპირობები: ინახება 15-25º C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.