ავენი-XeraCalm დასაბანი ზეთი-ქავილი/ატოპიური კანი 400მლ
გააზიარე:
ავენი- XERACALM A.D. LIPID-REPLESHING CLEANSING OIL–ქსერაქალმი ლიპიდების აღმდგენი გამწმენდი (დასაბანი) ზეთი ატოპიური დერმატიტის და ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის ახალშობილების, ბავშვების და მოზრდილებისთვის - 400მლ; ქერაქალმის ზეთი განკუთვნილია ატოპიური დერმატიტის და ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის ახალშობილების, ბავშვების და მოზრდილებისთვის.მისი ფორმულა შეიქმნა მინიმალური ინგრედიენტების გამოყენებით. ძალიან ნაზი, საპნის გარეშე გამწმენდი ბაზა ასუფთავებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან. ი- მოდულია- ს კომპლექსი არის 12 წლიანი მენიერული მუშაობის შედეგი, რომელიც განხორციელდა პიერ ფაბრის კვლევით ცენტრში. ეს არის აქტიური სუბსტანციების ნაკრები, რომელიც იქნა აღმოჩენილი ავენის თერმულ წყალში და რომელიც გამოყოფილი იქნა თერმული წყლის მიდამოებში არსებული მიკროფლორიდან. ამ აქტიური სუბსტანციის იდენტიფიცირების შემდეგ მოხდა მისი განვითარება ბიოტექნოლოგიური თვალსაზრისით. მათ გაამრავლეს და დააპატენტეს მისი ანთების და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებები. ი-მოდულია აცხრობს სიმშრალით გამოწვეული ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანის ჰიპერრეაქტიულობით გამოწვეულ სიწითლეს და გაღიზიანებას. CER -OMEGA -კანის ლიპიდების მსგავსი ლიპიდი - კვებავს, აღადგენს და ამაგრებს კანის დამცავ ჰიდროლიპიდურ გარსს. შედეგად კანი ხდება უფრო გამძლე გარემოს აგრესიული პირობების მიმართ. ავენის თერმული წყალი - თავისი დამამშვიდებელი და გაიზიანების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ამცირებს კანზე დისკომფორტის შეგრძნებას და ანაზებს მას. არ შეიცავს პარფიუმს, ალკოჰოლს და მღებავ ნივთიერებებს. შედეგად კანს აქვს კომფორტის შეგრძნება, არის დამშვიდებული და მთლიანად დაცული.