ამოროლფინი შტად5% 3მლ ფრჩ.ლაქი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ამოროლფინი შტადა 5% სამკურნალო ფრჩხილის ლაქი
ამოროლფინი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი, რადგან მასში მოცემულია თქვენღვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად გამოიყენეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
- მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უფრო ცუდად გრძნობთ 3 თვის შემდეგ.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
- რას არის ამოროლფინი შტადა და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ამოროლფინი შტადას გამოყენების წინ
- როგორ გამოიყენება ამოროლფინი შტადა
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ამოროლფინი შტადა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას არის ამოროლფინი შტადა და რისთვის გამოიყენება
- ამოროლფინი შტადა შეიცავს აქტიურ სუბსტანციას ამოროლფინს. მიეკუთვნება „სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების“ სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
- ამოროლფინი შტადა გამოიყენება ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში 18 წლის და ზემოთ. გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ:
დაზიანებულია მხოლოდ 1 ან 2 ფრჩხილი;
დაზიანებულია ფრჩხილის ზედა ნახევარი ან გვერდები (იხილეთ სურათი 1).
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ინფექცია უფრო მეტად გამოხატულია ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათებზე 2 ან 3.
მსუბუქი ✓ საშუალო ✕ მძიმე ✕
ამოროლფინი ანადგურებს ფრჩხილის ინფექციების გამომწვევი სოკოების ფართო სპექტრს. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეს, შეიძლება განვითარებული იყოს ფრჩხილების ფერის ცვლილება (თეთრი, ყვითელი ან ყავისფერი), გასქელება ან სიმყიფე.
2. რა უნდა იცოდეთ ამოროლფინი შტადას გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ამოროლფინი შტადა, თუ
- თუ გაქვთ ალერგია ამოროლფინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, ჩამონათვალი პუნქტში 6.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამოროლფინი შტადას გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- თქვენი ფრჩხილი არ გამოიყურება ისე, როგორც ნაჩვენებია ზემოთ სურათზე 1,
- თქვენი ფრჩხილი ზომიერად ან სერიოზულად დაზიანებული ან დაინფიცირებულია (იხილეთ ზემოთ სურათები 2 და 3),
- თუ გაქვთ ხელებსა და ტერფებში ცუდი სისხლის მიმოქცევა,
- თუ გაქვთ ტკივილი ან შეშუპება ფრჩხილის ირგვლივ,
- თუ ინფიცირებულია ჯამში 2 ფრჩხილზე მეტი,
- თუ გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა,
- თუ ხართ 18 წლამდე ასაკის,
- თუ გაქვთ დიაბეტი,
- თუ ფრჩხილზე გაქვთ მუქი ზოლები.
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული; თუ განვითარდა ასეთი რეაქცია, შეწყვიტეთ პრეპარატის წასმა, დაუყოვნებლივ მოიცილეთ პრეპარატი ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხით ან საწმენდი ტამპონებით, რომლებიც შეფუთვაშია მოთავსებული და მიმართეთ ექიმს რჩევის მისაღებად. პრეპარატის ხელახლა გამოყენება არ შეიძლება.
თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომი, მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:
- სუნთქვის გაძნელება;
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
- კანზე სერიოზული გამონაყარი.
არ წაისვათ ამოროლფინი შტადა ფრჩხილის გარშემო კანზე.
ამოროლფინი შტადა-ს გამოყენება ფრჩხილის სხვა პროდუქტებთან ერთად
ამოროლფინი შტადას გამოყენებისას არ შეიძლება ხელოვნური ფრჩხილების გამოყენება. შეიძლება კოსმეტიკური ფრჩხილის ლაქის გამოყენება, თუმცა მხოლოდ ამოროლფინი შტადას წასმიდან 10 წუთის შემდეგ. ფრჩხილის ლაქი გულდასმით უნდა მოიცილოთ ამოროლფინი შტადას განმეორებით წასმამდე.
ამოროლფინი შტადას გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებითან ერთად
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. როგორც წესი, შეგიძლიათ ფრჩხილის ლაქის გამოყენება სხვა პრეპარატების მიღებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოროლფინი შტადა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)
ეს პრეპარატი შეიცავს 482.53 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) თითოეულ მლ-ში. შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
3. როგორ გამოიყენება ამოროლფინი შტადა
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციის ფურცელში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩანაწერების წარმოება
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, უნდა ჩაიწეროთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ფრჩხილი:
- ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში „მკურნალობის წინ“ გრაფაში მონიშნეთ ინფექციით დაზიანებული უბანი.
- თუ დაზიანებულია 2 ფრჩხილი, მონიშნეთ იმ ფრჩხილის უბანი, რომელიც უფრო დაზიანებულია.
- ყოველ სამ თვეში, მონიშნეთ დაზიანებული უბანი შემდეგ დიაგრამაში.
- გააკეთეთ ეს იმ დრომდე, ვიდრე ფრჩხილი სრულად არ გაიზრდება.
ეს დაგეხმარებათ გაიხსენოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა თქვენი ფრჩხილი და თვალი ადევნოთ პროგრესს.
მკურნალობის წინ სამი თვის შემდეგ ექვსი თვის შემდეგ ცხრა თვის შემდეგ
ამოროლფინი შტადას უსაფრთხო გამოყენება
- თუ პრეპარატი მოგხვდათ თვალებში ან ყურებში, გამოირეცხეთ წყლით და მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს.
- ეს პრეპარატი არ უნდა მოხვდეს პირის ღრუში ან ნესტოებში (ან სხვა ლორწოვან გარსებზე).
- არ შეისუნთქოთ პრეპარატი.
- პრეპარატის კომპლექტში არსებული ფაილების გამოყენება სხვა პირების მიერ არ შეიძლება - ეს გამოიწვევს ინფექციის გავრცელებს.
- თუ ამოროლფინი შტადას წასმის შემდეგ გჭირდებათ ისეთი ქიმიური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა საღებავის გამათხელებლები ან გამხსნელები, გაიკეთეთ რეზინის ან სხვა წყალგამძლე ხელთათმანები. ეს დაიცავს ფრჩხილებზე წასმულ პრეპარატს.
როგორ გამოიყენება - პირველი გამოყენება
ნაბიჯი 1: ფრჩხილის მომზადება
|
|
ნაბიჯი 2: ფრჩხილის გასუფთავება
|
|
ნაბიჯი 3: ლაქის წასმა
|
|
ნაბიჯი 4: შპატელის გაწმენდა
|
|
გამოყენების წესი - პირველი გამოყენების შემდეგ
ყოველი ინფიცირებული ფრჩხილი უნდა დამუშავდეს კვირაში ერთხელ.
- ლაქის კვლავ გამოყენებამდე ფრჩხილებიდან მოიცილეთ ძველი ლაქი და ფრჩხილის კოსმეტიკური ლაქი ტამპონის გამოყენებით.
- თუ საჭიროა, კვლავ გაიქლიბეთ ფრჩხილები.
- წაისვით ლაქი ისე, როგორც აღწერილია ზემოთ ნაბიჯი 3.
- გაწმინდეთ შპატელი ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ ნაბიჯი 4.
გამოყენების ხანგრძლივობა
- პრეპარატი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ იმ დრომდე, ვიდრე ინფექცია არ გავა და ჯანმრთელი ფრჩხილი არ გაიზრდება.
- ამას, როგორც წესი, სჭირდება 6 თვე ხელის ფრჩხილების შემთხვევაში და 9-12 თვე ტერფის ფრჩხილების შემთხვევაში.
- როგორც კი გაიზრდება ინფიცირებული ფრჩხილი, ზრდას დაიწყებს ჯანმრთელი ფრჩხილი.
- ფრჩხილები ნელა იზრდება და ამიტომ გაუმჯობესება შეიძლება შენიშნოთ 2 ან 3 თვის შემდეგ.
- მკურნალობის ყოველი 3 თვის შემდეგ:
- თუ შეინიშნება გაუმჯობესება, გააგრძელეთ მკურნალობა.
- თუ მდგომარეობა იგივეა ან გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თან იქონიეთ ეს ფურცელი.
ქვემოთ სურათებზე გამოსახულია მკურნალობის პერიოდში სხვადასხვა დროს ფრჩხილის მაგალითები.
მკურნალობის წინ მკურნალობის შემდეგ
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ამოროლფინი შტადა
თუ თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ამოროლფინი შტადას გამოყენება
ნუ იღელვებთ, თუ დაგავიწყდებათ ლაქის გამოყენება ბოლო გამოყენებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ. როდესაც გაგახსენდებათ, გამოიყენეთ კვლავ პრეპარატი ისე, როგორც მანამდე. შესახსენებლად შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ამოროლფინი შტადას გამოყენება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, ვიდრე ფრჩხილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. პუნქტში „გამოყენების ხანგრძლივობა“ მოცემული სურათები დაგეხმარებათ გარკვევაში.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში):
- ფრჩხილის დაზიანება, ფრჩხილის ფერის ცვლილება, მტვრევადი ან მყიფე ფრჩხილები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):
- კანზე წვის შეგრძნება
ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- სისტემური ალერგიული რეაქცია (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან და/ან კანის მძიმე გამონაყართან).
- სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, ალერგიული რეაქცია კანზე.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის, ისეთი, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიაწოდოთ წამლისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოზედამხედველობის განყოფილებას
კურტ-გეორგ-კიზინგერ-ალე 3
D-53175 ბონი
ვებ-გვერდი: www.bfarm.de
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. როგორ ინახება ამოროლფინი შტადა
ეს პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე და ეტიკეტზე „ვარგისია“ ან „გამოიყენება-მდე“. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 300C-ზე ზემოთ. შეინახეთ სიცხისგან დაცულ ადგილას.
ბოთლი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ და ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ეს პროდუქტი არიის აალებადი! შეინახეთ ხსნარი ცეცხლსგან და ალსგან შორს!
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო სისტემაში (მაგ. ტუალეტში ან ხელსაბანში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ამოროლფინი შტადა 5% სამედიცინო ფრჩხილის ლაქი
აქტიური სუბსტანცია არის ამოროლფინი.
1 მლ სამკურნალო ფრჩხილის ლაქი შეიცავს 50 მგ ამოროლფინს, რაც 55.74 ამოროლფინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტია.
სხვა ინგრედიენტებია
ამონიუმის მეთაკრილატის კოპოლიმერი (ტიპი A), ბუტილის აცეტატი, ტრიაცეტინი, ეთილის აცეტატი, ეთანოლი.
ამოროლფინი შტადა 5% სამკურნალო ფრჩხილის ლაქის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ამოროლფინი შტადა 5% სამკურნალო ფრჩხილის ლაქი არის გამჭვირვალე, უფერო-ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
ამოროლფინი შტადა 5% სამკურნალო ფრჩხილის ლაქი წარმოდგენილია შეფუთვებში 3 მლ და 5 მლ სამედიცინო ფრჩხილის ლაქით სპირტიანი ტამპონებით, შპატელით და ფრჩხილის ქლიბებით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
STADA Consumer Health Deutschland GmbH,
შტადაშტრასე 2-18,
61118 ბად ვილბელი
ტელ: +49 6101 603-0
ფაქსი: +49 6101 603-259
ვებ-გვერდი: www.stada.de
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, შტადაშტრასე 2-18, 61118 ბად ვილბელი
Chanelle Medical
Loughrea, Co. Galway, ირლანდია
Centrafarm Services B.V.
Nieuwe Donk 9
4879 AC Etten Leur, ნიდერლანდები
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის (EWR) წევრ სახელმწიფოებში.
ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს გადაიხედა 2020 წლის ივლისში
ზოგადი რჩევა ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების მქონე პირებისთვის
ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს შედეგი ზომების მიღებით:
- შეინარჩუნეთ ხელების და ტერფების სისუფთავე და სიმშრალე.
- ატარეთ კარგად მორგებული ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი და სუფთა ბამბის წინდები - ეს თქვენს ტერფებს „სუნთქვის“ საშუალებას მისცემს.
- დაიჭერით ფრჩხილები - არ გამოიყენოთ სხვა პირების მაკრატელი ან მკვნეტარა.
- არ გამოიყენოთ სხვა პირების პირსახოცები და წინდები - პირსახოცები რეგულარულად უნდა გარეცხოთ.
- არ იაროთ ფეხშიშველი საჯარო აუზებზე, საშხაპეებში ან გასახდელებში - გამოიყენეთ სპეციალური შხაპის ფეხსაცმელი ტერფების დასაცავად.
- გამოცვალეთ ძველი ფეხსაცმელი, რომელიც შეიძლება სოკოებით იყოს დაინფიცირებული.
- თუ თქვენ გაწუხებთ ტერფის მიკოზი, იმკურნალეთ რაც შეიძლება მალე, ფჩხილებზე ინფექციის გარვცელების შესაჩერებლად .
ზოგჯერ ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების წყარო შეიძლება იყოს სალონის ფრჩხილის ხელსაწყოები. თუ რეგულარულად სტუმრობთ ალონს, დარწმუნდით, რომ ხელსაწყოები სათანადოდ სტერილიზდება გამოყენებებს შორის.