რაბეზოლი 20მგ #28ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
რაბეზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ნივთიერება: რაბეპრაზოლის ნატრიუმი
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 18.85 მგ რაბეპრაზოლს ექვივალენტურს 20მ რაბეპრაზოლის ნატრიუმის.
- დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ოქსიდი, მანიტოლი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზას ფტალატი, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვებს.
- მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას.
- ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, ვიდრე რეკომენდებულია.
მოცემულ ფურცელ-ჩანართში
- რა არის რაბეზოლი და რისთვის გამოიყენება ის?
- რაბეზოლის მიღებამდე
- რაბეზოლის მიღების წესი
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები არსებოს?
- რაბეზოლის შენახვის პირობები
1. რა არის რაბეზოლი და რისთვის გამოიყენება ის?
- რაბეზოლი სპეციფიური ნაწლავში ხსნადი ფორმულით ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების აბსორბციას ნაწლავებში, ტაბლეტი არის ყვითელი და მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ორმხრივამოზნექილი და ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული.
რაბეზოლი გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს 14 ან 28 ტაბლეტს ალუმინის/ალუმინის ბლისტერზე.
- რაბეპრაზოლის ნატრიუმი წარმოადგენს რაბეზოლის აქტიური ნივთიერებას და კლასიფიცირებულია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კატეგორიის ქვეშ. მოცემულ კატეგორიაში არსებული პრეპარატები აინჰიბირებენ პროტონული ტუმბოს ფუნქციას, რისი მეშვეობითაც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას. კუჭის მჟავიანობის შემცირება ხელს უწყობს კუჭის, ნაწლავის წყლულის და ეზოფაგუსის (პეპტური წყლული) განვითარების შემცირებას და ტკივილის მოხსნას.
- რაბეზოლი ინიშნება იმ პაციენტებში სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ 12-გოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული, სიმპტომური ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GERD). GERD -ი ხასიათდება კუჭის წვენის უჩვეულო გადასვლით ზედა საყლაპავში და იწვევს მოცემული ადგილის ეროზიას და შედეგად წყლულს. რაბეზოლი ასევე ინიშნება ზოლინგერ ელისონის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება კუჭის ჭარბი წვენით და ასევე გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების სიმპტომის ერადიკაციისთვის და ზომიერი სიმწვავის ხანგრძლივი მკურნალობისთვის (GERD-ის შენარჩუნება).
- რაბეზოლი ასევე ინიშნება Helicobacter pylori-ის (რაც იწვევს კუჭის წყლულს) ერადიკაციის სქემაში, შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას.
2. რაბეზოლის მიღებამდე
არ მიიღოთ რაბეზოლი:
თუ;
- ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული რაბეპრაზოლის ნატრიუმის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმათ;
- ხართ ორსულად ან ეჭვობთ ორსულობას;
- ხართ ლაქტაციის პერიოდში.
საიფრთხილით მიიღეთ რაბეზოლი:
_ თუ ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ჩანაცვლებითი ბენზიმიდაზოლების მიმართ (კუჭის მჟავას სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატები),
- ვინაიდან, ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია აღინიშნოს რეოლოგიური და ჰეპატოლოგიური დარღვევები, მათი მოხსნა როგორც წესი ხდება რაბეზოლის მიღების შეწყვეტით.
- თუ გაქვთ კუჭის კიბო;
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
- თუ იღებთ ატაზანავირს აივ ინფექცისთვის;
- თუ გაქვთ ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტი ან შემცირების რისკ ფაქტორები და იღებთ რაბეპრაზოლის ნატრიუმს ხანგრძლივად. სხვა მჟავა შემამცირებელი საშუალებების დროს, რაბეპრაზოლის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის აბსორბციის შემცირება.
ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაბეზოლის გამოყენებამდე.
თუ გაქვთ მწვავე დიარეა (სისხლიანი ან თხიერი დიარეა) ასოცირებული მუცლის ტკივილთან ან სირბილესთან და ცხელებასთან, შეწყვიტეთ რაბეზოლის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
პროტონული ტუმბოს გამოყენებამ, როგორიცაა რაბეზოლი, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნით, შეიძლება მცირედით გაზარდოს ბარძაყის, წვივის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი), მიმართეთ ექიმს.
თუ იღებთ რაბეზოლს 3 თვეზე მეტი ხნით, შესაძლებელია მაგნიუმის დონეების ცვლილება. მაგნიუმის დაბალი დონეები შეიძლება გამოიხატებოდეს დაღლილობით, კუნთების უნებლიე კუმშვადობით, დეზორიენტაციით, თავბრუსხვევით და გულისცემის გახშირებით. ნებისემიერი მოცემული სიმპტომის განვითარებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონეებმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირება. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ტესტები მაგნიუმის დონეების მონიტორინგისთვის.
პრეპარატის მიერ ინდუცირებული კუჭის მჟავას დონის შემცირების გამო, რაბეზოლმა შეიძლება დაარღვიოს ნეიროენდოკრინული სისმსივნის დიაგნოსტირების ტესტების შედეგები.
აცნობეთ ექიმს, თუ მოცემული გაფრთხილებებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ.
რაბეზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რაბეზოლზე არ მოქმედებს საკვები და სასმელი. თუმცა ერთდოზიანი მკურნალობის დროს, ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით უზმოზე.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყეოთ რაბეზოლი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
მკურნალობის დროს თუ შეიტყობთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ რაბეზოლი ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა რაბეზოლის მიღებისას. მსგავსის განვითარებისას, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაბეზოლის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ
რაბეზოლი შეიცავს <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები ნატრიუმთან დაკავშირებით.
რაბეზოლი შეიცავს 24 მგ მანიტოლს. ამ დოზით გვერდითი ეფეტები არ არის მოსალოდნელი.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
რაბეზოლის კეტოკონაზოლის ან იტრაკონაზოლის (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ნივთიერებები) შეცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოცემული პრეპარატების დონე სისხლში, მაშინ როდესაც დიგოქსინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მოცემული პრეპრატების დონე სისხლში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოცემული პრეპარატების გამოყენებამდე.
რაბეზოლის და ატაზანავირის (აივ ინფექციის სამკურნალო) ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოცემული პრეპარატის დონე სისხლში, ამგავარად დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენება.
თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე მათგანი გეხებათ თუ არა თქვენ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაბეზოლის გამოყენებამდე.
რაბეზოლის და მეთოტრექსატის კომბინირებული გამოყენებისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ), თუ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ რაბეზოლის მიღება.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. რაბეზოლის მიღების წესი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის გამოიყენეთ რაბეზოლი ზუსტად ექიმის ინსტრუქციების მიხედვით.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილები და ხანდაზმულები
ტაბლეტის დოზა 10მგ დღეში ერთხელ უზმოზე GERD -ის ზომიერი და მწვავე სიმძიმის სიმპტომების სამკურნალოდ (სიმპტომური GERD). რაბეპრაზოლის მიღების ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირაა მსგავსი კლინიკური სურათის დროს. თუ სიმპტომები არ იხსნება მოცემული პერიოდის განმავლობაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. დროის მოცემული პერიოდის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ 10მგ რაბეპრაზოლის დღეში ერთხელ მიღება აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომების სამართავად.
რაბეზოლის ჩვეულებრივი დოზაა 20მგ დღეში ერთხელ უზმოზე დილით 4-8 კვირა მწვავე სიმპტომების სამკურნალოდ (ეროზიული ან წყლულოვანი GERD).
10მგ დღეში ან 20მგ დღეში უზმოზე ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში GERD-ის შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს. ექიმი გადაწყვეტს GERD-ის შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობას. ექიმი დაგიბარებთ პერიოდულად სიმპტომების და დოზის გადასახედად.
კუჭის წყლულის ჩვეულებრივი დოზაა (პეპტური წყლული) ერთი 20მგ რაბეზოლის ტაბლეტი დღეში ერთხელ უზმოზე დილით 6 კვირა თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნით კიდევ 6 კვირიანი მკურნალობა.
ნაწლავის წყლულის (12-გოჯა) სამკურნალოდ ჩვეულებრივი დოზაა ერთი 20მგ რაბეზოლის ტაბლეტი დღეში ერთხელ უზმოზე დილით 4 კვირა. თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კიდევ 4 კვირიანი მკურნალობა.
H. pylori-ს ინფექციის რეციდივის მკურნალობისა და პრევენციისთვის ჩვეულებრივი დოზაა 20მგ რაბეზოლის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ 7 დღე. ექიმი ასევე დანიშნავს ანტიბიოტიკებს ამოქსიცილინს ან კლარითრომიცინს. იხ. ინდივიდუალური ინსტრუქციები დამატებითი ინფორმაციისთვის სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც გამოიყენება H. Pylori-ს სამკურნალოდ.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა რაბეზოლის 20მგ-იანი 3ტაბლეტი დღეში ერთხელ ზოლინგერ ელისონის სინდრომის სამკურნალოდ. ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორეაქცია მკურნლობის შედეგების მიხედვით. ხანგრძლივი მკურნალობისას, უნდა მიაკითხოთ ექიმს რეგულარულად იმისათვის, რომ გადახედოს სიმპტომებს და დოზას.
ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭირო ზომებს მიიღებს რაბეზოლით მკურნალობის დაწყებისას და ასევე მკურნალობის პერიოდშიც.
მიღების გზა და მეთოდი:
- ტაბლეტი ბლისტერიდან ამოიღეთ მხოლოდ პრეპარატის მიღების დროს.
- გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტები.
- ექიმი გირჩევთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა პერიოდით. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდგომარეობაზე.
- თუ იღებთ მოცემულ პრეპარტს ხანგრძლივი პერიოდით, ექიმი ჩაგიტარებთ მონიტორინგს .
გამოყენება სხვადასხვა ასაკში:
გამოყენება ბავშვებში:
რაბეზოლის გამოყენება არ შესწავლილა ბავშვებში და არ არის მისი გამოყენება რეკომენდებული.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არსებობს სპეციფიური მოთხოვნა.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით, არ არის საჭირო დოზის რეგულირება. თუმცა, პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით, საჭიროა ამის გათვალისწინება.
თუ შენიშნავთ რაბეზოლის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ რაბეზოლის საჭიროზე მეტ დოზას:
არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი ვიდრე გამოწერილია .
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაბეზოლი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ რაბეზოლის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მოსულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივი რეჟიმით.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს პრეპარპატის მიღებამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეწყვეტთ რაბეზოლის მიღებას
სიმპტომების მოხსნა როგორც წესი მოხდება იქამდე, ვიდრე წყლული სრულად განიკურნება. მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ვიდრე არ გირჩევთ ექიმი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა სახის გვერდითი ეფექტები არსებობს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, რაბეზოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტები, როგორც წესი მსუბუქია და უმჯობესდება პრპეარატის მიღების შეწყვეტის გარეშე.
შეწყვიტეთ რაბეზოლის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებას - შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
- ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარ შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ან არტერიულ წნევის უეცარ შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან კოლაფსი;
- ხშირი ინფექციები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება) ან წყლულები პირის ღრუსა ან საყლაპავის ლორწოვან გარსზე;
- სისხლჩაქცევა ან ადვილად სისხლდენა.
ზემოთჩამოთვლილი მოვლენები განეკუთვნება სერიოზული გვერდითი ეფექტების რიცხვს.
რომელიმე მოცემული სიმპტომის განვითარება ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რაბეზოლის მიმართ. საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
მოცემული სერიოზული ეფექტები შეიძლება იშვიათად განვითარდეს.
თუ შეამჩნევთ შემდეგი სახის გვერდით ეფექტებს, მიმართეთ ექიმს:
ძალიან ხშირი: ადგილი აქვს >1/10-ში. ხშირი: 1-10 /100-ში
არახშირი: 1-10/1000-ში.
იშვიათი: 1-10/10000-ში
ძალიან იშვიათი: <1/10000-ში
უცნობი სიხშირის: არ არის მოსალოდნელი არსებული მონაცემებით.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ხშირი
- ინფექციები
- ძილის გაძნელება
- თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა
- ხველა, ცხვირიდან სისველე ან ყელის ტკივილი (ფარინგიტი)
- კუჭზე ან ნაწლავზე ეფექტები როგორიცაა კუჭის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, გულისრევა, ღებინება ან ყაბზობა
- ტკივილი ან წელის ტკივილი
- სისუსტე ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.
არახშირი
- ნერვიულობა ან ძილიანობა
- გულმკერდის ინფექციები (ბრონქიტი)
- მტკივნეული ან ბლოკირებული სინუსები (სინუსიტი)
- პირის სიმშრალე
- მოუნელებლობა ან ბოყინი
- კანზე გამონაყარი ან სიწითლე
- კუნთების, ფეხების ან სახსრების ტკივილი
- ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა და შარდის ბუშტის ინფექცია (საშარდე გზების ინფექცია)
- ტკივილი გულმკერდის არეში
- შემცივნება ან ცხელება
- ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები (შეინიშნება სისხლის ანალიზებში)
იშვიათი
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- დეპრესია
- ჰიპერმგრძნობელობა (მოიცავს ალერგიულ რექციებს)
- მხედველობის დარღვევა
- პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება (სტომატიტი) ან გემოს დარღვევა
- კუჭის დისკომფორტი ან კუჭის ტკივილი
- ღვიძლის პრობლემები, მათ შორის კანის და თვალის გუგების გაყვითლება (სიყვითლე)
- ქავილიანი გამონაყარი ან კანის დაწყლულება
- ოფლიანობა
- თირკმლის პრობლემები
- წონის მომატება
- სისხლის თეთრი უჯრედების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექცია.
- სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც იწვევს სისხლდენას და სისხლჩაქცევას უფრო ადვილად.
ძალიან იშვიათი
- მულტიფორმული ერითემა
- ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სხვა შესაძლო გვერდითი ეფეტები (უცნობი სიხშირის)
- სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში
- სითხის შეკავება
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაბნეულობა, კუნთების სპაზმი, შეტევები და კომა.
- პაციენტებში რომელთაც მანამდე ჰქონდათ ღვიძლის პრობლემები შეიძლება ძალიან შვიათად განვითარდეს ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება).
თუ შენიშნავთ გაუთვალისწინებელ გევრდით ეფექტებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5.რაბეზოლის შენახვის პირობები
რაბეზოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არანაკლებ 25℃. არ შეინახოთ მაცივარში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ რაბეზოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ რაბეზოლი თუ შენიშნავთ პროდუქტის ან შეფუთვის რაიმე სახის დეფექტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ილკო ილაჩ სან. ვე ტიქ. A.შ.
ვეისელ კარანი მაჰალლესი
ჩოლაკოღლუ სოკ. N: 10/34885
სანცაკტეპე/სტამბული-თურქეთი
მწარმოებელი ქარხანა:
ილკო ილაც სანაი ვე ტიქარეტ ა.შ.
3. ორგანიზე სანაი ბიოლგესი კიდდუსი კად.
23. სოკ. N: 1 სელჩუკლუ/კონია-თურქეთი










