გლიცერინის სუპ2100მგ მოზრ#12
გააზიარე:
გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის
2100 მგ გლიცერინი
1. გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის დახასიათება დაგამოყენება
გლიცერინის სუპოზიტორიები საფაღარათო საშუალებაა და გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან რექტოსკოპიამდე დეფეკაციის გასაადვილებლად. გლიცერინის სუპოზიტორიები ასტიმულირებს სწორი ნაწლავის ლორწოვანის სეკრეციას და ამავდროულად აინდუცირებს დეფეკაციის მექანიზმს.
2. მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გლიცერინის ან მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიებისრომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებისას:
- თუ გაქვთ ნაწლავის ან სწორი ნაწლავის სხვადასხვა მდგომარეობები (ჰემოროიდული კრიზისი, ანალური ნაპრალები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი). ნებისმერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიცერინის სუპოზიტორიებიმოზრდილებისთვის არის მხოლოდ ჰიგიენურ-დიეტური მკურნალობის დამხმარე საშუალება. დეფეკაციის მოსაწესრიგებლად, შეავსეთ თქვენი რაციონი ბოჭკოებითა და სითხეებით და შეასრულეთ ფიზიკური აქტივობები. მოერიდეთმოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების ხანგრძლივ გამოყენებას. ყაბზობის მკურნალობა არ უნდააღემატებოდეს 10 დღეს. თუ დროის ამ ინტერვალში თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების გასაადვილებლად, სუპოზიტორიები დაასველეთ ცივი წყლით.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა პრეპარატებს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებს.
მოზრდილებისთვის განკუთვნილ გლიცერინის სუპოზიტორიებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ გამოვლენილა ცნობილი ურთიერთქმედება მოზრდილებისთვის განკუთვნილ გლიცერინის სუპოზიტორიებსა და საკვებს ან სასმელს შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ ჩატარებულა კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში.
გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენება ორსულების და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტურად აუცილებელია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
გლიცერინის სუპოზიტორიებიმოზრდილებისთვის არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისმართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3. გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის გამოყენების წესი
გლიცერინის სუპოზიტორიებიმოზრდილებისთვის ინიშნება რექტალურად. საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზაა ერთი სუპოზიტორია.
სწორი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისთვის მომზადებისას:
- ერთი სუპოზიტორია, ჩარევამდე 5-30 წუთით ადრე.
ყაბზობის მკურნალობა არ უნდააღემატებოდეს 10 დღეს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის
გლიცერინის სუპოზიტორიებით დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებას
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა არ იმოქმედებს თქვენზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოზრდილებისთვის განკუთვნილმა გლიცერინის სუპოზიტორიებმაცშეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგი კონვენციის გამოყენებით:
- ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე);
- ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- იშვიათი (გავლენას ახდენს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად და უმეტესად ლოკალურია, გამოწვეული სუპოზიტორიების ხანგრძლივი გამოყენებით: ანალური წვის შეგრძნება და სწორი ნაწლავის განსაკუთრებით, შეგუბებითი ანთებები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი პრეპარატის ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის შენახვის წესი
არ გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის, შეფუთვაზე აღნიშნული EXP-ის გვერდით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
6. დამატებითი ინფორმაცია
გლიცერინის სუპოზიტორიები მოზრდილებისთვის შემცველობა
- მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 2100 მგ გლიცერინს.
- სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო ან გამჭვირვალე ტორპედოს ფორმის სუპოზიტორია, ცხიმიანი გლუვი ზედაპირით, ფუძისთვის დამახასიათებელი სუსტი სუნით.
პრეპარატი წარმოდგენილია ყუთებში 2 ალ/პე თერმოფორმირებული ფოლგით 3 ან 6 სუპოზიტორიით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)
1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, 707410, იასი,
რუმინეთი, ევროკავშირი.