დეტრივიტი ჟელი #50კაფს

დეტრივიტი ჟელი #50კაფს

58.34 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ველტ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129116
გააზიარე:

დეტრივიტი ჟელი #50კაფ

DETRIVIT JELLY

ბიოლოგიურადაქტიურიდანამატი (ბად)

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 ჟელი – 400 სე (10 მკგ) ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ჟელატინი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, მზესუმზირის ზეთი, კაროტინები, ქლოროფილების და ქლოროფილინების სპილენძის კომპლექსები, შავი სტაფილოს წვენის კონცენტრატი, ზამბახის ექსტრაქტი, ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატიზატორები, კარნაუბას ცვილი

არ შეიცავს გლუტენს, გმო-ს.

 

მოქმედებისმექანიზმი

D3 ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.  D3 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირებისა და ძვლებისა და კბილების კალციფიცირების პროცესში –უზრუნველყოფს ჯანმრთელი, მყარი ძვლებისა და კბილების ფორმირებასა და შენარჩუნებას. ასევე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით.

 

დეტრივიტიჟელირეკომენდებულია

· D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და დეფიციტის შესავსებად ბავშვებსა და მოზრდილებში;

· კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად;

· სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად;

· ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფორმირება/ფუნქციონირებისთვის;

·  მყარი და ჯანმრთელი კბილების ფორმირება/შენარჩუნებისთვის;

· იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;

· ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაავადებების საპროფილაქტიკოდ და დამხმარე თერაპიად;

· D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობების საპროფილაქტიკოდ და დამხმარე თერაპიად.

 

უკუჩვენებები

-    შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

-    ჰიპერვიტამინოზი D.

 

უსაფრთხოებისზომები

დეტრივიტი ჟელი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.

 

მიღებისწესიდადოზირება

გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან, პერორალურად – 1-2 ჟელი დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.

 

გვერდითიმოვლენები

მითითებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

შენახვისპირობები

ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვებისფორმა

ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50.