ნუმარენი 15მლ თვ/წვეთები

ნუმარენი 15მლ თვ/წვეთები

18.98 ლარი 16.13 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: კორეა
მწარმოებელი: ჰანლიმ.ფარმ.კო. ლტდ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსტრანი+ჰიპრომელოზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129021
გააზიარე:

ნუმარენი® თვალის წვეთები
ხელოვნური ცრემლები

შემადგენლობა:ყოველი 1 მლ შეიცავს

აქტიური: ჰიპრომელოზა (JP) …………………………….. 3 მგ
დექსტრანი 70 (KP) ……………………………………………….. 1 გ

დანამატი (კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) 0.05 მგ
სხვა დამხმარე საშუალებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
აღწერა:

უფერო და გამჭვირვალე ხსნარი თეთრ და გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში.

ჩვენებები:

თვალების სიმშრალე, რომელიც დაკავშირებულია ცრემლის და ლორწოს სეკრეციის ნაკლებობასთან.

დოზირებადამიღებისწესი:

ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თვალებში რამდენიმეჯერ თვალების გაღიზიანების სიმპტომების მიხედვით.

სიფრთხილისზომებიგამოყენებისას:

უკუნაჩვენებიაშემდეგპაციენტებში
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები.

გვერდითირეაქციები
თვალიდან გამონადენმა, ცრემლებმა ან ჰიპერემიამ შეიძლება გაამწვავოს თვალების მდგომარეობები და ამდენად შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის მიმართ.

ზოგადისიფრთხილისზომები
1) თუ პაციენტს განუვითარდა თვალის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები, თვალების გაღიზიანება ან სიწითლე, და თუ თვალების სიმშრალე გრძელდება 72 საათზე მეტ ხანს ან გაუარესდა, შეწყვტით გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

2) თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების ამოღება და მათი კვლავ გაკეთება მინიმუმ 30 წუთის შემდეგ

3) ამ პრეპარატის პერორალურად მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევის მისაღებად.

4) გახნის შემდეგ გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.

სიფრთხილისზომებიგამოყენებისას
1) გამოიყენება მხოლოდ ოკულარულად (თვალებში).

2) კონტეინერის წვერი არ უნდა შეეხოს პირდაპი ქუთუთოებს ან წამწამებს, რომ თავიდან იქნას აცილებული შემცველობის დაბინძურება თვალის გამონადენით ან სოკოებით (საფუარით).

3) არ გაუზიაროთ ეს პრეპარატი სხვებს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

 

სიფრთხილისზომებიშენახვისას
1) შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

2) მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს და შეინახეთ გრილ ადგილზე.

3) არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად და პრეპარატის ხარისხის შესანარჩუნებლად, არ გადაიტანოთ ხსნარი სხვა კონტეინერში.

შენახვა:

ჰერმეტული კონტეინერი, ოთახის ტემპერატურაზე (1-300C).

შეფუთვისერთეული15 მლ/ბოთლი

შეინახეთბავშვებისაგანმიუწვდომელადგილას.