დეპროქსი #10 რექტ.სუპოზ
გააზიარე:
დეპროქსი სანთელი რექტალური #10
შემადგენლობა
გრამინექსი G63+B ჯგუფის ვიტამინები.
დეპროქს 500 შეტანილია 2022 წლის ევროპის უროლოგთა ასოციაციის მოწოდებულ პროტოკოლში, როგორც შემდეგი ნოზოლოგიების სამკურნალო საშუალება:
- მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი;
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
- მცირე მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი;
- ქვემო საშარდე გზების სინდრომი (LUTS);
- წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები.
დეპროქს 500-ის სანთელს გააჩნია შემდეგი თვისებები:
- ანტიპროლიფერაციული თვისებები - განპირობებულია G63 (Graminex) სუპრესორული მოქმედებით NF-κB -ს ფოსფოლირებაზე (ძლიერი მიტოგენურ ინჰიბიტორული თვისება)
- ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ვლინდება ანთებითი ინტერლეიკინების სინთეზის დათრგუნვით (IL-6, IL-8, IL -1b, TNF), ასევე ციკლოოქსიგენაზას და 5 ლიპოქსიგენაზის სინთეზის დათრგუნვით;
- ანალგეზიური მოქმედება - ხორციელდება ტრანზიტორული პოტენციალის რეცეპტორებზე ზემოქმედებით.
დეპროქსის სანთლებით მკურნალობის შედეგად ინტერსტიციული ედემა და ფიბროზები განიცდის უკუგანვითარებას, რაც აქრობს დაავადებასთან ასოცირებულ კლინიკურ სიმპტომატიკას.
დეპროქსის სანთელი ხელს უწყობს სწორი ნაწლავის ლორწოვანის აღდგენას, წარმოქმნის დამცავ ბარიერს, რითაც ხელს უშლის მიკროორგანიზმების გავრცელებას.
ტკივილგამაყუჩებელი უნარი ანორექტალურ დონეზე დაკავშირებულია ტრანზიტორული პოტენციალის რეცეპტორებზე ემოქმედებასთან
დეპროქსის რექტალური სანთლის ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი (ბაქტერიული და არაბაქტერიული ეტიოლოგიის);
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
- მცირე მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი;
- ქვემო საშარდე გზების სინდრომი (LUTS);
- წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები.
დოზირება
1 რექტალური სანთელი, საღამოს ძილის წინ.