დეპროქსი 500 #30ტ
გააზიარე:
დეპროქსი 500მგ 30 ტაბლეტი
შემადგენლობა
დეპროქს 500-ის 2 ტაბლეტი შეიცავს:
გრამინექსი G63 - 1000 მგ, ნიაცინი - 18 მგ, რიბოფლავინი - 2,2მგ, ვიტამინი B6 - 2.0 მგ, ვიტამინი B1-1,4მგ, ფოლის მჟავა - 300მკგ, ვიტამინი B12 -1,0მკგ.
დეპროქს 500 შეტანილია 2022 წლის ევროპის უროლოგთა ასოციაციის მოწოდებულ
პროტოკოლში, როგორც შემდეგი ნოზოლოგიების სამკურნალოსაშუალება:
- მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი;
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
- მცირე მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი;
- ქვემო საშარდე გზების სინდრომი (LUTS);
- წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები.
დეპროქს 500-ის ტაბლეტს და სანთელს გააჩნია:
- ანტიპროლიფერაციული თვისებები განპირობებულია G63 (Graminex) სუპრესორული მოქმედებით NF-κB -ს ფოსფოლირებაზე (ძლიერ მიტოგენურ ინჰიბიტორული თვისება);
- ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ანთებითი ინტერლეიკინების სინთეზის დათრგუნვით (IL-6, IL-8, IL -1b, TNF), ასევე ციკლოოქსიგენაზას და 5 ლიპოქსიგენაზის სინთეზის დათრგუნვით;
- ანალგეზიური მოქმედება - ხორციელდება ტრანზიტორული პოტენციალის რეცეპტორებზე ზემოქმედებით.
დეპროქსის სანთლებით მკურნალობის შედეგად ინტერსტიციული ედემა და ფიბროზები განიცდის უკუგანვითარებას, რაც აქრობს დაავადებასთან ასოცირებულ კლინიკურ სიმპტომატიკას
დეპროქსის სანთელი ხელს უწყობს სწორი ნაწლავის ლორწოვანის აღდგენას, წარმოქმნის დამცავ ბარიერს, რითაც ხელს უშლის მიკროორგანიზმების გავრცელებას.
ტკივილგამაყუჩებელი უნარი ანორექტალურ დონეზე დაკავშირებულია ტრანზიტორული პოტენციალის რეცეპტორებზე ზემოქმედებასთან.
დეპროქსის აქტიური ნივთიერება G63(GRAMINEX) იწარმოება მხოლოდ აშშ-ში და დაცულია პატენტით
G63(GRAMINEX)-ის დაპატენტების ტექნოლოგია გულისხმობს აქტიური ნივთიერების ექსტრაქციას ციტოპლაზმიდან გარეთა მემბრანის ხელშეუხებლად.
შესაბამისად, ციტოპლაზმური G63(GRAMINEX) თავისუფალია ალერგენებისგან და ხასიათდება ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობით და ეფექტურობით. უკანასკნელი 7 წლის ყველა კვლევასა თუ გაიდლაინში დადასტურებულია, რომ GRAMINEX G63 -ფორმა არის ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და რეკომენდებული საშუალება:
- პროსტატიტების,
- პროსტატის ჰიპერპლაზიის,
- ქვემო საშარდე გზების სინდრომის (LUDS),
- მცირე მენჯის ღრუს ტკივილის დროს.
G63-GRAMINEX- კვლევებით დადასტურებულია როგორც უსაფრთხო და ეფექტური საშუალება მათ შორის იმ პროსტატიტების საკურნალოდ, რომელიც თანდართულია ქვედა საშარდე გზების სინდრომით (LUTS) 1.
პაციენტებში და ფიქსირდა შემდეგი მონაცემები:
ტკივილი: • აბსოლუტური გაქრობა 52%-ში • მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 76%-ში |
ნოქტურია: • აღმოფხვრა 57%-ში • გაუმჯობესება 92%-ში |
სხვა მონაცემები: • ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირება 47%-ით • დაავადებასთან ასოცირებული დისკომფორტის გაუმჯობესება 81%-ში |
დეპროქსსგააჩნია:
100 -ზე მეტი კლინიკური კვლევა;
აკრედიტებული კლინიკური კვლევები უშუალოდ დეპროქსს 500-ზე;
პრეპარატის გამოშვებიდან პირველივე წელს დეპროქს 500-ზე, პლაცებო კონტროლირებად, რანდომიზირებულ, ორმაგი ბრა კლინიკურ კვლევაში ჩართული იყო 3 347 პაციენტი, რომელთა მკურნალობაც წარმატებით დასრულდა.
დეპროქსის ტაბლეტის ჩვენებები
- მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი (ბაქტერიული და არაბაქტერიული ეტიოლოგიის);
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია;
- მცირე მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი;
- ქვემო საშარდე გზების სინდრომი (LUTS);
- წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები.
დოზირება
დეპროქს 500-ის 2 ტაბლეტი (ერთჯერადი მიღებით) დღეში.