გავისკონი 200მლ სუსპ(თურქ)
გააზიარე:
გავისკონი 200მლ სუსპ(თურქ)
საერთაშორისოდასახელება
ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კალციუმის კარბონატი
(sodium alginat, sodium hidrocarbonate, calcium carbonate).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი
ანტაციდური საშუალებები|.
შემადგენლობადაგამოშვებისფორმა
სუსპენზია 150 მლ.
10 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 500 მგ,
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი- 267 მგ
კალციუმის კარბონატი - 160 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინატი, მწარე პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
წებოვანი სუსპენზია, თითქმის თეთრიდან ჩალისფერამდე, პიტნის სუნით.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
შიგნით მიღებისას გავისკონი სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავა შემადგენლობაზე. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, რომელიც ხელს უშლის გასტროეზოფაგული რეფლუქსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში, გელი უფრო მეტი ალბათობით, ვიდრე კუჭის შიგთავსი, ხვდება საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ გავისკონის მოქმედების მექანიზმი სისხლის სისტემურ დინებაში შეწოვაზე დამოკიდებული არ არის.
ჩვენებები
დისპეფსიის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან (გულძმარვა, ბოყინი), საკვების მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მათ შორის, ორსულობის პერიოდში.
მიღებისწესებიდადოზები
მიიღება შიგნით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10-20 მლ საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 80 მლ.
6-12 წლის ბავშვები: 5-10მლ საკვების მიღებათა შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 40 მლ.
უფროსი ასაკის პაციენტებისათვის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
გვერდითიმოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობადალაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გავისკონის გამოყენება შესაძლებელია.
განსაკუთრებულიმითითებები
10 მლ სუსპენზია შეიცავს 141 მგ (6.2 მმოლი) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია მარილის ძალიან შეზღუდული შემცველობით დიეტის დაცვის აუცილებლობისას, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
7 დღის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების არარსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ზეგავლენაავტომანქანისმართვისადამექანიზმებთანმუშაობისუნარზე არ გააჩნია.
ჭარბიდოზირება
შესაძლოა აღინიშნოს მუცლის შებერილობა. მკურნალობა სიმპტომურია.
სხვაწამლებთანურთიერთქმედება
ცნობილი არ არის.
შენახვისპირობებიდავადები
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
3 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
აფთიაქშიგაცემისწესი
რეცეპტის გარეშე.