ოქსიფორი 25მლ ფლ
გააზიარე:
ოქსიფორი
შემადგენლობა :
კალიუმ ქლორიკუმი D4;
სტაბილიზატორი: ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1% ხსნარი;
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება;
ჩვენებები :
გამოიყენება როგორც სიმტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს:
- · ვეგეტო–ვასკულარული დისტონია;
- · გულ–სისხლძარღვთა დაავადებები;
- · სასუნთქი გზების დაავადებები:
- · საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, მათ შორის სტომატიტების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი მოვლენების დროს;
- · ორსულთა ტოქსიკოზი;
- · ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება);
მიღების წესი და დოზირება :
მიიღება პერორალურად – 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ჭამის წინ 15–30 წუთით ადრე 3–ჯერ დღეში 3–4 კვირის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2 კვირიანი ინტერვალის შემდეგ.
გარეგანი გამოყენება – საფენები ხსნარის სახით: 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში დღეში 2–3–ჯერ;
უკუჩვენება :
არ არის დადგენილი;
გვერდითი მოვლენები :
არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა :
ფლაკონებში 25მლ.
შენახვის პირობები :
2 წელი.
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა : „ბიოფარმიL”, საქართველო.










