თურმანიძე პლუსი40გ საბავშ.მალ
გააზიარე:
„თურმანიძე + მალამო ბავშვებისთვის“
პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი , დამხმარე ნივთიერება ფიჭვის ფისი, სამედიცინო ცარცი.
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, კანის გაღიზიანების, მაცერაციის, გამოყელვის დროს და მათი პროფილაქტიკისათვის ერთჯერადი საფენების გამოყენებისას.
უკუჩვენება : არ არის დადგენილი.
არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას
გამოყენების წესი : დაზიანებულ მიდამოზე მალამოს თხელი ფენის შეზელვა ხდება დღეში ორჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებების ხარისხზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები): საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები : ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30გ ან 40გ მალამო მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში. ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა : 5 წელი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’; www.turmanidzeplus.ge










