კაროტოლინი 100მლ ფლ

კაროტოლინი 100მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ასკილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1287
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კაროტოლინი

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ნარინჯისფერი, ზეთოვანი სითხე დამახასიათებელი სუნითა და მწარე გემოთი, რომელიც პრაქტიკულად არ იხსნება წყალში.

შემადგენლობა: კაროტინოიდები არა ნაკლებ 120 მგ%;

დამხმარე ნივთიერებები: უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტოკოფეროლი, ფლავონოიდები.

გამოშვების ფორმა: ზეთოვანი ხსნარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ათქ კოდი D03A X 50**.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კაროტოლინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და რეპარაციული ეფექტები კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისას.
   
ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენება: კაროტინი ინიშნება ტროფიკული წყლულის, ეგზემის, ზოგიერთი ერითროდერმიის სახის (ფსორიაზული, დესქვამატური), ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებები, კანის სხივური დაზიანებებისას.
  
მიღების წესი და დოზირება: კაროტოლინი გამოიყენება გარეგანად. დაზიანებულ უბანზე 1-2-ჯერ დღეში  ათავსებენ პრეპარატით გაჟღენთილ საფენს, რომელსაც აფიქსირებენ. აპლიკაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ფორმის, მისი სიმძიმის, პრეპარატის გამოხატული თერაპიული მოქმედებით. ლორწოვანი გარსის დაზიანებებისას (რექტიტები, ვაგინიტები) გამოიყენება კაროტოლინის ინსტილაციები. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობას იმეორებენ.
 
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშევბისაგან დაცულ ადგილას არა უმეტესად +20° C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 50, 100 მლ ფლაკონებში.

მწარმოებელი ფირმა: “ბიოსტიმულატორი” (უკრაინა)

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)