ფიჭვის გირჩების და მტვრის სიროფი 100მლ
გააზიარე:
ფიჭვის გირჩების და მტვრის სიროფი
Pine cone and pollen sirup
ხველების და გაციების საწინააღმდეგო სიროფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ფიჭვის გირჩების სქელი ექსტრაქტი 0,01მლ
ფიჭვის მტვრის სქელი ექსტრაქტი 0,01გ
ბეგქონდარას სქელი ექსტრაქტი 0,01მლ.
დამხმარე ნივთიერებები: 64 გ შაქარი, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ სიროფის მისაღებად.
გამოყენება
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.ფიჭვის გირჩების და მტვრის სიროფი წარმოადგენს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს გაციების დროს ყველანაირი ტიპის ხველებისათვის, ასევე ხასიათდება ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედებით. იგი აძლიერებს იმუნიტეტს და წარმოადგენს ვიტამინების, მიკრო- და მაკრო-ელემენტების წყაროს, როგორიცაა A, D3, E, B1, B2, B3, B5, B6, C ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, სილიციუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი, მანგანუმი, მოლიბდენი და ა. შ. დაახლოებით შეიცავს 30 ელემენტს. ასევე შეიცავს ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, ამინომჟავებს, კაროტინს, ანტიოქსიდანტებს.
უკუჩვენება: არ გააჩნია.
უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ორსულობა ლაქტაცია:ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.
გამოყენების მეთოდები და დოზები
2 წლიდან 6 წლამდე ბავშვებში 1 ჩაის კოვზი3-ჯერ დღეში,
6 წლიდან 16 წლამდე ასაკში 1 დესერტის კოვზი 3-ჯერ დღეში,
16 წლიდან 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლივობა 10 დღიდან 21 დღემდე.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
100მლ პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.