რიბოლიზინი 10მლ თვ.წვეთები
გააზიარე:
რიბოლიზინი
RIBOILISIN®
რიბოლიზინი წარმოადგენს იზოტონურ ოფთალმოლოგიურ საშუალებას ვიტ. B2-ით,
ჰიალურონის მჟავით და ამინომჟავებით. არ შეიცავს კონსერვანტებს. აღადგენს რქოვანას
და აუმჯობესებს საცრემლე გარსის მდგომარეობას.
შემადგენლობა:
ვიტამინი B2 (რიბოფლავინ ფოსფატი) 0,05გ
L პროლინი 0,0752 გ
L გლიცერინი 0,0140 გ
L ლიზინი 0,0140 გ
L ლეიცინი 0,0108 გ
ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 0,1500 გ
ბორის მჟავა
ნატრიუმის ტეტრაბორატი
ნატრიუმის ქლორიდი
ხსნარისPH არის 7.2
ფარმაკოლგიური მოქმედება:
ვიტამინი B2
- თამაშობს გადამწყვეტ როლს რქოვანას ზედაპირული სტრუქტურების ეპითელური უჯრედების და სტრომის განვითარებასა და შენარჩუნებაში.
- მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ და ენერგეტიკულ პროცესში
- თამაშობს კოფაქტორის როლს ფერმენტულ რეაქციებში, რომლებიც ზრდიან ამინომჯავების ათვისების ეფექტურობას
- უზრუნველყოფს ეპითელიუმის ეფექტურ დაცვას, რომელიც მუდმივად იმყოფება სხვადასხვა სახის სტრესის ზემოქმედების ქვეშ. იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ქროს ლინქინგის ოპერაციის შემდეგ, რითაც ინარჩუნებს სტრომის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
რიბილიზინის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები:
- წარმოადგენენ სუბსტრატს ახალი უჯრედების წარმოქმნისა და უჯრედგარე მატრიქსის სინთეზისისთვის.
- აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანებების განვითარებას.
- უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილების სტრუქტურულ მდგრადობას.
- აუმჯობესებს თვალის ზედაპირის ტროფიკას, ეწინააღმდეგება ანთებისა და გაღიზიანების განვითარებას.
ჰიალურონის მჟავა:
- ასტიმულირებს რეეპითელიზაციის პროცესებს რქოვანას და კონიუნქტივას, დაზიანების შემთხვევაში.
- ზრდის უჯრედგარე მატრიქსში ენდოგენური ჰიალურონის მჟავას შემცველობას.
- ზრდის პრეპარატის კონტაქტის დროს თვალის ქსოვილებთან.
ბორის მჟავა:
- ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის. ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.
ნატრიუმის ტეტრაბორატი:
- ბორის მჟავას წარმოებულია, რომელიც იგივე ანტიმიკრობული აქტივობით ხასიათდება. ასევე აქვს ბუფერული თვისებები, რაც აიოლებს კონტაქტური ლინზის ტარებას და ინარჩუნებს ბუნებრივი ცრემლის pH-ს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
- პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე
- დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოერიდეთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან.
- გამოყენების შემდეგ დაახურეთ მჭიდროდ, არ გამოიყენოთ გახსნიდან 30 დღის შემდეგ
- არ გამოიყენოთ თვალის ინფექციების დროს
- არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
- შეინახეთ 4°C დან 25°C მდე ტემპერატურულ შუალედში.
- შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
- განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის
გვერდითი ეფექტები:
რიბოლიზინის გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
დოზირება:
1-2 წვეთი 4 ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა:
10 მლ თვალის წვეთი
მწარმოებელი: Fidia Farmaceutici S.p.A.- იტალია