ჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ (ნეოფ)

ჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ (ნეოფ)

9.99 ლარი 8.50 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ორკბილას ბალახი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 128448
გააზიარე:


ჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ

შემადგენლობა

სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.

გ/100მლ
აქტიური სუბსტანცია:
ორკბილას ბალახი (Herba bidentis) _ 100,0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% _ 15მლ,
გამოხდილი წყალი _ საჭირო რაოდენობით
100,0გ ექსტრაქტის მისაღებად;
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც განპირობებულია ორკბილას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდური ნაერთებით (ფლავონები და ხალკონები) ასევე, მთრიმლავი ნივთიერებებით, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები. პრეპარატის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებს ორკბილაში მანგანუმის შემცველობაც.
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენებები
გარეგანი გამოყენებისთვის.
• ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
• ეგზემა;
• ფსორიაზი;
• ფურუნკული;
• პიოდერმია.

მიღების წესები და დოზები
ყურადღება!
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
აბაზანის მოსამზადებლად ,,ჭუპა-ჭუპა’’-ს 20მლ იხსნება 10ლ წყალში.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.


შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15_25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.