დავი HA #30ტ
გააზიარე:
დავი HA 30 ტაბლეტი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ჰიალურონის მჟავა, ალფა-ლიპოის მჟავა, მაგნიუმი, ვიტამინი B6, ვიტამინი D.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
დავი® HA-ის კომპონენტების ფუნქციური დანიშნულება
ჰიალურონის მჟავა - ბუნებრივი პოლიმერია, რომელიც მიეკუთვნება გლიკოზამინოგლიკანების (GAGs) ჯგუფს. პოლიმერები შედგება განმეორებითი დისაქარიდის ერთეულებისგან, რომლებიც აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული მთლიანობისთვის. ჰიალურონის მჟავა არის საყოველთაოდ ცნობილი გლიკოზამინოგლიკანი, გააჩნია უნივერსალური გავრცელება და მისი ფიზიოლოგიური მოქმედებები ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში. რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ჰიალურონის მჟავა, რომლის დონეც მაღალია საშვილოსნოს ყელში, ფუნდამენტურ როლს ასრულებს ფიზიოლოგიური ორსულობის შენარჩუნებაში.
ალფა-ლიპოისმჟავა, რომელსაც ასევე თიოქტის მჟავას უწოდებენ, ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ფიზიოლოგიურად წარმოიქმნება ორგანიზმში და გვხვდება ბევრ საკვებში. თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვების აუტანლობისა და არაადეკვატური კვების რეჟიმის გამო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიზიოლოგიური ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (მაგალითად გლუტათიონის) აღდგენას. სამეანო სფეროში, α-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტური მოქმედება სასარგებლოა საშვილოსნოს გაძლიერებულ შეკუმშვებთან დაკავშირებული ოქსიდაციური (ჟანგვითი) პროცესების საწინააღმდეგოდ.
მაგნიუმი - ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტების ბალანსს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლილობის შემცირებას, ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას, ფსიქოლოგიური ფუნქციის, ძვალ-სახსროვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B6 (ან პირიდოქსინი) - წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც გვხვდება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვებში. ორგანიზმში ის გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად, რომელთა ფოსფორილირების შემდეგ წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ფორმა და მოქმედებს როგორც კოენზიმები სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებში. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობისა და გადაღლილობის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონალური აქტივობისა და ფსიქოლოგიური ფუნქციის რეგულირებას.
გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას უჯრედის შიგნით.
ვიტამინი D - ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გესტაციის პერიოდში. ვიტამინი D ხელს უწყობს იმუნური სისტემის მუშაობას, რაც აუცილებელია სასურველი ორსულობისთვის. ფაქტობრივად, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა კავშირი ორსულობის დროს D ვიტამინის ადეკვატურ დონესა და დედის, ნაყოფისა და ახალშობილის მხრივ დადებით გამოსავალს შორის. ვიტამინი D ხელს უწყობს კუნთების ფუნქციის შენარჩუნებას და საშვილოსნოს მოსვენებით უზრუნველყოფას.
დავი® HA-ს გამოყენება
დავი® HA საკვები დანამატია. იგი დაფუძნებულია ჰიალურონის მჟავაზე, α-ლიპოის მჟავაზე, მაგნიუმზე, ვიტამინ B6-ზე და D ვიტამინზე, რომელიც სასარგებლოა მის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებების დამატებითი წილის უზრუნველსაყოფად, დიეტით შემცირებული საკვების მიღების ან მათზე გაზრდილი საჭიროების შემთხვევაში.
მისი კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე, დავი® HA შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების შენარჩუნება სამეანო–გინეკოლოგიურ კლინიკურ პრაქტიკაში.
დავი® HA-ის მიღების წესი
რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტის მიღება.
შეფუთვა
30 შემოგარსული ტაბლეტი 1,07 გ.
გაფრთხილება
საკვები დანამატები არ არის გამიზნული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენებისას კონსულტაციისთვის მიმართ ექიმს.
იშვიათ შემთხვევებში, ალფა-ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა ეხება გაუხსნელ შეფუთვაში სათანადოდ შენახულ პროდუქტს.
მწარმოებელი
LO.LI. Pharma International.
იტალია