
ანგინ-ჰეელი SD #50ტ
გააზიარე:
ანგინ-ჰეელი SD #50ტ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვებისფორმა
50 ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს Hydrargyrum bicyanatum D8 – 30 მგ, Phytolacca americana D4 – 30 მგ, Apis mellifica D4 – 30 მგ, Arnica Montana D4 – 30 მგ, Hepar sulphuris D6 – 60 მგ, Solanum dulcamara D4 – 60 მგ, Atropa belladonna D4 – 60 მგ, ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება
ანგინა, ტონზილოგენური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ტონზილარული საცობები; მეორადი (ტონზილოგენური) კარდიომიოპათია, გადატანილი ანგინის შემდგომი გართულებები; ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების პროფილაქტიკა.
მიღებისწესიდადოზირება
ტაბლეტები მიიღება სუბლინგვალურად. ბავშვები 12 წლის ზემოთ და მოზრდილები – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
ბავშვები 6-დან 11 წლამდე – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში;
ბავშვები 1-დან 5 წლამდე – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მწვავემდგომარეობისას:
ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1 ტაბლეტი – ყოველ ნახევარ ან 1 საათში – 12 მიღებამდე. შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა.
ბავშვებში 6-დან 11 წლამდე – 1 ტაბლეტი – ყოველ 1 ან 2 საათში – 8 მიღებამდე. შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა.
ბავშვებში 1-დან 5 წლამდე – 1/2 ტაბლეტი ყოველ 1 ან 2 საათში – 12 მიღებამდე. შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, მაგ., არნიკას (რთულყვავილოვანთა) ოჯახის მცენარეების მიმართ. არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობალაქტაცია
გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითიეფექტი
შესაძლოა ალერგიული რეაქციები და გაძლიერებული ნერწყვდენა Hydrargyrum bicyanatum (ვერცხლისწყალი) მოქმედების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მოხდეს ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებულიმითითება
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყება მკურნალობა მწვავე მდგომარეობისას, მით სწრაფად დგება გამოჯანმრთელების ეფექტი და მით მოკლეა მკურნალობის კურსი. კლინიკური სურათის სრული ნორმალიზაციის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება გაგრძელდეს კიდევ 3-5 დღე ორგანიზმის სრული დეზინტოქსიკაციის მიზნით.
სხვამედიკამენტებთანურთიერთქმედება
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შენახვისპირობები
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდანგაცემისპირობა
გაიცემა ურეცეპტოდ.