სმექტა(სმექტიკა მედი)3გ ფხ#10პ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
( ინფორმაცია სპეციალისტებისათვის)
სმეკტიკა მედი
სავაჭრო დასახელება : სმეკტიკა მედი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Diosmectite
აღწერა:
ფხვნილი მორუხო-თეთრიდან მოყავისფრო-ყვითელ ფერამდე.
შინაგანად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი: სუსპენზია რუხი ფერის ყავისფერი ელფერით ფირთოხლის სუნით.
შინაგანად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი (არომატიზატორის გარეშე) : სუსპენზია რუხი ფერის ყავისფერი ელფერით.
შემადგენლობა:
1 პაკეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება : დიოექტაედრული სმეკტიტი-3გ.
დამხმარე ნივთიერებები :
შინაგანი გამოყენების სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი: ასპარტამი, არომატიზატორი „ფორთოხალი“ (მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული სახამებელი (E-1450), ბუტილჰიდროქსიანიზოლი, არომატული კომპოზიცია), შაქარი (ექსტრა ).
შინაგანი გამოყენების სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი (არომატიზატორის გარეშე): ასპარტამი, შაქარი (ექსტრა).
გამოშვების ფორმა: შინაგანი გამოყენების სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები. ნაწლავური ადსორბენტები. დიოსმეკტიტი.
ათქ კოდი: A07BC05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება, წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის
ალუმოსილიკატს, გააჩნია გამოხატული სორბციული ( დისკოიდურ-კრისტალური სტრუქტურის ხარჯზე) და შემომგარსველი (დენადობის მაღღალი დონის შედეგად) თვისებები.
სმეკტიკა მედი, ურთიერთქმედებს რა ლორწოს გლიკოპროტეინებთან, ზრდის მის წინააღმდეგობის უნარს გამაღიზიანებლების მიმართ. ახდენს პროტექტულ მოქმედებას საყლაპავი მილის, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე (ასტაბილურებს ლორწოვან ბარიერს. ქმნის პოლივალენტურ კავშირებს ლორწოს გლიკოპროტეინებთან, ზრდის ლორწოს ფუნქციონირების ხანგრძლივობას და აპოტენცირებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის H+ იონების, ნაღვლის მარილების, კუჭ-ნაწლავის მიკროორგანიზმების, მათი ტოქსინებისა და სხვა გამაღიზიანებლებისაგან დაცვას.
სმეკტიკა მედი წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც გამჭვირვალეა გამოსხივებისათვის, არ ღებავს განავალს და თერაპიულ დოზირებებში გამოყენებისას არ ცვლის ნაწლავებში ფიზიოლოგიური ტრანზიტის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
სმეკტიკა მედი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და არ ექვემდებარება მეტაოლიზმს.
გამოყენების ჩვენებები
-2 წელზე უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის სიმპტომური მკურნალობა პერორალური რეჰიდრატაციის ხსნართან კომპლექსური თერაპიის დროს .
- მოზრდილებში ქრონიკული ფუნქციური დიარეის სიმპტომური მკურნალობა.
-მუცლის ტკივილის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია
ნაწლავების ფუნქციურ დარღვევებთან მოზრდილებში.
გამოყენების წესი
გამოყენებამდე პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალში სუსპენზიის მიღებამდე.
სამკურნალო საშუალების მიღება უმჯობესია :
-საკვების მიღების შემდეგ ეზოფაგიტების დროს;
- საკვების მიღებებს შორის ინტერვალში სხვა ჩვენებების დროს.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის :
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 50 მლ წყალში და გადანაწილდეს რამდენიმე მიღებაზე დღის განმავლობაში ან გულდასმით უნდა შეურიოთ რომელიმე ნახევრად თხევად პროდუქტს: ბულიონს, კომპოტს, პიურეს, ბავშვთა კვებას.
ზრდასრულებისათვის:
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა (100 მლ) წყალში.
დოზირება
მწვავე დიარეის მკურნალობა:
-ბავშვები 2 წლიდან და ზევით: 4 პაკეტი დღეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 2 პაკეტი დღეში;
-მოზრდილები: საშუალოდ 3 პაკეტი დღეში. მკურნალობის დასაწყისში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
სხვა ჩვენებები:
-მოზრდილები: საშუალოდ 3 პაკეტი დღეში.
მკურნალობის რეკომენდებული კურსი -3-7 დღეა.
ერთი ან რამოდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში სამკურნალო საშუალების მიღება უნდა აღდგეს ჩვეულ რეჟიმში.დოზის გაორმაგების გარეშე.
გვერდითი მოქმედება
ქვევით მოცემული არასასურველი რეაქციების სიხშირის განსაზღვრისათვის გამოყენებულია შემდეგი შენიშვნა: ხშირად (>1/100 - <1/10), არახშირად (>1/1000 - < 1/100).
იქნა მოწოდებული ინფორმაცია სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ გვერდითი რეაქციების შესახებ ბავშვებში და მოზრდილებში. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, იყო უმნიშვნელო, მოკლე ვადიანი და ძირითადად, დაკავშირებული საჭმლის მომნელებელ სისტემასთან.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი - ყაბზობა, რომელიც, როგორც წესი, ლაგდებოდა სამკურნალო საშუალების დოზის კორექციის შემდეგ, თუმცა რამოდენიმე შემთხვევაში გახდა საჭირო მკურნალობის შეწყვეტა; არახშირი - მეტეორიზმი, ღებინება.
შემოვიდა ინფორმაცია სამკურნალო საშუალების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება) და ყაბზობის გამწვავების შემთხვევებზე.
უკუჩვენებები
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
-ნაწლავური გაუვალობა;
-ფენილკეტონურია.
დოზის გადაჭარბება
შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
დღესდღეობით ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე იმ სამკურნალო საშუალებების მოხმარებისას, რომელთა შემადგენლობაშიც შედის დიოქტაედრული სმეკტიტი, არ არსებობს.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს გამოხატულ ყაბზობასა ან ბეზოარის ფორმირებამდე.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში მძიმე ქრონიკული ყაბზობის მქონე პაციენტებში.
მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული კომპლექსურად ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის წინასწარ მიღებასთან ერთად გაუწყლოვანების თავიდან აცილების მიზნით.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის გამოყენებას, მწვავე დიარეის მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს ხსნარის გამიყენება პერორალური რეჰიდრატაციისათვის.
მოზრდილებში რეჰიდრატაცია ინიშნება საჭიროებისამებრ.
ორალური ან ინტრავენური რეჰიდრატაციული ხსნარით რეჰიდრატაციის ხანგრძლივიბის ვადა განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობის, ასაკისა და პაციენტის თავისებურებებიდან გამომდინარე.
პაციენტი უნდა იქნას ინფორმირებული მლაშე და ტკბილი ხსნარებით რეჰიდრატაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რაც საჭიროა დიარეის გამო დაკარგული სითხის აღსადგენად (ზრდასრულებისათვის სითხის მოხმარების ყოველდღიური ნორმა 2 ლიტრამდეა). დიარეის დროს აუცილებელია თვალყური ვადევნოთკვების რაციონს, რაციონიდან უნდა იქნას გამორიცხული უმი ხილი და ბოსტნეული, ცხარე და შემწვარი საკვები, კონსერვირებული პროდუქტები და სასმელები.
სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას. სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებილი გლუკოზისა და გალაქტოზის შეწოვის დარღვევის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის ფრუქტოზის აუტანლობით.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული .
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებით მართვის უნარზე
ავტომობილის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე სამკურნალო საშუალების გამოყენების ზეგავლენის შესაფასებლად კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სმეკტიკა მედთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს სხვა სამკურნალო პრეპარატის აბსორბციის სიჩქარე და დონე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად.
სმეკტიკა მედისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 საათზე მეტს (თუ ეს შესაძლებელია ).
შენახვის პირობები
ნესტისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზი.
ვარგისობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
შეფუთვა
5 გ ფხვნილი კომბინირებული მასალისგან დამზადებულ პაკეტში (ქაღალდი, პოლიეთილენი, ალუმინის ფოლგა, პოლიეთილენი), დალუქულია 4 მხრიდან.
ათი პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
უცხოური სამრეწველო უნიტარული საწარმო „მედ-ინტერპლასტი“, 222603, ბელორუსიის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. ნესვიჟი, ლენინსკაიას ქუჩა, 115, ოთახი 204.










