ჰიდრო-ბალანსი #20ტ.შუშხ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ჰიდრო-ბალანსი
Hydro-BALANCE
საკვები დანამატი
შემადგენლობა: ჰიდრო-ბალანსის ერთი შუშხუნა ტაბლეტი (4,3 გ) აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: ნატრიუმი – 264 მგ, კალიუმი – 100 მგ, დექსტროზა – 400 მგ, ჩ ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – 60 მგ და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, რიბოფლავინები, ჭარხლის კონცენტრატი.
მოქმედების მექანიზმი: ჰიდრო-ბალანსი წარმოადგენს ჩ ვიტამინის, კალიუმის, ნატრიუმისა და დექსტროზის კომბინაციას.
Nა+ (ნატრიუმი) – წარმოადგენს ორგანიზმის სითხეების უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. იგი არეგულირებს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ბალანსს. ასევე მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემისა და კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის პროცესში. ახდენს ნატრიუმის დეფიციტის პრევენციას სითხის დანაკარგით მიმდინარე ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა დიარეა, ღებინება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა (ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის დროს), მზის ინსოლაცია, რუჯი.
K+ (კალიუმი) – მნიშვნელოვანი მიკროელემენტია გულის, კუნთების, თირკმლის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის. ახდენს კალიუმის დეფიციტის პრევენციას სითხის დანაკარგით მიმდინარე ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა დიარეა, ღებინება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა (ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის დროს), მზის ინსოლაცია, რუჯი.
დექსტროზა – წარმოადგენს მარტივ ნახშირწყალს, რომელიც ნიშვნელოვანი ენერგიის წყაროა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ვარჯიშის და აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროს.
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) – წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თავისთავად ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მისი მიღება საკვებით ან ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის სახით. С ვიტამინს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდაციური თვისებები. იგი ახდენს თავისუფალი რადიკალების (ოქსიდანტების) შებოჭვას, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ასევე რკინის მეტაბოლიზმში. ზრდის არაჰემური რკინის აბსორბციას. С ვიტამინს ასევე გააჩნია გამოხატული იმუნომოდულაციური ეფექტი. იგი ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას და ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების გამრავლებას. С ვიტამინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზზე და ამით ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცების და რეგენერაციის პროცესებს. გააჩნია ანტიაგრეგანტული მოქმედება. მონაწილეობს ქოლესტერინის ცვლაში, ატფ-ის სინთეზში. С ვიტამინი აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.
ჩვენებები:
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია (მათ შორის ნაბახუსევთან დაკავშირებული)
- ჭარბი ოფლიანობა (სხეულის მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში)
- მზის ჭარბი ინსოლაცია (რუჯი, სხეულის გადახურება, მზის დარტყმა)
- ასთენია
- ცხელებით მიმდინარე მდგომარეობები
- დიარეა
- ღებინება
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა ჰიდრო-ბალანსში შემავალი კომპონენტების მიმართ
- ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
სიფრთხილის ზომები:
ჰიდრო-ბალანსი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.
1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში. სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-250ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტი №20 (ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორით)
მწარმოებელი:
Idee PharmaWelt GmbH,
WESTHAFENSTR.1, D-13353,
berlini, germania