ფლუკონაზ(ლუნ-ზოლაქსი)150მგ#1კ

ფლუკონაზ(ლუნ-ზოლაქსი)150მგ#1კ

3.30 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანოველ ილაჩ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუკონაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 127978
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ზოლაქსი 150 მგ კაფსულა

განკუთვნილია ორალური (პირის) გზით მიღებისთის

  • მოქმედი ნივთიერება: თითოეული კაფსულა 150 მგ ფლუკონაზოლს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (მსხვილფეხა რქოსანისგან წარმოებული ლაქტოზა), სახამებელი, კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანისგან წარმოებული ჟელატინი), ტიტანის დიოქსიდი (E171).

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

• აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

• დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

• აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

• აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

• წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება ზოლაქსი?
  2. ზოლაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება ზოლაქსი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. ზოლაქსის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ზოლაქსი?

ზოლაქსი, თეთრი ფერის, ჰომოგენური ფხვნილის შემცველი, N1 თეთრი ოპაკური, მკვრივი ჟელატინის კაფსულაა. პრეპარატი წარმოდგენილი 1,2 და 12 კაფსულიან შეფუთვებში.

ზოლაქსი, ანტიფუნგალურის სახელით წოდებული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოყენებული წამლის ჯგუფში შემავალი პრეპარატია.

ზოლაქსი ზრდასრულებში გამოიყენება ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ:

- კრიპტოკოკული მენინგიტი (თავის ტვინის გარსების სოკოვანი ინფექცია)

- კოქსიდიოიდომიკოზი (ხეობის ცხელების სახელით ცნობილი, სხეულში ფილტვების გზით მოხვედრილი სოკოთი გამოწვეული დავადება)

- კანდიდას სახელით წოდებული სოკოს სახეობით გამოწვეული და სისხლის მიმოქცევაში, სხეულის ორგანოებში (მაგ.გული, ფილტვები) და ან საშარდზე გზებში არსებული ინფექციები

- ლორწოვანის რძიანა (პირის ღრუში და ან ხახაში განვითარებული სოკოვანი ინფექცია)

- სასქესო ორგანოების რძიანა (ქალებსა და ან მამაკაცებში სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია)

- კანის ინფექციები (მაგ.სპორტსმენის ტერფის სახელით წოდებული ფეხის სოკო, ალოპეცია, საზარდულის სოკო, ფრჩხილის სოკო)

ზოლაქსი ზრდასრულებში გამოიყენება ქვემოთ მოცემული დაავადებების პროფილაქრიკური მკურნალობისთვის:

- კრიპტოკოკული მენინგიტის განმეორებით გამოვლინების თავიდან აცილებისთვის

- ლორწოვანის რძიანას განმეორებითი გამოვლინების თავიდან აცილებისთვის

- საშოს რძიანას განმეორებით გამოვლინების თავიდან აცილებისთვის

- კანდიდას სახელით წოდებული სოკოთი გამოწვეული ინფექციებისგან დაცვისთვის ( სუსტი იმუნური სისტემის შემთხვევაში)

ზოლაქსი 0-17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში, პატარა ბავშვებში და მოზარდებში ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

- ლორწოვანის რძიანა (პირის ღრუში და ან ხახაში განვითარებული სოკოვანი ინფექცია)

- კანდიდას სახელით წოდებული სოკოს სახეობით გამოწვეული და სისხლის მიმოქცევაში, სხეულის ორგანოებში (მაგ.გული, ფილტვები) და ან საშარდზე გზებში არსებული ინფექციები

- კრიპტოკოკული მენინგიტი (თავის ტვინის გარსების სოკოვანი ინფექცია)

ზოლაქსი 0-17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში , პატარა ბავშვებში და მოზარდებში ქვემოთ მოცემული მდგომარეობების პროფილაქტიკური მკურნალობის მიზნით გამოიყენება:

- კანდიდას სახელით წოდებული სოკოთი გამოწვეული ინფექციებისგან დაცვისთვის ( სუსტი იმუნური სისტემის შემთხვევაში)

- კრიპტოკოკული მენინგიტი (თავის ტვინის გარსების სოკოვანი ინფექცია)

2. ზოლაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზოლაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

  • · ქვემოთ მოცემულის მიმართ ალერგიული რეაქციები გამოვლინდება:

- ფლუკონაზოლის და ან ზოლაქსის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი ნაერთი

- სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ მიღებული სხვა წამლები

გამოვლენილი ნიშნები შეიძლება იყოს: ქავილი, კანის სიწითლე და ან სუნთქვის გაძნელება.

  • · ალერგიის სამკურნალოდ ანტიჰისტამინებს-ტერფენადინს და ან ასტემიზოლს ღებულობთ
  • · კუჭის პრობლემების დროს სისაპრიდს ღებულობთ
  • · შიზოფრენიით (ფსიქიატრიული დავადების სახეობა)დაავადებული ხართ და შიზოფრენიის, ფსიქიატრიული დაავადება- დეპრესიის მსგავსი ფსიქიატრიული დაავადების სამკურნალოდ ეფექტურ (ანტიფსიქოზურ) წამალს პიმოზიდს ღებულობთ
  • · გულის რითმის დარღვევების გამო ქინიდინის შემცველ წამალს ღებულობთ
  • · ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკს- ერითრომიცინს ღებულობთ
  • · ისეთ წამალს ღებულობთ, რომელიც ღვიძლის ფერმენტ CY3A4 -ი მიერ არ იშლება, მაგრამ გულის ელექტრული კვლევის დროს ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას იწვევს
  • · დღეში 400მგ-ზე მეტ ფლუკონაზოლთან ერთდ ტერფენადინის შემცველ და ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა წამალს ღებულობთ

ზოლაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

  • · თირკმლების და ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ.
  • · გულის რითმი დარღვევების ჩათვლით, გულის პრობლემები გაქვთ
  • · სისხლში კალიუმის, კალციუმის და ან მაგნიუმის დონის ცვლილება გაქვთ
  • · სიწითლის, ქავილის მსგავსი კანის რეაქციები და ან სუნთქვის გაძნელება უფრო გაღრმავდება
  • · ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი და სტევენს-ჯონსონის სინდრომის მსგავსი, გამონაყარით მიმდინარე კანის რეაქციები განვითარდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს. განსაკუთრებით თუ შიდსი გაქვთ, კანის რეაქციების გამოვლინების რისკი უფრო მაღალია.
  • · გულის ელექტრული კვლევის დროს ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი მდგომარეობები გაქვთ
  • · ფლუონაზოლთან ერთად სხვა წამალს ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’)
  • · კორტიზოლის მსგავსი ჰორმონების არასაკმარისი წარმოების გამომწვევი- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები გაქვთ (ქრონიკული და ან გახანგრძლივებული დაღლილობა, კუნთოვანი სისუსტე, მადის დაქვეითება, წონის დაკლება, მუცლის ტკივილი)
  • · გულის რითმის დარღვევების (არითმიის) სამკურნალოდ ამიოდარონს ღებულობთ

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ზოლაქსის გამოყენება საკვებთან სასმელთან ერთად

ზოლაქსი, საკვებთან ერთად და ან კვებისგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ მიიღოთ.

ორსულობა :

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის პირველ 3 თვეში ზოლაქსით ნამკურნალებ ქალებში შეიძლება თვითნებური აბორტი რისკი გაიზარდოს. ორსულობის პირველ 3 თვეში ზოლაქსის დღიური დოზა 400-800 მგ-ის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება ბავშვში თანდაყოლილი ანომალიის რისკი გაზადროს. თუ, ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმ და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ექიმის დანიშნულების გარეშე ორსულობის დროს ზოლაქსი არ უნდა მიიღოთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება - ლაქტაცია

ზოლაქსი, დედის რძეში გადადის. ზოლაქსის 150 მგ-მდე ერთჯერადი დოზი მიღების შემდეგ ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება. თუ, ზოლაქსის უფრო მაღალ დოზებს და თან განმეორებით ღებულობთ, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ავტომობილის და მექანიზმების მართვიის დროს, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, გაბრუება და ან გულყრის განვითარება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას.

ზოლაქსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია :

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ლაქტოზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ მოცემული წამლებს ღებულობთ, ზოლაქსთან ერთად არ უნდა იქნას მიღებული, ამიტომ მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:

  • · თუ, ალერგიის სამკრუნალოდ გამოყენებულ ანტიჰისტამინებს- ტერფენადინის და ასტემიზოლის შემცველ წამლებს ღებულობთ
  • · თუ თქვენ იღებთ ციზაპრიდის შემცველ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება კუჭის აშლილობის დროს
  • · თუ, შიზოფრენია გაქვთ ან ანტიფსიქოზურ პრეპარატს- პიმოზიდის შემცველ წამლებს ღებულობთ
  • · თუ, გულის რითმის დარრვევის გამო ქინიდინის შემცველ წამლებს ღებულობთ
  • · თუ, ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ ანტიბიოტიკს- ერითრომიცინს ღებულობთ

თუ, ქვემოთ მოცემული წამლებიდან რომლიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც ამ წამლებმა შეიძლება ზოლაქსთან ურთიერთქმედებაში შევიდეს. ამ სამედიცინო პროდუქტების ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზების რეგულირება და სიფრთხილის ზომები მიღება:

  • · ინფექციების დროს გამოყენებული ანტიბიოტიკი რიფამპიცინი და ან რიფაბუტინი
  • · ანესთეზიაში გამოყენებული ალფენტანილი, ფენტანილი
  • · დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი
  • · სერიოზული სოკოვანი ინფექციის დროს გამოყენებული ამფოტერიცინ ბ, ვორიკონაზოლი
  • · სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ გამოყენებული ვარფარინი (და ან მსგავსი წამლები)
  • · ძილის დამხმარე და შფოთვების, მოუსვენრობის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მიდაზოლამი, ტრიაზოლამის მსგავსი ბენზოდიაზეპინები
  • · ეპილეფსიის სამკურნალოდ, გულყრების მართვისთვის გამოყენებული ფენიტოინი, კარბამაზეპინი
  • · სისხლის არტერიული წნევის დამაქვეითებელი და გულის ზოგიერთი პრობლემის დროს გამოყენებული ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინის მსგავსი კალციუმის არხების ბლოკერები
  • · სისხლის არტერიული წნევის დამაქვეითებელი-ლოსარტანი
  • · საკვერცხის სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული ოლაპარიბი
  • · ორგანოთა გადანერგვისას მოცილების რეაქციის თავიდან აცილებისთვის გამოყენებული ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და სიმსივნის სხვადასხვა სახეობის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ციკლოფოსფამიდი, ვინკა ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი)
  • · მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული ჰალოფანტრინი
  • · ტკივილი, ცხელების და ანთების საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა: ცელეკოქსიბი, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ფლურბიპროფენი, ასევე ლიპიდური სპექტრის დარღვევების დროს გამოყენებული ატორვასტატინი, სიმვასტატინი ან ფლუვასტატინი
  • · ჰეროინდამოკიდებულების სამკურნალოდ გამოყენებული მეტადონი
  • · ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები
  • · ორგანოთა მწვავე მოცილების რეაქციის და ანთების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრედნიზონი (სტეროიდი)
  • · ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით ინფიცირებულ ავადმყოფებში გამოყენებული AZT სახელით ცნობილი ზიდოვუდინი და შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული საკინავირი, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ან ტოლბუტამიდის მსგავსი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო წამლები
  • · ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული თეოფილინი
  • · რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებული ტოფაციტინიბი
  • · ჰიპონატრემიის (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე) სამკურნალოდ გამოყენებული და ან თირკმლების ფუნქციების დაქვეითების შენელებისთვის გამოყენებული ტოლვაპტანი
  • · ვიტამინი A
  • · კისტური ფიბროზის სამკურნალოდ გამოყენებული ივაკაფტორი
  • · გულისცემის დარღვევის (არითმიის) სამკურალოდ გამოყენებული ამიოდარონი
  • · შარდმდენების სახელით ცნობილი ჰიდროქლორთიაზიდი
  • · სისხლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული იბრუტინიბი

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ზოლაქსი?

  • · სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

მდგომარეობა

დოზა

კრიპტოკოკული მენინგიტი

1-ელი დღე 400 მგ, შემდეგ დღეში 1ჯერ 200 მგ-დან 400 მგ-მდე 6-დან 8 კვირამდე და ან საჭიროებისას უფრო მეტი დროით. დოზის მომატება ზოგჯერ 800 მგ-მდეც შეიძლება

კრიპტოკოკული სოკოებით გამოწვეული განმეორებითი (კრიპტოკოკული მენინგიტი) მენინგიტი

ექიმის მიერ მკურნალობის დასრულებამდე დღეში 200 მგ

ხეობის ცხელების (კოქსიდიოიდომიკოზი) მკურნალობა

11 თვიდან 24 თვემდე (საჭიროებისას უფრო მეტი დროით) 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში 1ჯერ. დოზის მომატება ზოგჯერ 800 მგ-მდეც შეიძლება

კანდიდას სახეობის სოკოთი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციის მკურალობა

პირველი დღე 800 მგ, ექიმის მიერ მკურნალობის დასრულებამდე 400 მგ დღეში 1 ჯერ

პირის ღრუს,ხახის ინფექც. და პროთეზით გამოწვეული, პირის ღრუს იარებზე მოქმედი სოკოვანი ინფექციის მკურნალობა

1-ელი დღე 200 მგ-დან 400მგ-მდე. შემდეგ ექიმის მიერ მკურნალობის დასრულებამდე 100 მგ -დან 200მგ-მდე 1ჯერ დღეში .

ლორწოვანი რძიანას მკურნალობა (დოზა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე)

ექიმის მიერ მკურნალობის დასრულებამდე 50 მგ -დან 400მგ-მდე 1ჯერ დღეში, 7-30 დღის განმავლობაში

ხახის განმეორებითი, პირის ღრუს შიგნითა გარსზე მოქმედი ლორწოვანის ინფექციების მკურნალობა

ინფექციის რისკის ქვეშ არსებობისას, 100მგ-დან 200 მგ-მდე დღეში 1 ჯერ და ან 200 მგ კვირაში 3ჯერ

სასქესო ორგანოების სოკოვანო ინფექციის მკურნალობა

რეკომენდირებულია ერთჯერადი დოზის სახით 150 მგ

განმეორებით განვითარებული საშოს სოკოვანი ინფექციის მკურნალობა

ჯამში 3 დოზის მიღება, ყოველ 3 დღეში 1ჯერ 150 მგ (1..., 4.., და 7.. დღეები)მიღება. ინფექციის რისკის ქვეშ ყოფნისას 6 თვის განმავლობაში კვირაში 1ჯერ 150 მგ

კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების მკურნალობა (ონიქომიკოზი)

ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით, დღიური 50მგ და ან კვირაში 150მგ სახით ერთჯერადი დოზა და ან 1-ელ და მე-4 კვირას შორის, კვირაში 1ჯერ 300 მგ-დან 400 მგ (სპორტსმენის ტერფის შემთხვევაში 6 კვირამდე შეიძლება მიღება, არა-ინფიცირებული ფრჩხილის გაზრდის და ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლებამდე უნდა გაგრძელდეს)

კანდიდათი გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკისთვის (სუსტი და დარღვეული იმუნური მდგომარეობის დროს)

ინფექციის რისკის ქვეშ ყოფნისას 200-მგ-დან 400მგ-მდე დღეში 1 ჯერ

ექიმი,შეიძლება ბაქტერიული კულტურის და სხვა ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებამდე მკურნალობას დაიწყებს, შედეგების მიღებისას კი საჭიროებისამებრ შეცვლის.

  • · გამოყენების გზა და მეთოდი:

პრეპარატი, განკუთვნილია ორალური (პირის გზით) მიღებისთვის.

კაფსულები, მთლიანი სახით, 1 ჭიქა წყლით უნდა გადაიყლაპოს. საუკეთესო ვარიანტია, წამლის ყოველდღე, ერთსადიმავე დროზე (საათზე) მიღება.

წამლის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე კვების შემდეგაც.

  • · სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

12-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში დოზა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის დოზის შესაბამისი უნდა იყოს (ზრდასრულებსა და ან ბავშვებში დოზის/მიღების სიხშირე)

11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური დოზაა: 400 მგ. დოზა, ბავშვის წონის (კგ) შესაბამისად განისაზღვრება.

მდგომარეობა

დოზა

ლორწოვანის რძიანას მკურნალობა (დოზა ინფექციის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული)

დღეში 1 ჯერ 3 მგ/კგ ( მკურნალობის პირველ დღეს 6მგ/კგ სახით მიეცემა)

კრიპტოკოკული სოკოებით გამოწვეული განმეორებითი (კრიპტოკოკული მენინგიტი) მენინგიტის და ან კანდიდას სახეობის სოკოებით გამოწვეული შიგნითა სოკოვანი ინფექციების მკურნალობა

დღეში 1 ჯერ 6 მგ/კგ-12 მგ/კგ

კრიპტოკოკული სოკოებით გამოწვეული განმეორებითი (კრიპტოკოკული მენინგიტი) მენინგიტის პროფილაქტიკური მკურნალობა, განმეორებით განვითარების თავიდან აცილებისთვის

დღეში 1 ჯერ 6 მგ/კგ

კანდიდათი გამოწვეული ინფექციის შეჩერებისთვის (თუ იმუნური სისტემის ფუნქცია დარღვეულია)

დღეში 1 ჯერ 3 მგ-12 მგ/კგ

15-27 დღის ბავშვებში გამოიყენება იმავე დოზები, რაც ზემოთ ცხრილშია მოცემული, მაგრამ მიეცემა 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა: ყოველ 48 საათში ერთხელ სხეულის წონის (კგ) მიხედვით, რომელიც 1კგ/12 მგ-ია.

0-14 დღის ახალშობილებში, ყოველ 72 საათში ერთხელ, სხეულის წონის მიხედვით და 1კგ/12 მგ-ია.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თუ, თირკმლის პრობლემები არა გაქვთ, ნორმალური ზრდასრულთა დოზა გამოიყენება. თუ, თირკმლის პრობლემები გაქვთ, ექიმი წამლის დოზას თირკმლის ფუნქციების შესაბამისად განსზღვრავს.

  • · გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

ექიმი, თირკმლის ფუნქციების შესაბამისად შეიძლება წამლის დოზას შეცვლის.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებში წამლის გამოყენებისას სიფრთილეა საჭირო.

თუ, ფიქრობთ, რომ ზოლაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ზოლაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ექიმის მიერ რეკომენდირებულ მისაღებ დოზას და რაოდენობას არ გადააჭარბოთ. თუ, ზოლაქსის მეტი რაოდენობა მიიღეთ, შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ. შესაძლო ჭარბი დოზის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არ არსებულის ხედვა, გაგონება, მხედველობითი, სმენითი, მგრძნობელობითი ჰალუცინაციები (ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა). ამ შემთხვევაში თქვენს ექიმს და ან ყველაზე ახლო საავადმყოფოს მიმართეთ. ამ დროს სისტემური თერაპია (მხარდმჭერი ღონისძიებები და საჭიროებისას კუჭის ამორეცხვა) შეიძლება საკმარისი იყოს.

თუ, ზოლაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ზოლაქსის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ მიიღეთ. თუ ძალიან გვიან გაგახსენდებათ, მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

მოვლენები, რომელიც ზოლაქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის და მითითების გარეშე ზოლაქსის მიღება არ შეაჩეროთ. ზოლაქსის მიღების შეწყვეტის საჭიროებისას, წამლის შეწყვეტის საუკეთესო მეთოდს ექიმის განსაზღვრავს. ზოლაქსის გამოყენებასთან დაკაშვირებით ნებისმიერი კითხვის არსებობისას, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ზოლაქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

სერიოზული ალერგიული რეაქციები იშიათია, თუმცა რამდენიმე ადამიანში მაინც ვლინდება. ნებისმიერი გვერდით ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, თუნდაც აქ აღნიშნული არ იყოს, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ზოლაქსის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

  • · უეცრად დაწყებული ხიხინი, სუნთქვის გაძნელება და ან მკერდში მოჭერის შეგრძნება
  • · თვალის ქუთუთოების, სახის და ან ტუჩების შესივება
  • · მთელ სხეულში ქავილი, კანის შეწითლება დ ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები
  • · კანზე გამონაყარი
  • · კანის ძლიერი რეაქციები, ბუშტუკების გაჩენით და გამონაყარით (პირის ღრუში და ენაზე)
  • · შიდსით დაავადებულებში, ზოლაქსის ჩათვლით ზოგადად წამლების მიმართ კანის ძლიერი რეაქციების გამოვლინების ალბათობა მაღალია

ზოლაქსმა შეიძლება ღვიძლზე ზემოქმდება მოახდინოს. ღვიძლის პრობლემების მაჩვენებელი ნიშნები ქვემოთაა მოცემული:

  • · დაღლილობა
  • · მადის დაკარგვა
  • · ღებინება
  • · კანის და ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

ზოლაქსმა, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს თირკმლეზედა ჯირკვლებსა და წარმოებული სტეროიდული ჰორმონების დონეზე. თირკმლის პრობლემების მაჩვენებელი ნიშნები ქვემოთაა მოცემული:

  • · დაღლილობა
  • · კუნთების სისუსტე
  • · მადის დაკარგვა
  • · წონის დაკლება
  • · მუცლის ტკივილი

თუ, ზემოთ ჩამოთვლილი გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ზოლაქსის მიღება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი :1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

  • · თავსი ტკივილი
  • · მუცლის ტკივილი, კუჭში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების მომატება (ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება)
  • · გამონაყარი

ნაკლებად გავრცელებული:

  • · კანის სიფერმკრთალე, დაღლილობის და სუნთქვის გაძნლენების შესაძლო გამომწვევი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
  • · მადის დაქვეითება
  • · უძილობა, ძილიანობა
  • · გულყრები, გაბრუება, ოთახის ტრილის შეგრძნება, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და ან დაბუჟების შერგძნება, გემოს შეგრძნების დარღვევები
  • · დისპეფსიური მოვლენები, საკვების მონელების დარღვევევბი, აირების დაგროვება, პირის სიმშრალე
  • · კუნთების ტკივლი
  • · სიყვითლე, ნაღვლის დინების შენელება და ან შეჩერება, ბილირუბინის მომატება (კანის და თვალების გაყვითლება)
  • · ქავილი, ურტიკარია, ოფლიანობის მომატება, კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი
  • · დაღლილობა, უხასიათობა, ძალის დაკარგვა, ცხელება

იშვიათი:

  • · ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრეედბის რაოდენობის და სისხლდენის შეჩერებაში დამხმარე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
  • · თრომბიციტების რაოდენობის დაცემა და ან სხვა სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებით გამოწვეული კანზე სისხლჩაქცეევბი და ან სიწითლე
  • · ქოლესტერინის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება (სიხლში ზოგიერთ ცხიმის რაოდენობის მომატება)
  • · სისხლში კალიუმის დონის დაცემა
  • · კანკალი
  • · ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) QT ინტერვალის გხანგრძლივება. სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევა (torsades de pointes)
  • · იშვიათად სიკვდილით დასრულებული ღვიძლთან დაკავშირებული ტოქსიურობა, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება, ღვიძლის უჯრედების და ან ღვიძლის უჯრედებზე მოქმედი ქსოვილების სიკვდილი და დაზიანება
  • · სხეულში ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართ ძალიან ძლიერი პასუხი, უეცრად განვითარებული მომატებული მგრძნობელობა (ალერგიის შედეგად სახის და ხახის შესივება, სახის შეშუპება, ქავილი, ურტიკარიის ჩათვლით) და ბუშტუკების გამომწვევი გამონაყარი და მსგავსი კანის ძლიერი ალერგიული რეაქციები, სახის და ან ტუჩების შესივებით გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ სერიოზული სიმძიმის)
  • · კანზე სითხის სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარით მიმდინარე სერიოზილი დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი), კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შესივებით და სიწითლით მიმდინარე ანთება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი), უეცრად განვითარებული და ცხელებით მიმდინარე, მთელ სხეულზე გაჯირჯვული ბუშტუკების გაჩენით მიმდინარე კანის დაავადება (მწვავე გავრცელებული ეგზანთემოზური პუსტულოზი), კანის ექსფოლიაციური დაავადებები, სახის შეშუპება
  • · თმის ცვენა

უცნობი:

  • · კანის სიწითლე, ცხელება, შესივებული ლიმფური ჯირკვლები, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზოინოფილია) და შინაგან ორგანოებში (ღვიძლი, ფილტვები, გული, თირკმლები და მსხვილი ნაწლავი) ანთება და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (წამლისმიერი რეაქცია და ან ეოზინოფილია და სისტემური ნიშნებით გამოვლენილი წამლის რეაქციები (დრეს სინდრომი) და გამონაყარი)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. ზოლაქსის შენახვა

ზოლაქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <25°C ოთახის ტეპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზოლაქსი არ გამოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. სანოველის წამლის წარმოება და ვაჭრობა

34460 ისტინიე-სტამბოლი

წარმოების ადგილი: ს.ს. სანოველის წამლის წარმოება და ვაჭრობა

34580 სილივრი-სტამბოლი

აღნიშნული დოკუმენტი უსაფრთო ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29/05/2021 დამოწმებულია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით